aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 რვა თვის განმავლობაში აჭარას 1 000 438 ვიზიტიორი ესტუმრა Business & Economics  Business & Economics 
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლის რვა თვის განმავლობაში აჭარას, საერთო ჯამში, 1 000 438 ვიზიტიორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია.
Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:14 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საფინანსო ბაზრები მსოფლიო ეკონომიკას ახალი დიდი დეპრესიისკენ უბიძგებენ - ჯორჯ სოროსი Business & Economics  Business & Economics 
საფინანსო ბაზრები მსოფლიოს ახალი დიდი დეპრესიისკენ უბიძგებენ, ხელისუფლებებმა კი, პირველ რიგში, ევროპულ კავშირში, სიტუაციაზე კონტროლი დაკარგეს. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ცნობილმა ამერიკელმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა ღია წერილში, რომელიც გუშინ, 30 სექტემბერს, ლონდონის გაზეთ „Financial Times“-მა გამოაქვეყნა.
Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:13 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველო რეფორმების გასაგრძელებლად დამატებით 40 მლნ დოლარს მიიღებს Business & Economics  Business & Economics 
საქართველო რეფორმების გატარებისთვის დამატებით 40 მლნ დოლარს მიიღებს. ეს გათვალისწინებულია საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დადებული შეთანხმების დაფინანსების შესახებ (განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიება), რომელიც პარლამენტში რატიფიკაციისთვის არის შეტანილი.
Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:49 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 კვეზერელი: საქართველოში სიმინდის მოსავალი გაორმაგდა Business & Economics  Business & Economics 
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის განხორციელების დროს ყველა გლეხსა და ფერმერს მაღალი ხარისხის თესლები დაურიგეს და მათ ინსტრუქციები დროულად მიიღეს. როგორც გუშინ, 29 სექტემბერს, გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა, გასული წლების განმავლობაში განხორციელებულ ყველა პროგრამას შორის ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ყველაზე მაღალშემოსავლიანია. მისი თქმით, პროგრამის შედეგად რამდენიმე ათასი ფერმერი და გლეხი მოსავლის რეალიზაციიდან სოლიდურ შემოსავლებს მიიღებს.
Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:48 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 „ოპელი“ საქართველოში ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდად დასახელდა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოში დარეგისტრირებულ ავტომობილთა შორის რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა „ოპელი“, მას მოჰყვება „მერსედესი“ და „ფოლკსვაგენი“. იზრდება ქალი-მძღოლების რიცხვიც.
Posted by Drakula | 30 Sep 2011, 18:47 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 „ქართული საბანკო სექტორი ვერ ჩამოყალიბდა როგორც მდგრადი ინსტიტუტი“ Business & Economics  Business & Economics 
ქართული საბანკო სექტორი ვერ ჩამოყალიბდა როგორც მდგრადი ინსტიტუტი, რომელსაც ეკონომიკის განვითარების უზრუნველყოფა ძალუძს, ნათქვამია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევათა ცენტრისა და ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დასკვნაში.
Posted by Drakula | 26 Sep 2011, 19:16 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ექსპერტი: ახალი მსოფლიო კრიზისი საქართველოს დიდ ზიანს არ მიაყენებს Business & Economics  Business & Economics 
AFBA-ის ექსპერტს მერაბ ჯანიაშვილს მიაჩნია, რომ ახალ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს საქართველოზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. ამგვარად მან კომენტარი გაუკეთა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ჟან-კლოდ ტრიშეს განცხადებას, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ახალი კრიზისი ემუქრება. ჯანიაშვილს მიაჩნია, რომ წინა კრიზისის მსგავსად მომავალი კრიზისი საქართველოს დიდ ზიანს არ მიაყენებს, რამდენადაც მისი ბაზარი მსოფლიო ეკონომიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული არ არის.
Posted by Drakula | 26 Sep 2011, 19:16 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს საექსპორტო ჯგუფს მსუბუქი ავტომობილები უდგას სათავეში Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს საექსპორტო ჯგუფს სათავეში უდგას მსუბუქი ავტომობილები - 305 მლნ დოლარი. „საქსტატის“ მონაცემებით, 2011 წლის იანვარ-აგვისტოში ავტომობილთა ექსპორტმა მთელი ექსპორტის 22% შეადგინა.
Posted by Drakula | 26 Sep 2011, 11:20 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველომ ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნებთან სასაქონლო ბრუნვა გაზარდა Business & Economics  Business & Economics 
2011 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს გარე სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 645 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 36 პროცენტით აღემატება. მათგან ექსპორტმა 225 მილიონი დოლარი შეადგინა (28 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 1 239 მილიონი (38 პროცენტით მეტი).
Posted by Drakula | 26 Sep 2011, 11:20 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს მშპ მეორე კვარტალში 4.7%-ით გაიზარდა Business & Economics  Business & Economics 
მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქცის მაჩვენებელმა მოქმედ ფასებში 5 848.1 მლნ ლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ-ის რეალურმა ზრდამ 4.7% შეადგინა, ხოლო დეფლატორის მაჩვენებელმა - 10.7%.
Posted by Drakula | 19 Sep 2011, 19:42 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 15 May 2024
  • English Georgian