aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 კოვზანაძე: ლარის კურსის გამყარება მათზე აისახა, ვინც ხელფასს ვალუტაში იღებს Business & Economics  Business & Economics 
საქართველოში ზაფხულიდან ინფლაციის დონე მცირდება. ოქტომბერში კი ინფლაციის მაჩვენებელი ყველაზე მინიმალური - 2.3% იყო.
Posted by Drakula | 07 Nov 2011, 20:33 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 პოლონეთში 1.5 მლნ ბოთლი ქართული ღვინო გაიგზავნება Business & Economics  Business & Economics 
მომავალ წელს საქართველოდან პოლონურ ბაზარზე 1.5 მლნ ბოთლი ღვინო იქნება ექსპორტირებული. ამის შესახებ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ ვარშავაში ჩატარებული „ქართული დღეების“ შეფასების მსვლელობაში.
Posted by Drakula | 07 Nov 2011, 20:27 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 Lehman Brothers აქციები 24 ათასს ევროთ გაიყიდა Business & Economics  Business & Economics 
5 ნოემბერს გერმანიაში აუქციონზე 24 ათას ევროთ გაიყიდა გაკოტრებული ბანკის Lehman Brothers აქციები.  Historisches Wertpapierhaus მიერ აუქციონზე დადებული სასტარტო თანხა შეადგენდა 5 ათასს ევროს შეადგენდა.  აქციების ახალი მფლობელის სახელი არ მჟღავნდება.
Posted by Legatuss | 06 Nov 2011, 19:23 | comments | Score: 0 | Read More...
 
 ინვესტიციების მოცულობებით ფინანსური სექტორი ლიდერობს Business & Economics  Business & Economics 
2011 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 203 385.2 აშშ დოლარი შემოვიდა. სასოფლო-სამეურნეო და მეთევზეობის სექტორში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობამ 1 857.7 აშშ დოლარი შეადგინა. მოპოვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში ინვესტიციების სახით 29 516.1 აშშ დოლარია ჩადებული.
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:38 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ამიერიდან ქართული პროდუქციის წარმოების პროცესს კერძო ინსპექციის ორგანოები გააკონტროლებენ Business & Economics  Business & Economics 
აკრედიტირებული საინსპექციო სამსახურები ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიების შეამოწმებენ. როგორც OnlineNews-ს საკვები პროდუქტების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, იმისათვის, რომ ქართველი მომხმარებლები უხარისხო პროდუქციისაგან მაქსიმალურად იყვნენ დაცულები, წარმოიშვა ახალი კონტროლიორის არსებობის საჭიროება. სააგენტოს ინფორმაციით, ამ მიზნით შესწორებები შევა კოდექსში „პროდუქტების, ვეტერინარიისა და მცენარეების დაცვის“ შესახებ, ასევე „პროდუქტების უსაფრთხოებისა და თავისუფალი გაცვლის“ შესახებ.
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:35 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ქობალია: „დუბაი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით არის დაინტერესებული“ Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიის განცხადებით, დუბაი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით არის დაინტერესებული. ამის შესახებ მან სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ქართულ ბაზარზე ახალ ავიაკომპანია „Fly Dubai“-ის შემოსვლასთან დაკავშირებით გაიმართა.
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:35 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ოქტომბერში უძრავი ქონების რეგისტრაციების რაოდენობა 20.7%-ით გაიზარდა Business & Economics  Business & Economics 
ოქტომბერში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20.7 პროცენტით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 39 395 ერთეული შეადგინა. ამჟამინდელი მაჩვენებელი, 2007-2009 წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ცალსახა ზრდით განსხვავდება: 2007 წლის ოქტომბერთან შედარებით 24.9%-ით, 2008 წელთან შედარებით - 42.5%-ით, 2009 წელთან შედარებით - 26.1%-ით.
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:33 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მედვედევი: რუსეთის ფედერაციის მსო-ში შესვლა ვაჭრობის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს Business & Economics  Business & Economics 
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესვლა ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას ხელს შეუწყობს. „სახელმწიფოს მთავარი ამოცანა იმაშია, რომ უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, შეამციროს ბარიერები ბიზნესისთვის და კერძო ინიციატივა წაახალისოს. მიმაჩნია, რომ „ოცეულის“ ქვეყნებმა ამ საკითხში ლიდერობა უნდა გამოიჩინონ და ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მსო-ში დიდი ხნის ნანატრი გაწევრიანება საერთო საქმეში კარგი წვლილი შეიძლება გახდეს“, - თქვა მედვედევმა, როდესაც „ოცეულის ჯგუფის“ ბიზნეს-სამიტზე გამოდიოდა.
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:30 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში ოქტომბრის თვეში ინფლაციის წლიურმა დონემ 2.3% შეადგინა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოში ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.3% შეადგინა, განაცხადეს ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ სტატისტიკურ სამსახურში - „საქსტატში“. იქვე აღნიშნეს, რომ ინფლაციის მოცემული მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა პროდუქტების, უალკოჰოლო სასმელებისა და ტრანსპორტის ფასებმა მოახდინა.
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:29 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 რეკლამებში იკრძალება გამოყენება ტერმინებისა „სასარგებლო“ და „გამაჯანსაღებელი“ Business & Economics  Business & Economics 
კანონის თანახმად, აკრძალულია მომხმარებლის დარწმუნება იმაში, რომ კონკრეტულ პროდუქტს განსაკუთრებული თვისებები აქვს მაშინ, როდესაც ანალოგიური თვისებები სხვა პროდუქტსაც აქვს, განმარტავენ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში. მაგალითად, დაუშვებელია რეკლამაში გამოყენება ტერმინებისა „სასარგებლო“, „გამაჯანსაღებელი“ და „დიაბეტური“, თუ კომპანიაში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა არა აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, აღნიშნული დარღვევა 1 000 ლარის ოდენობით ჯარიმით ისჯება. თუმცა იგი ვერ იხსენებს შემთხვევას, როდესაც ქართულ ბაზარზე მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა.
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:29 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 April 2024
  • English Georgian