aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

 ურუშაძე: „დღეისათვის ერთნახევარი მილიონი ადამიანია დაზღვეული“ Georgian News  Georgian News 
შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ 2011 წლის შედეგები შეაჯამა.
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:49 | 1 comment | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ცნობილნი გახდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები Georgian News  Georgian News 
ცნობილნი გახდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელები. ტელეარხის 90%-ის კერძო პირს ლევან ყარამანაშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ ტელეკომპანიის გვერდზეა ნათქვამი. დანარჩენი 10%-ის მფლობელი ტელეარხის ამჟამინდელი გენდირექტორი გიორგი გეგეშიძე გახლავთ, რომელმაც ეს თანამდებობა 2009 წლის 5 აპრილს დაიკავა.
Posted by Drakula | 29 Dec 2011, 23:46 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 თბილისში წლის ყველაზე ნეგატიურ პროექტად კომუნალური გადასახადების გაერთიანება დასახელდა Georgian News  Georgian News 
რომელია მიმდინარე წელს თბილისის ხელისუფლებების მიერ მიღებული ყველაზე პოზიტიური და ნეგატიური გადაწყვეტილება? ამ საკითხის გასარკვევად commersant.ge-მა ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. ექსპერტთა უმრავლესობამ ყველაზე შედეგიან პროექტად დაასახელა „იაფი პროდუქტი თქვენს კვარტალში“. პროექტი 18 დეკემბრიდან ხორციელდება. მთელ დედაქალაქში ყოველ კვირას 9.00-დან 15.00 საათამდე ეწყობა ბაზრები და მომხმარებლებს პროდუქციას შედარებით ხელსაყრელ ფასად სთავაზობენ. ამას გარდა, პოზიტიურ პროექტებად დასახელდა აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია და გმირთა მოედანზე ესტაკადის აშენება.
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:27 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 Mercer: თბილისში ცხოვრების ყველაზე დაბალი დონეა ევროპაში Georgian News  Georgian News 
ევროპის ქალაქებს შორის ცხოვრების ყველაზე დაბალი დონე თბილისშა. ასეთია ადამიანური რესურსების გამოკვლევის გლობალურ კომპანია Mercer-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები. კომპანიის მონაცემების თანახმად, ევროპაში და მსოფლიოში მთლიანობაში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე ვენაშია. მეორე და მესამე ადგილებზეა ციურიხი და მიუნჰენი. შემდეგი სიაში დიუსელდორფი, ფრანკფურტი, ჟენევა, ბერნი და კომპენჰაგენია. პირველ ოცეულში ასევე მოხვდნენ ამსტერდამი, ნამბურგი, ბერლინი, ლუქსემბურგი, სტოკჰოლმი, ბრიუსელი, ნიურნბერგი, დუბლინი და პარიზი.
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:25 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 მიხეილ სააკაშვილი: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოს მნიშვნელოვანი ამოცანაა Georgian News  Georgian News 
საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა პედაგოგებს, რომლებიც ჩართულები არიან პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, იტყობინება “GHN“. პრეზიდენტმა მათთან ერთად პროგრამის პირველი წლის შედეგები შეაჯამა და ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლების მნიშვნელოვნობა და აუცილებლობა აღნიშნა.
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:22 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ახალი წლისთვის საქართველოში 73 პატიმარს შეიწყალებენ Georgian News  Georgian News 
ვადამდელი გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი წლისთვის საქართველოში 73 პატიმარს, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს შეიწყალებენ, იტყობინება “GHN“.
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:22 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 „ოქროს პერგამენტი“ ნომინაციაში წლის პოლიტიკოსი საქართველოში ირაკლი ალასანიას გადაეცა Georgian News  Georgian News 
გუშინ, 24 დეკემბერს, თბილისში კომპანია „ბაგრატიონის“ დარბაზში ყოველწლიურ პრემია „ოქროს პერგამენტის“ გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ნომინაციაში „წლის პოლიტიკოსი“ ჯილდო „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას გადაეცა, იტყობინება “GHN“. „ოქროს პერგამენტი - 2011“-ის ლაურეატები შემდეგ ნომინაციებში დასახელდნენ: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვნების მოღვაწე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია და „ოქროს ლაურეატის“ საპატიო ლაურეატი.
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:50 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „წლის ადამიანი“ გახდა Georgian News  Georgian News 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე წლის ადამიანი და ჯილდო „ ოქროს პერგამენტის“ ლაურეატი გახდა, იუწყება “GHN“. მის უწმინდესობას ჯილდო საინფორმაციო სააგენტო „GHN“-ის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მირცხულავამ გადასცა. მან პატრიარქს მისი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც მეორეჯერ გადაეცემა „ოქროს პერგამენტი“, საქართველოს მოსახლეობას შორის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. „ეს ჩვენი მოქალაქეებისაგან თქვენ მიმართ მადლიერების სიმბოლური გამოხატვაა“, - აღნიშნა გოჩა მირცხულავამ პატრიარქთან შეხვედრის დროს.
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:49 | comments | საზოგადოება | Score: 1.66 | Read More...
 
 ილია II: ხატი „საქართველოს იმედი“ სასწაულმოქმედი იქნება Georgian News  Georgian News 
ხატი „საქართველოს იმედი“ სასწაულმოქმედი იქნება, - ამის შესახებ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთს მიტროპოლიტმა, უნეტარესმა და უწმინდესმა ილია II-მ წმინდა სამების ტაძარში ქადაგების დროს.
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:47 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 გამოკითხვა: პუტინს რუსების 45%, ხოლო მედვედევს - 37% ენდობა World News  World News 
რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს რუსების 37%, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს - 45% ენდობა, რასაც ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ (ფსა) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს. ფსა-ის მონაცემებით, გამოკითხულთა 33%-მა უპასუხა, რომ მედვედევს „ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ - არა“, ხოლო 26% - არ ენდობა. პუტინს ნაწილობრივ 28% ენდობა, ხოლო 23% არ ენდობა.
Posted by Drakula | 24 Dec 2011, 19:24 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 

Select Page of 35 pages.

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 29 April 2024
  • English Georgian