aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ევროპის ეკონომიკური კრიზისი ტურისტული ნაკადის ზრდაზე არ ასახულა Business & Economics  Business & Economics 
მიუხედავად ევროპის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობისა, 2011 წლის იანვარ-აგვისტოში ევროპული ქვეყნების მაცხოვრებლების მიერ შესრულებული უცხოური ტურისტული მგზავრობების რიცხვი, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა. ასეთი დასკვნა შესულია კონსალტინგულ კომპანია IPK-ის გამოკვლევაში ITB Berlin-ის დაკვეთით. კონტინენტზე არსებულ სიტუაციას ტურისტების ხარჯებზე გავლენა არ მოუხდენია, რომლებიც ამ პერიოდში 2%-ით გაიზარდა. სხვა მოსაზრება აქვს „როსტურიზმის“ უფროსს ალექსანდრე რადკოვს, რომელმაც ივარაუდა, რომ რუსეთში 2011 და 2012 წლებში ევროპული ტურნაკადი ევროპაში არსებული არახელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად არ გაიზრდება.



UNTWO-ის მონაცემთა თანახმად, რომლებსაც გამოკვლევა ეყრდნობა, ევროპაში შემავალი ტურნაკადი მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 4.5%-ჯერ გაიზარდა და დაახლოებით 671 მილიონი ადამიანი შეადგინა. ამასთან, მომავალი წლის პროგნოზი ასევე დადებითია. ასე, სექტემბრის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე, რომელშიც 13 ევროპული ქვეყნის მოგზაურებმა მიიღეს მონაწილეობა, გამოვლინდა, რომ მათგან 43% 2012 წელს მგზავრობებს გეგმავს, ამასთან ისეთივე სიხშირით, როგორც მიმდინარე წელს. გამოკითხვის მონაწილეთა კიდევ 27% მომავალ წელს ტურიზმის მიზნით საკუთარი გადაადგილებების გაზრდას აპირებენ. და მხოლოდ 20%-ს მიაჩნია, რომ 2012 წელს მათ ნაკლები მგზავრობების განხორციელება მოუწევთ, ვიდრე მიმდინარე წელს.


IPK-ის ექსპერტთა აზრით, ევროპელ მოგზაურთა სამომხმარებლო ნდობის ინდექსი (European Travel Confidence Index) 102 პუნქტს შეადგენს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ 2012 წელს ევროპული ტურინდუსტრიის ზრდა 2-3% იქნება და ნიშნავს ტურნაკადის მყარ ზრდას, ასევე რეკორდული მაჩვენებლების მიღწევას, რომლებიც კრიზისამდელი 2008 წლის შედეგებს გააჭარბებს. გამოკვლევის თანახმად, მიმდინარე წელს ყველაზე თავგამოდებული  მოგზაურები გახდნენ შვეიცარიის მაცხოვრებლები - აღნიშნულ პერიოდში მათი მგზავრობების რიცხვი 9%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე არიან შვედები (+7%), მესამეზე - ტურისტები ბელგიიდან (+6%). მიმდინარე წელს გაიზარდა მოგზაურობების რიცხვი მოკლე მანძილებზე - 2010 წელთან შედარებით 4%-ით. მეტიც, მათ წილზე ყველა უცხოური მგზავრობის დაახლოებით 90% მოდის.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3988.html
Posted by Drakula | 25 Nov 2011, 20:00 | News »
 

"ეკონომიკა: ევროპის ეკონომიკური კრიზისი ტურისტული ნაკადის ზრდაზე არ ასახულა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 May 2024
  • English Georgian