aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 სააკაშვილი ქართული ეკონომიკის ზრდას პროგნოზირებს Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს პრეზიდენტი 7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო აპარატის თანამშრომლებთან შეხვედრაზე თქვა. „დღეს ჩვენ მსოფლიოში პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც თავისი ეკონომიკური ზრდის ტემპებს გადახედა. წლის დასაწყისში ჩვენ ნაკლების იმედი გვქონდა, ახლა კი პროგნოზს 7 პროცენტამდე ვწევთ, მაშინ, როცა თურქეთმა თავისი პროგნოზი 2 პროცენტით, ხოლო ევროზონის ქვეყნებმა - 2-3%-ით შეამცირეს.
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:51 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 თბილისში ახალი ტიპის სავაჭრო ფარდულები გაჩნდება Business & Economics  Business & Economics 
მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიზნით თბილისის მერია ახალ პროექტს იწყებს. ძველი და უსახო ჯიხურების ნაცვლად დედაქალაქის ქუჩებში თანამედროვე ტიპის სავაჭრო ფარდულები გაჩნდება. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერი გიგი უგულავა გუშინ, 19 ოქტომბერს, შეხვდა მცირე და საშუალო მეწარმეებს და მათ ახალი ინიციატივა გააცნო.
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:48 | comments | ეკონომიკა | Score: 1 | Read More...
 
 „სითი კომპანი“: ბინების 80%-ს უცხოეთში მომუშავე ქართველები ყიდულობენ Business & Economics  Business & Economics 
თბილისში ბინების უმრავლესობას უცხოეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ. ამის შესახებ „სითი კომპანიში“ აცხადებენ. კომპანიის მფლობელის თამაზ ქობალიას თქმით, მათ მიერ გაყიდული ბინების 80 პროცენტი საზღვარგარეთ მომუშავე ქართველებმა იყიდეს.
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:46 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში მცირე ბიზნესის ადმინისტრირების ახალი წესები შემოაქვთ Business & Economics  Business & Economics 
მთავრობის ინიციატივით, საორიენტაციოდ წლის ბოლომდე მცირე მეწარმეებს საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოებისაგან გაათავისუფლებენ. ამ მიზნით მთავრობა ბაზრებზე ადმინისტრირების ახალი წესების შემოღებას აპირებს, რისთვისაც საქართველოს პარლამენტმა საგადასახდო კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა უკვე დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ „საგადასახადო კოდექსში“ შესწორებების თანახმად, ბაზრებს მიენიჭებათ ცალკეული სავაჭრო ზონების წოდება, რომელთა მფლობელებმა უნდა აწარმოონ სავაჭრო ობიექტების ჩაბარებისა და ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა. ამას გარდა, შესწორებების თანახმად, მთელი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოება ასევე აღნიშნული ზონების მფლობელებს მოუწევთ.
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:44 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ყველაზე მეტი მილიონერი საფრანგეთში გამოვლინდა Business & Economics  Business & Economics 
საფრანგეთში ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში. ასეთი დასკვნაა მოცემული გუშინ, 19 ოქტომბერს, „კრედი სიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მოხსენებაში.
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:43 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 კანადელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გააცნობენ Business & Economics  Business & Economics 
კანადელ ბიზნესმენებს საქართველოში საინვესტიციო პირობებს გააცნობენ. ამ ფუნქციას საკუთარ თავზე კანადის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო აიღებს, რომელიც ორი თვის განმავლობაში შეეცდება დაარწმუნოს კანადელი ბიზნესმენები, დააბანდონ ინვესტიციები საქართველოში. ამის თაობაზე შეთანხმება სააგენტოსთან გაფორმდა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მსვლელობაში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან სათავეში. ქართული მხრიდან დოკუმენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მოაწერა.
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:42 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 კვეზერელი: არ უსმინოთ ონიშენკოს Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ურჩევს ქართველ ბიზნესმენებს, არ უსმინონ რუსეთს ფედერაციის მთავარ სახელმწიფო სანიტარულ ექიმს გენადი ონიშენკოს. ამის შესახებ მან განაცხადა გუშინ, 18 ოქტომბერს, როდესაც კომენტარს აკეთებდა ონიშენკოს ბოლო განცხადებაზე რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის შესაძლო დაბრუნების შესახებ.
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 18:16 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მსო-ში ჩინეთის გაწევრიანებამ მთელ მსოფლიოს სარგებლობა მოუტანა - პასკალ ლამი Business & Economics  Business & Economics 
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) ჩინეთის გაწევრიანებამ მთელ მსოფლიოს სარგებლობა მოუტანა. ასეთი განცხადებით გამოვიდა გუშინ, 18 ოქტომბერს, მსო-ის გენერალური დირექტორი პასკალ ლამი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქალაქ ჩენდუში მე-12 საერთაშორისო ბაზრობაზე მონაწილეობისათვის ჩავიდა.
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 18:14 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში მაღალი გენდერული თანაფარდობა აღინიშნება Business & Economics  Business & Economics 
საწარმოებზე მომუშავეთა რიცხვი 397.8 ათას ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 39.0 ქალებია, ხოლო 61.0% - მამაკაცები. საწარმოების სიდიდის მიხედვით ისინი გადანაწილებულია შემდეგნაირად: მსხვილი ბიზნესი - 56.4%, საშუალო - 23.1%, მცირე - 20.5%.
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 17:37 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 2010 წელს საწარმოთა ბრუნვამ 24.4 მლრდ ლარი შეადგინა Business & Economics  Business & Economics 
2010 წელს საწარმოთა ბრუნვამ 24.4 მლრდ ლარი, ხოლო პროდუქციის გამოშვენამ - 13.3 მლრდ ლარი შეადგინა.
Posted by Drakula | 19 Oct 2011, 17:36 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian