aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: „ქართული საბანკო სექტორი ვერ ჩამოყალიბდა როგორც მდგრადი ინსტიტუტი“ Business & Economics  Business & Economics 
ქართული საბანკო სექტორი ვერ ჩამოყალიბდა როგორც მდგრადი ინსტიტუტი, რომელსაც ეკონომიკის განვითარების უზრუნველყოფა ძალუძს, ნათქვამია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევათა ცენტრისა და ფონდის - „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დასკვნაში.



„შეწყობილად ფუნქციონირებად საბანკო სისტემას ეკონომიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი მნიშვნელობა აქვს. საბანკო სექტორი ქვეყანაში შედარებით ახალგაზრდა დარგია, ამიტომ მისი განუვითარებლობა სავსებით ახსნადი მოვლენაა. სწორედ ამიტომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველია მაშინ, როდესაც შიდა დანაზოგებისა და კაპიტალის მობილიზაციის ალტერნატიული სახსრების გაჩენას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უნდა განიხილებოდეს, როგორც შიდა დანაზოგების შევსების წყარო, და არა ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა“, - ნათქვამია ანგარიშში „საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა. 2011 წლის პირველი ნახევარი“.


აქვე ნათქვამია, რომ დანაზოგების დეფიციტის პრობლემა ეკონომიკას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე იმდენად დამოკიდებულს ხდის, რომ სიტუაცია ძალიან არასტაბილურია.


„საბანკო სისტემაში ნეგატიური ბალანსია ანაბრებსა და კრედიტებს შორის, რაც განსაკუთრებით საშიშია, ვინაიდან საშუალო კრედიტი საშუალო ანაბარზე თითქმის 2.5-ჯერ უფრო დიდია. 2011 წლის პირველ კვარტალში აბაბართა მოცულობა გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა კრედიტების ზრდასთან შედარებით ძალიან მოკრძალებულია. მეტიც, ანაბრები ძირითადად მოკლევადიანია, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობისა და მომავლის არაპროგნოზირებულობის მაჩვენებელია“, - მიაჩნიათ ექსპერტებს.


მათი აზრით, ანაბრების მცირე მოცულობის გამო საბანკო სექტორს ეკონომიკური განვითარების დაკრედიტებისათვის შესაბამისი რეზერვები არა აქვს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3496.html
Posted by Drakula | 26 Sep 2011, 19:16 | News »
 

"ეკონომიკა: „ქართული საბანკო სექტორი ვერ ჩამოყალიბდა როგორც მდგრადი ინსტიტუტი“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 11 June 2024
  • English Georgian