aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოში ყველაზე მეტ ფულს ამერიკელი ტურისტები ხარჯავენ Business & Economics  Business & Economics 
ამერიკელმა ტურისტმა სტივენ ბრუქსმა საქართველოში 10 დღე გაატარა. ბრუქსმა და მისმა ორმა მეგობარმა მოინახულეს კახეთი, ყაზბეგი, ვარძია და სვანეთი. „მე ძალიან შემიყვარდა საქართველო, თუმცა თქვენი ქვეყნის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი“, - თქვა ბრუქსმა. „ჩემი მეგობარი საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებელია და მან თქვენთან ჩამოსვლა მირჩია“. „ძალიან მომწონს საქართველოს ბუნება, სვანეთის ულამაზესი მთები, განსაკუთრებით - უშბა. ადგილობრივი სვანური მოსახლეობა ძალიან სტუმართმოყვარეა, მაგრამ ზოგიერთი ქართული ტრადიცია უცნაური, თუმცა ეკზოტიკური მეჩვენება. მაგალითად, ქართველები ყოველთვის მათთან ერთად არყის ან ღვინის დალევასა და სადღეგრძელოს თქმას მთხოვდნენ. ყველას ვურჩევ, ეს მშვენიერი ქვეყანა ნახონ და ეს მათთვის დაუვიწყარი მოგზაურობა გახდება“.



ამერიკა იმ 10 ქვეყნის შორისაა, რომლიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ხალხი ჩამოდის. ეროვნული ტურისტული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის 10 თვის განმავლობაში ამერიკიდან საქართველოში 21 000-ზე მეტი ვიზიტიორი ჩამოვიდა.


ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შეტყობინებით, 2011 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ 2 068 147 ვიზიტიორი ჩამოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 43%-ით მეტია - 2010 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში 1 446 300 უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა.


„საქართველოსთვის, მეზობლების გარდა, მიზნობრივი ბაზარია ამერიკაც, სადაც ჩვენ სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ. ტურისტთა რაოდენობის გარდა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა იმ თანხებსაც აქვთ, რომლებსაც ტურისტები ჩვენს ქვეყანაში ხარჯავენ. ამერიკელი ტურისტები ჩვენთან მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე მეზობელი ქვეყნების ტურისტები. ამიტომ, ჩვენ მათ მოზიდვას დიდ ყურადღებას ვუთმობთ“, - აცხადებს ეროვნული ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ბექა ჯაყელი.


„ამერიკელი ტურისტების მოსაზიდად ჩვენ ამერიკულ ტურისტულ სააგენტოებთან ვთანამშრომლობთ, ვაწყობთ მათთვის სპეციალურ ტურებს და საქართველოში ჩამოგვყავს. გარდა ამისა, ქართულ ტურსააგენტოებს ამერიკულ ბაზარზე უფრო აქტიურად მუშაობაში ვეხმარებით. ასევე აქტიურად ვმუშაობთ სარეკლამო კომპანიებთან და სწორედ უცხოური ტელეარხების საშუალებით საქართველოს ვარეკლამებთ“, - თქვა ჯაყელმა.


ჯაყელის თქმით, ამერიკელებს უფრო მეტად კულტურული და სათავგადასავლო ტურები აინტერესებთ. მრავალი ტურისტი საქართველოს რეგიონებში ქვეით ტურებს ანიჭებს უპირატესობას. ამერიკელებს შორის დიდი პოპულარულობით სარგებლობს სვანეთი, კახეთი და მცხეთა-თიანეთი.


„ინდივიდუალური ტურისტების გარდა, ორგანიზებული ჯგუფებიც ჩამოდიან“, - აღნიშნა ჯაყელმა.


წელს ეროვნულმა ტურისტულმა სააგენტომ მონაწილეობა მიიღო გამოფენაში „Miami Cruise Shipping“, რომელიც მაიამიში ტარდებოდა. სააგენტო საქართველოში საკრუიზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას გეგმავს.

„ბათუმის ნავსადგურს დიდი რაოდენობის საკრუიზე გემების მიღების შესაძლებლობა აქვს. ასე რომ, ჩვენს გეგმებში საკრუიზე ტურიზმის განვითარება შედის“, - თქვა ჯაყელმა.


ერთ-ერთი ქართული ტურ-ოპერატორი „კავკაზუს თრეველი“ აცხადებს, რომ ამერიკელ ტურისტთა რაოდენობა იზრდება.


„მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები ჩვენთან ძირითადად მანქანით ჩამოდიან და ჩვენი მომსახურება არ სჭირდებათ. იმ ვიზიტიორებიდან, რომლებიც აქ საჰაერო გზით, თვითმფრინავით ჩამოდიან, ძალიან ბევრი ამერიკელია. რასაკვირველია, რაც უფრო მეტი ამერიკელი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც საკმარისია“, - თქვა „კავკაზუს თრეველის“ მენეჯერმა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3957.html
Posted by Drakula | 21 Nov 2011, 19:25 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოში ყველაზე მეტ ფულს ამერიკელი ტურისტები ხარჯავენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 26 May 2024
  • English Georgian