aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 კულტურა: ბრიჯიტ ბარდომ თბილისის მერს მოხეტიალე ცხოველებზე ზრუნვა სთხოვა Georgian News  Georgian News 
ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა ბრიჯიტ ბარდომ წერილით მიმართა თბილისის მერს გიგი უგულავას. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წარმომადგენლებმა შეატყობინეს, წერილში გამოხატულია შეშფოთებულობა საქართველოს დედაქალაში მოხეტიალე ცხველებთან ბრძოლის არსებულ მეთოდებთან დაკავშირებით. მან გაასამართლა იმ მოხეტიალე ცხოველთა მასობრივი ხოცვა, რომლებსაც ქალაქში იჭერენ და შემდეგ კლავენ. ბარდოს მიაჩნია, რომ ამგვარად მოხეტიალე ცხოველთა რაოდენობის დარეგულირება არ შეიძლება და ეს, პირიქით, მოხეტიალე ცხოველთა ზრდას იწვევს. „დაჟინებით გირჩევთ ქვეყანაში ცხოველთა დამცველებთან დიალოგი დაიწყოთ და მოხეტიალე ცხოველებთან ბრძოლის ცივილური პროგრამა უზრუნველყოთ“, - წერს ცნობილი მსახიობი.



ფრანგი ვარსკვლავი თბილისის მერს ურჩევს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცხოველთა მოკვლა, შექმნას სპეციალური ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით პროგრამის შემუშავებისთვის, გახსნას თავშესაფარი მოხეტიალე ცხოველებისთვის, რომლის მართვასაც არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ, დანერგოს მოხეტიალე ცხოველთა ვაქცინაცია/კასტრაცია, მოახდინოს დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირება, გაზარდოს მოსახლეობის შეგნებულობა და გრძნობადობა ცხოველთა აყვანის მიზნით.


ბარდომ იმედი გამოთქვა, რომ თბილისის ხელისუფლებები შეძლებენ ცხოველთა მიმართ ეთიკური დამოკიდებულების უზრუნველყოფას და მოხეტიალე ცხოველთა პრობლემის გადაჭრას საერთაშორისო ნორმების საფუძველზე.


საჭიროა აღინიშნოს, რომ 90-იანი წლების ბოლოს ბარდომ ერთხელ უკვე მიმართა ქართულ ხელისუფლებებს. მაშინ მან საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს მოსთხოვა აეკრძალა ძაღლების ბრძოლები, რომლებიც მაშინ საქართველოში ძალიან პოპულარული იყო.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3847.html
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:08 | News »
 

"კულტურა: ბრიჯიტ ბარდომ თბილისის მერს მოხეტიალე ცხოველებზე ზრუნვა სთხოვა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 5
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12341] »
• Selling Leads [130] »
• Products [4502] »
• Private offers [95] »
• Registered users [2581] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 25 September 2021
  • English Georgian