aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: მიხეილ სააკაშვილი: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოს მნიშვნელოვანი ამოცანაა Georgian News  Georgian News 
საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა პედაგოგებს, რომლებიც ჩართულები არიან პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, იტყობინება “GHN“. პრეზიდენტმა მათთან ერთად პროგრამის პირველი წლის შედეგები შეაჯამა და ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლების მნიშვნელოვნობა და აუცილებლობა აღნიშნა.



„როდესაც თქვენს ზოგიერთ წარმომადგენელს ვხვდებოდი, ვთქვი, რომ თქვენ ქართული სახელმწიფოებრიობის ელჩები ხართ. დღეს საქართველოში არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ამოცანა, ვიდრე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ინტეგრაცია, რათა მათ გაათვიცნობიერონ, რომ ერთიანი სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენენ და მათი ჩაბმა საერთო სახელმწიფო პროცესში“, - თქვა პრეზიდენტმა.


მან აღნიშნა, რომ საქართველოში ნებისმიერ მცხოვრებს ქვეყნის შემადგენელ ნაწილად ყოფნის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.


„გაისად თქვენ ქართველ იდეალისტთა დიდი ჯგუფი შემოგიერთდებათ. ჩვენთან რამდენიმე ათასი ამერიკელი, ავსტრალიელი, პედაგოგები ახალი ზელანდიიდან ჩამოვიდა, რომლებიც უხელფასოდ მუშაობენ. ეს არ მაკვირვებს, რადგან საქართველოში არიან ასეთი იდეალისტები - დიდი ელვარებთ თვალებში, კიდევ უფრო მოტივირებულები და განსაკუთრებულები. შესაძლოა ვინმეს ეწყინოს, მაგრამ თქვენ ნამდვილად საუკეთესო ქართველები ხართ - ყველაფერი მიატოვეთ და აქ იმყოფებით. თქვენ სრულიად უცნობ გარემოში მოხვდით, შესაძლოა დისკომფორტს განიცდით, მაგრამ იცით, რისთვის აკეთებთ ამას. სწორედ ეს არის ნამდვილი გაბედულობა“, - თქვა სააკაშვილმა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_4216.html
Posted by Drakula | 27 Dec 2011, 22:22 | News »
 

"საზოგადოება: მიხეილ სააკაშვილი: ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოს მნიშვნელოვანი ამოცანაა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12341] »
• Selling Leads [130] »
• Products [4502] »
• Private offers [95] »
• Registered users [2581] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 September 2021
  • English Georgian