aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ქობალია: „ქართულმა კომპანიებმა სხვა ბაზრების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ“ Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, ქართული კომპანიებისათვის რუსული ბაზარი ერთადერთი არ უნდა იყოს, ვინაიდან იგი არამდგრადია. ეს განცხადება მან გააკეთა მაშინ, როდესაც რუსულ ბაზარზე კომპანია „სარაჯიშვილის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა.
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:04 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საუკეთესო პედაგოგებს მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან ხელფასი გაეზრდებათ Business & Economics  Business & Economics 
საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგებს მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ გუშინ, 24 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებათა პროექტის წარდგენის დროს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, ქრისტიან-დემოკრატის ლევან ვეფხვაძესთვის პასუხის ნიშნად, რომელიც განათლების სისტემაში თანხების გადანაწილებით დაინტერესდა.
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:01 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ევროპის ეკონომიკური კრიზისი ტურისტული ნაკადის ზრდაზე არ ასახულა Business & Economics  Business & Economics 
მიუხედავად ევროპის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობისა, 2011 წლის იანვარ-აგვისტოში ევროპული ქვეყნების მაცხოვრებლების მიერ შესრულებული უცხოური ტურისტული მგზავრობების რიცხვი, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა. ასეთი დასკვნა შესულია კონსალტინგულ კომპანია IPK-ის გამოკვლევაში ITB Berlin-ის დაკვეთით. კონტინენტზე არსებულ სიტუაციას ტურისტების ხარჯებზე გავლენა არ მოუხდენია, რომლებიც ამ პერიოდში 2%-ით გაიზარდა. სხვა მოსაზრება აქვს „როსტურიზმის“ უფროსს ალექსანდრე რადკოვს, რომელმაც ივარაუდა, რომ რუსეთში 2011 და 2012 წლებში ევროპული ტურნაკადი ევროპაში არსებული არახელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად არ გაიზრდება.
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:00 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ფინანსთა სამინისტრო: საქართველო 2012 წელს წელში გამართული შეხვდება Business & Economics  Business & Economics 
საქართველო 2012 წელს „წელში გამართული“ შეხვდება, დარწმუნებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე. ამის შესახებ მან პარლამენტში 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებათა პროექტის წარდგენის დროს განაცხადა.
Posted by Drakula | 24 Nov 2011, 19:03 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 322 271 700 დოლარი შეადგინა Business & Economics  Business & Economics 
იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 322 271 700 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 39%-ით აღემატება, იტყობინებიან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში „საქსტატი“. 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად თურქეთი რჩება. ამ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 217 468 200 დოლარი შეადგინა (16%-იანი ზრდა).
Posted by Drakula | 24 Nov 2011, 19:00 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მწარმოებლებისათვის ფინანსური ამნისტია გამოცხადდება Business & Economics  Business & Economics 
მთავრობის ინიციატივით მწარმოებლებისათვის ფინანსური ამნისტია გამოცხადდება. როგორც პარლამენტში სამთავრობო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებელს არსებული დავალიანების შესახებ არ შეატყობინებენ, მას ჩამოეწერება როგორც ძირითადი თანხა, ისე ფულადი ჯარიმა.
Posted by Drakula | 24 Nov 2011, 18:59 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს საბანკო სექტორი ევროპის კრიზისის ფონზე რეკორდულ მოგებაზე გადის Business & Economics  Business & Economics 
ევროპის კრიზისის ფონზე საქართველოს საბანკო სექტორი რეკორდულ მოგებაზე გადის. 2011 წლის ათი თვის მონაცემებით, სექტორის წმინდა მოგებამ 234 მილიონს გადააჭარბა, რაც ბოლო რამდენიმე წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.
Posted by Drakula | 22 Nov 2011, 20:37 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ღვინის ექსპორტის მოცულობით ლიდერობს „თბილღვინო“ Business & Economics  Business & Economics 
ქართულ ბაზარზე ღვინის ექსპორტის მოცულობით ლიდერობენ „თბილღვინო“, „თბილისის მარანი“ და „თელავის მარანი“. კვლევით კომპანია „ბიზნეს ესქპლორერის“ მონაცემებით, 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 13.3 მლნ ლიტრი ღვინო, ანუ 17.5 მლნ ბოთლი გაიგზავნა. ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულებამ 40 მლნ დოლარი შეადგინა.
Posted by Drakula | 22 Nov 2011, 20:33 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ბოჭორიშვილი: საქართველოში ინვესტიციების მოცულობა იზრდება Business & Economics  Business & Economics 
რატომ არ შემოდის სერიოზული ინვესტიციები საქართველოში წარმატებული რეფორმების ფონზე? ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლის შეკითხვაზე პასუხობს საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი. იგი ამტკიცებს, რომ საქართველოში შემოსული ინვესტიციების მოცულობა იზრდება.
Posted by Drakula | 21 Nov 2011, 19:28 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში ყველაზე მეტ ფულს ამერიკელი ტურისტები ხარჯავენ Business & Economics  Business & Economics 
ამერიკელმა ტურისტმა სტივენ ბრუქსმა საქართველოში 10 დღე გაატარა. ბრუქსმა და მისმა ორმა მეგობარმა მოინახულეს კახეთი, ყაზბეგი, ვარძია და სვანეთი. „მე ძალიან შემიყვარდა საქართველო, თუმცა თქვენი ქვეყნის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი“, - თქვა ბრუქსმა. „ჩემი მეგობარი საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებელია და მან თქვენთან ჩამოსვლა მირჩია“. „ძალიან მომწონს საქართველოს ბუნება, სვანეთის ულამაზესი მთები, განსაკუთრებით - უშბა. ადგილობრივი სვანური მოსახლეობა ძალიან სტუმართმოყვარეა, მაგრამ ზოგიერთი ქართული ტრადიცია უცნაური, თუმცა ეკზოტიკური მეჩვენება. მაგალითად, ქართველები ყოველთვის მათთან ერთად არყის ან ღვინის დალევასა და სადღეგრძელოს თქმას მთხოვდნენ. ყველას ვურჩევ, ეს მშვენიერი ქვეყანა ნახონ და ეს მათთვის დაუვიწყარი მოგზაურობა გახდება“.
Posted by Drakula | 21 Nov 2011, 19:25 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 April 2024
  • English Georgian