aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: Mercer: თბილისში ცხოვრების ყველაზე დაბალი დონეა ევროპაში Georgian News  Georgian News 
ევროპის ქალაქებს შორის ცხოვრების ყველაზე დაბალი დონე თბილისშა. ასეთია ადამიანური რესურსების გამოკვლევის გლობალურ კომპანია Mercer-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები. კომპანიის მონაცემების თანახმად, ევროპაში და მსოფლიოში მთლიანობაში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე ვენაშია. მეორე და მესამე ადგილებზეა ციურიხი და მიუნჰენი. შემდეგი სიაში დიუსელდორფი, ფრანკფურტი, ჟენევა, ბერნი და კომპენჰაგენია. პირველ ოცეულში ასევე მოხვდნენ ამსტერდამი, ნამბურგი, ბერლინი, ლუქსემბურგი, სტოკჰოლმი, ბრიუსელი, ნიურნბერგი, დუბლინი და პარიზი.



თბილისს ცხოვრების დონის მიხედვით 221 ქალაქს შორის 214-ე ადგილი უკავია. რეიტინგში ბოლო ადგილზეა ერაყის დედაქალაქი ბაღდადი, მაგრამ ევროპაში ბოლო ადგილი თბილისს უკავია.


Mercer-მა ასევე პირადი უსაფრთხოების მაჩვენებელი გამოიკვლია. პირველ ადგილზე ლუქსემბურგი აღმოჩნდა. მას მოსდევენ ბერნი, ჰელსინკი და ციურიხი. აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლიუბლიანასა და პრაღაშია. მოსკოვი ამ რეიტინგში 199-ე, ხოლო თბილისში აქაც ბოლო, 215-ე ადგილზეა.


კომპანია ცხოვრების დონის გამოკვლევებს შემდეგ კრიტერიუმებით ატარებს: პოლიტიკური და სოციალური გარემო, ეკონომიკური მდგომარეობა, სოციალურ-კულტურული გარემო, სამედიცინო პირობები და ჯანდაცვა, სკოლა და განათლება, ბუნებრივი გარემო, საზოგადოებრივი მომსახურება და ტრანსპორტი, რეკრეაცია, სამომხმარმებლო საქონელი, საშინაო პირობები.


პირადი უსაფრთხოების დონე კი შიდა სტაბილურობით, კრიმინალის დონით, კანონის მოქმედების ეფექტურობითა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კავშირებით იზომება.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4219.html
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:25 | News »
 

"საზოგადოება: Mercer: თბილისში ცხოვრების ყველაზე დაბალი დონეა ევროპაში" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 April 2024
  • English Georgian