| ბრიჯიტ ბარდომ თბილისის მერს მოხეტიალე ცხოველებზე ზრუნვა სთხოვა | | Georgian News |
ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა ბრიჯიტ ბარდომ წერილით მიმართა თბილისის მერს გიგი უგულავას. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წარმომადგენლებმა შეატყობინეს, წერილში გამოხატულია შეშფოთებულობა საქართველოს დედაქალაში მოხეტიალე ცხველებთან ბრძოლის არსებულ მეთოდებთან დაკავშირებით. მან გაასამართლა იმ მოხეტიალე ცხოველთა მასობრივი ხოცვა, რომლებსაც ქალაქში იჭერენ და შემდეგ კლავენ. ბარდოს მიაჩნია, რომ ამგვარად მოხეტიალე ცხოველთა რაოდენობის დარეგულირება არ შეიძლება და ეს, პირიქით, მოხეტიალე ცხოველთა ზრდას იწვევს. „დაჟინებით გირჩევთ ქვეყანაში ცხოველთა დამცველებთან დიალოგი დაიწყოთ და მოხეტიალე ცხოველებთან ბრძოლის ცივილური პროგრამა უზრუნველყოთ“, - წერს ცნობილი მსახიობი.
|
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:08 | comments | კულტურა | Score: 5 | Read More... |
|
| ოშკი ძეგლთა მსოფლიო ფონდის სიაში მოხვდა | | Georgian News |
შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამოჩენილი ქართული ძეგლი - ოშკის ტაძარი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, ძეგლთა მსოფლიო ფონდის (World Monument Fund) 2012 წლის სიაში მოხვდა. ამის შესახებ კავკას-პრესს ჩუბინიშვილის სახელობის ძეგლთა დაცვისა და ქართული ხელოვნების ისტორიის ეროვნულ ცენტრში შეატყობინეს.
|
Posted by Drakula | 11 Oct 2011, 19:12 | comments | კულტურა | Score: 0 | Read More... |
|
|