aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ოქტომბერში უძრავი ქონების რეგისტრაციების რაოდენობა 20.7%-ით გაიზარდა Business & Economics  Business & Economics 
ოქტომბერში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20.7 პროცენტით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 39 395 ერთეული შეადგინა. ამჟამინდელი მაჩვენებელი, 2007-2009 წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ცალსახა ზრდით განსხვავდება: 2007 წლის ოქტომბერთან შედარებით 24.9%-ით, 2008 წელთან შედარებით - 42.5%-ით, 2009 წელთან შედარებით - 26.1%-ით.



2011 წლის ოქტომბერში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვიური ინდექსი ასევე გაიზარდა და 1.288-ის დონეზე დაფიქსირდა, რაც ოქტომბრის შარშანდელ დონეს - 1.068-ს მნიშვნელოვნად აჭარბებს.


უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 4.9 და 24.2 პროცენტით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 32.6 და 10.2 პროცენტით შემცირდა. 2011 წლის ოქტომბერში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 6 415 ერთეული, მეორადებისა - 33 541 ერთეული შეადგინა. პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით თვიურმა ინდექსმა 0.690 და 1.545 შეადგინა.


რაც შეეხება პირველადი და მეორადი ბაზრების თანაფარდობას, უმნიშვნელოდ გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: მეორადები - 86.3 პროცენტი, პირველადები - 13.7 პროცენტი.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3822.html
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:33 | News »
 

"ეკონომიკა: ოქტომბერში უძრავი ქონების რეგისტრაციების რაოდენობა 20.7%-ით გაიზარდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 06 May 2024
  • English Georgian