aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 გილაური: ამჟამად საქართველოში ინვესტირების საუკეთესო დროა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს მიაჩნია, რომ ამჟამად საქართველოში ინვესტირებისათვის საუკეთესო დროა. ამის შესახებ გილაურმა პარასკევს, 28 ოქტომბერს, ქართულ-უკრაინულ ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა უკრაინულ დელეგაციას ვიცე-პრემიიერ სერგეი ტიგიპკოსთან სათავეში გააცნო ქვეყანაში გატარებული რეფორმები და აღნიშნა, რომ „მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა წლის დასაწყისში პროგნოზირებადი 5.5%-ის ნაცვლად 6%-მდე გაიზრდება“.
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:37 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ეროვნულმა ბანკმა პრიორიტეტები დაასახელა - კრედიტების გრძელვადიანობა და საპროცენტო განაკვეთის შემცირება Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრიორიტეტებს შორისაა კრედიტების გრძელვადიანობა და საპროცენტო განაკვეთის შემცირება. როგორც გუშინ, 28 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, საქართველოში საპროცენტო განაკვეთები, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, კვლავაც მაღალია. მისი თქმით, კრედიტების ვადის გახანგრძლივება და საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოსახლეობის ხვედრს შეამსუბუქებს.
Posted by Drakula | 30 Oct 2011, 19:49 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 გვინდაძე: პენსია აუცილებლად მიაღწევს ას დოლარს Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, პარასკევს, 28 ოქტომბერს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა პენსიების ას დოლარამდე გაზრდის თაობაზე დაპირებას არ ასრულებს იმიტომ, რომ დეფოლტის გამოწვევისა ეშინია.
Posted by Drakula | 30 Oct 2011, 19:49 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ივანიშვილის ბანკმა საქართველოს ეროვნული ბანკის დახმარებაზე უარი თქვა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მიუხედავად შემოთავაზებული დახმარებისა, ბანკ „ქართუმ“ შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგა. როგორც მან დღეს, 28 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ბანკ „ქართუს“ ფუნქციონირებას არაფერი ემუქრება.
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:58 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 გვინდაძე: პოლიტიკური მიზნებით პენსიების გაზრდა მიუღებელია Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ფინანსთა მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს პოლიტიკური მიზნებით პენსიების გაზრდა დაუშვებლად მიაჩნია. ეს განცხადება მან გააკეთა დღეს, 28 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე, რაც გახლდათ პასუხი ფრაქცია ერთიანობა სამართლიანობისთვის“ დეპუტატების მიერ შეხსენებაზე მმართველი პარტიის დაპირების თაობაზე, რომელიც პენსიის 100 დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს.
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:55 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 გოროზია: 2015 წლისთვის ქართული ღვინის წარმოება 50 პროცენტით უნდა გაიზარდოს Business & Economics  Business & Economics 
ქვეყნის სტრატეგიული გეგმის თანახმად, 2015 წლისთვის ნავარაუდევია ქართული ღვინის ექსპორტის გაორმაგება, ხოლო წარმოების 50 პროცენტით გაზრდა. ამის შესახებ რაჭის მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა ზაზა გოროზიამ განაცხადა.
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:50 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს ეროვნული ბანკის უფროსი ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროგრესზე მიუთითებს Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმედოვნებს, რომ გაისად ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით მრავალი პროგრესული ნაბიჯის შესახებ საუბარს შეძლებს. ამის შესახებ მან განაცხადა დეპუტატ გურამ ჩახვაძის საპასუხოდ, რომელიც პარლამენტის საბიუჯეტო-ფინანსური კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდა, როგორია დღესდღეობით სიტუაცია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე და რა იგეგმება აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის.
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:48 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მურღულია: სახელმწიფო ვალის აღება მიზანშეწონილია მაშინ, თუ იგი ქვეყნის ეკონომიკურგანვითარებასმოხმარდე Business & Economics  Business & Economics 
ეკონომიკის საკითხების ექსპერტის შოთა მურღულიას აზრით, „დამატებითი სახელმწიფო ვალის აღება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ ეს ფული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოხმარდება“. ასეთი კომენტარი გაუკეთა მურღულიამ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც „სახელმწიფომ თამამად უნდა გააგრძელოს ვალების აღება“.
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:48 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტს 2010 წლის ანგარიში წარუდგინა. როგორც მან საბიუჯეტო-ფინანსური კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 2010 წელი ძალიან პოზიტიური იყო, ეკონომიკური მაჩვენებლები კრიზისამდელ პერიოდს დაუბრუნდა, ხოლო უმრავლესი მიმართულებით, გადააჭარბა მათ.
Posted by Drakula | 27 Oct 2011, 18:53 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ავსტრია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული Business & Economics  Business & Economics 
ავსტრიის მთავრობა საქართველოსთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ოთხშაბათს, 25 ოქტომბერს, ვენაში ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა ავსტრიის ეკონომიკის მინისტრმა რაინჰოლდ მიტერლენერმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფროსთან ვერონიკა ქობალიასთან (ნაჩვენებია თბილისური ტელეარხების მიერ) შეხვედრის დასრულების შემდეგ. მიტერლენერმა აღნიშნა, რომ „საუბარია კონკრეტულ სფეროებზე, კერძოდ, ავსტრიულ ინვესტიციებზე საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ტურიზმისა და განახლებადი ენერგიის სფეროებში“. მინისტრმა აღნიშნა, რომ „ავსტრიას „მწვანე“ ენერგეტიკაში დიდი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან გამოსადეგი იქნება საქართველოსთან თანამშრომლობაში“.
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 20:06 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 25 April 2024
  • English Georgian