aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 იტალიის ევროზონიდან გამოსვლა სულ უფრო რეალურია - ნურიელ რუბინი Business & Economics  Business & Economics 
იტალია იძულებული იქნება, საბაზრო ძალების უმძლავრესი ზეწოლის ქვეშ ევროზონა დატოვოს, თუ ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) თავის ამჟამინდელ პოლიტიკას არ შეცვლის და არ გასცემს რომის შეუზღუდავი ფინანსური მხარდაჭერის გარანტიებს. ასეთი განცხადებით გამოვიდა გუშინ, 11 ნოემბერს, ლონდონის გაზეთ „Financial Times-ის მიერ გამოაქვეყნებულ საავტორო სტატიაში ცნობილი ანალიტიკოსი ნურიელ რუბინი.
Posted by Drakula | 12 Nov 2011, 19:42 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 სსფ საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემცირებას პროგნოზირებს Business & Economics  Business & Economics 
სსფ-ის პროგნოზებით, 2012 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის მაჩვენებელზე დაბალი იქნება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ედვარდ გარდნერმა გუშინ, 9 ნოემბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
Posted by Drakula | 10 Nov 2011, 18:53 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 გილაური: 2012 წლის სექტემბრიდან პენსიონერები დაზღვევას მიიღებენ Business & Economics  Business & Economics 
ოთხშაბათს, 9 ნოემბერს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ანდრია ურუშაძესთან შეხვედრაზე მომავალ ზაფხულში საპენსიო პაკეტის კიდევ ერთხელ გადახედვის აუცილებლობის შესახებ განაცხადა. „პენსიონერები საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და ყველაზე დაუცველი ნაწილია და მათთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამედიცინო მომსახურებების ხელმისაწვდომობაა. ისინი შიმშილისაგან არ უნდა კვდებოდნენ და მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, შვილიშვილებს კანფეტები მაინც უყიდონ, ამასთან, მათ რაიმე უნდა რჩებოდეთ, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერი მარტო ცხოვრობს და კომუნალური მომსახურებებისთვის გადახდა უწევს. მომავალი წლის ზაფხულში ჩვენ შევიკრიბებით და საპენსიო პაკეტს გადავხედავთ, მსოფლიო ტენდენციებისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:25 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 სსფ საქართველოს საგარეო ვალის შემცირებაზე ფიქრს ურჩევს Business & Economics  Business & Economics 
სსფ საქართველოს საგარეო ვალის შემცირებაზე ფიქრს ურჩევს. ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ედვარდ გარდნერმა განაცხადა.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:24 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 გარდნერი: გლობალური ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე სამი არხის მეშვეობით შეიძლებაახდენდესგავლენას Business & Economics  Business & Economics 
გლობალური ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაზე სამი არხის მეშვეობით შეიძლება ახდენდეს გავლენას, - განუცხადა ჟურნალისტებს დღეს, 8 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წარმომადგენელმა ედვარდ გარდნერმა, რომელიც თბილისში იმყოფება. მისი თქმით, ქართულ ეკონომიკაზე გავლენა სავაჭრო არხების, უცხოური ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების მეშვეობით შეიძლება ხორციელდებოდეს.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:23 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ონიშენკო: მსო-ში შესვლა ქართული ღვინოებისთვის რუსეთის ფედერაციის ბაზარს არ გახსნის Business & Economics  Business & Economics 
რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს გენადი ონიშენკოს მიაჩნია, რომ მსო-ში რუსეთის გაწევრიანება ქართული ღვინოებისა და „ბორჯომისთვის“ რუსული ბაზრის ავტომატურ გახსნას არ ნიშნავს. „არა, არ ნიშნავს, იმედიც არ ჰქონდეთ“, - თქვა მან, როდესაც სამშაბათს, 8 ნოემბერს, ჟურნალისტთა შეკითხვას პასუხობდა.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:17 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ერთ-ერთი შვეიცარული ბანკი მდიდარი ამერიკელების შესახებ მონაცემებს გაამხელს Business & Economics  Business & Economics 
შვეიცარული ბანკი Credit Suisse დათანხმდა ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის იმ შეძლებული ამერიკელი კლიენტების შესახებ ინფორმაციის გადაცემას, რომლებიც აშშ-ში გადასახადებისაგან თავს არიდებენ. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal. როგორც ბანკში განაცხადეს, მონაცემები მდიდარი ამერიკელების ანგარიშების შესახებ შვეიცარიის საგადასახადო რეგულატორებს უკვე სამშაბათს გადაუგზავნიან. მათ ამერიკელ ხელისუფლებებს რამდენიმე თვეში გადაუგზავიან. ამასთან, შვეიცარიის მეორე უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელობამ ამერიკელ საგადასახადო ორგანოთა „შავ სიაში“ მოხვედრილ კლიენტთა რაოდენობის დასახელებაზე უარი თქვა.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:17 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 Fitch: რუსეთის მსო-ში შესვლა ნედლეულზე დამოკიდებულებას შეამცირებს Business & Economics  Business & Economics 
რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესაძლო გაწევრიანება ქვეყანაზე დადებითად იმოქმედებს, ზრდის სტიმულირებას მოახდენს და რუსული ეკონომიკის დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს. ასეთი პროგნოზი სამშაბათს, 8 ნოემბერს, Fitch Ratings-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს. სარეიტინგო სააგენტოს პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ მსო-სთან შემოერთება მოსკოვს ასევე დაეხმარება ნედლეულზე მსოფლიო ფასების მერყეობებისადმი დაქვემდებარებულობის შემცირებას და მსოფლიო არანედლეულის ბაზრებზე დაშვებას გაუმარტივებს.
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:18 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 კომპანიები „გუდვილი“ და „G.Mart“ გაერთიანდნენ Business & Economics  Business & Economics 
კომპანიები „გუდვილი“ და „G.Mart“ ბაზარზე „გუდვილის“ ბრენდის ქვეშ გააგრძელებენ ოპერირებას. როგორც კომპანიაში იტყობინებიან, ასეთი გადაწყვეტილება ორივე კომპანიის მენეჯმენტმა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. იქვე აღნიშნავენ, რომ კომპანიას იურიდიული რეკვიზიტები „G.Mart“-სგან ექნება, ხოლო სახელი საერთო კომპანიას ექნება „Goodwill“.
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:09 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მერკელი: „ევროპას კრიზისის დასაძლევად მრავალი წელი დასჭირდება“ Business & Economics  Business & Economics 
ევროპას სავალო კრიზისის დასაძლევად მრავალი წელი დასჭირდება, განაცხადა შაბათს, 5 ნოემბერს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მისი თქმით, ვალები ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა, ამიტომ კრიზიის დაძლევაც ერთი ხელის მოქნევით ვერ მოხერხდება. „მხოლოდ სადღაც ათ წელიწადში სიტუაცია არსებითად უკეთესობისკენ შეიცვლება“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის უფროსმა თავის ყოველკვირეულ ვიდეოგზავნილში.
Posted by Drakula | 07 Nov 2011, 21:18 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 20 April 2024
  • English Georgian