aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „წლის ადამიანი“ გახდა Georgian News  Georgian News 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე წლის ადამიანი და ჯილდო „ ოქროს პერგამენტის“ ლაურეატი გახდა, იუწყება “GHN“. მის უწმინდესობას ჯილდო საინფორმაციო სააგენტო „GHN“-ის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მირცხულავამ გადასცა. მან პატრიარქს მისი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელსაც მეორეჯერ გადაეცემა „ოქროს პერგამენტი“, საქართველოს მოსახლეობას შორის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. „ეს ჩვენი მოქალაქეებისაგან თქვენ მიმართ მადლიერების სიმბოლური გამოხატვაა“, - აღნიშნა გოჩა მირცხულავამ პატრიარქთან შეხვედრის დროს.



თავის მხრივ, ილია მეორემ „ოქროს პერგამენტის“ მინიჭებისთვის მადლობა გადაიხადა და საქართველოს მოსახლეობასა და „ოქროს პერგამენტის“ ყველა ლაურეატს წარმატება უსურვა.


„დაე, უფალმა დაგვლოცოს. ჩემთვის ყველაზე ღირებული ისაა, რომ ჩვენ ერს უნდა ვემსახურო. ეს ჩემი მიზანია და მეტი არაფერი“, - თქვა სრულიად საქართველოს პატრიარქმა ჯილდოს მიღებისას.


პატრიარქმა მოუწოდა „ოქროს პერგამენტის“ ყველა ლაურეატსა და ნომინანტებს, თავიანთ მთავარ მიზნად საქართველოსა და ადამიანებზე ზრუნვა გახადონ.


„პირველ რიგში, ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს საქართველო და საქართველოზე უნდა ვიზრუნოთ. მახსენდება ჩვენი ილიას, წმინდა ილიას სიტყვები „ენა, მამული, სარწმუნოება“. ცოტას დავამატებ ამას და ვიტყვი - „უფალი, სამშობლო და ადამიანი“. უფლის შემდეგ ყველაზე ღირებული სამშობლო და ადამიანია. ჩვენ ადამიანებზე უნდა ვიზრუნოთ. ქართველი ხალხი უცხოეთიდან უნდა დაბრუნდეს. ქართველები ჩვენს სამშობლოზე უნდა ზრუნავდნენ. ვერავინ სხვა ვერაფრის გაკეთებას შეძლებს. ჩვენ თავად უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს“, - თქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.


შეგახსენებთ, რომ ადამიანებისა და კომპანიების - „ოქროს პერტამენტის“ ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ტარდება საინფორმაციო სააგენტო „GHN“-ის ორგანიზაციით კომპანია „ბაგრატიონი-1882“-ის დარბაზში.


2011 წელს ლაურეატები 11 ნომინაციაში გამოცხადნენ, ასევე გადაიცა საპატიო „ოქროს პერგამენტი“. გამარჯვებულთა გამოსავლენად მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც 2986 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4208.html
Posted by Drakula | 25 Dec 2011, 19:49 | News »
 

"საზოგადოება: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „წლის ადამიანი“ გახდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 1.66
Votes: 6


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 14 December 2024
  • English Georgian