aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ბიზნესმენი, რომელიც 45-60-წლიანებს დაასაქმებს, საშემოსავალო გადასახადისაგან გათავისუფლდება Business & Economics  Business & Economics 
ბიზნესმენი, რომელიც 45-60-წლიანებს დაასაქმებს, საშემოსავალო გადასახადისაგან გათავისუფლდება. ამის შესახებ ბათუმში ჩატარებულ გაფართოებულ სამთავრობო სხდომაზე ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 20:02 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს პრემიერი: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მოლოდინებს გადააჭარბა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წელს იქნება 6%, და არა 5.5%, როგორც იგეგმებოდა ადრე, რაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებისათვის დამატებითი სტიმული გახდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, რომელიც ბათუმში ტარდება, იუწყება “GHN“.
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 20:00 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 „სარაჯიშვილმა“ ონიშენკო მორიგ ტყუილში გამოიჭირა Business & Economics  Business & Economics 
რუსეთის ფედერაციის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს რწმუნებით, კომპანია „სარაჯიშვილმა“ ოფიციალურად მიმართა „როსპოტრებნადზორს“ მისი პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ განაცხადით. კერძოდ, საუბარია კონიაკების მიწოდებაზე. თუმცა, თავად კომპანია „სარაჯიშვილში“ გენადი ონიშენკოს განცხადებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ.
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 19:55 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 2012 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტი 115 მლნ 585 ათას ლარად განისაზღვრა Business & Economics  Business & Economics 
გუშინ, 25 ოქტომბერს, გამართულ აჭარის სამთავრობო სხდომაზე განიხილეს 2012 წლის რეგიონის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 115 მილიონ 585 ათას ლარად განისაზღვრა. მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლიდან აჭარის მაღალმთიანი რაიონების სკოლები მთლიანად იქნება დაკომპლექტებული უცხო ენოვანი პედაგოგებით. 40 მასწავლებელი ხელფასზე დანამატს მიიღებს 300 ლარის ოდენობით. ისინი ასევე საცხოვრებელი ადგილით იქნება უზრუნველყოფილი.
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 19:53 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ქართულ ბაზარზე ამერიკული კომპანიების რაოდენობა განუხრელად იზრდება Business & Economics  Business & Economics 
ქართული ბაზარი პროგრესულად ვითარდება. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იგი, პრემიერ-მინისტრთან ნიკა გილაურთან ერთად, ქართულ-ამერიკული ბიზნეს-საბჭოს მე-14 კონფერენციაში მონაწილეობს.
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 19:21 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში უმუშევრობა 2.5%-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში Business & Economics  Business & Economics 
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2010 წელს საქართველოში უმუშევრობამ 16.3% შეადგინა. მეზობელ სომხეთში ეს მაჩვენებელი 7%-ს უდრის, აზერბაიჯანში - 6%-ს, რუსეთში - 7.5%-ს. უკრაინაში უმუშევრობის მაჩვენებელი 8.1%-ის ტოლია. ამ სტატისტიკას ექსპერტები ყველა ქვეყანაში აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ უმუშევრობის რეალური დონე არსებითად აღემატება ოფიციალურ მაჩვენებლებს. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, 2013 წლისთვის უმუშევრობა 16%-დან 10%-მდე შემცირდება.
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 19:18 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ანალიტიკოსებმა iPhone 4S-ის თვითღირებულება შეაფასეს Business & Economics  Business & Economics 
ანალიტიკოსებმა iSuppli-დან გასული კვირის ბოლოს გაყიდვაში შემოსული კომუნიკატორ Apple iPhone4S-ის წარმოების ხარჯები და მისი კომპონენტების ღირებულება შეაფასეს. შეგახსენებთ, რომ აპარატი აღჭურვილია ორბირთვიანი პროცესორით A5, 3.5-დიუმიანი დისპლეით 640x960 წერტილის გარჩევადობით, 8-მეგაპიქსელიანი კამერით 1080р (1920×1080წერტილის) ფორმატში მაღალი სიმკვეთრის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით, უსადენო კავშირის Wi-Fi-ის(IEEE 802.11b/g/n) კონტროლიორებითა და Bluetooth 4.0-ით, GPS-ის მიმღებით, ციფრული კომპასით, აქსელერომეტრით, ჰიროსკოპით, სიახლოვისა და განათებულობის დატჩიკებით, გადმოსცემს „კომპიულენტა“.
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 19:15 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 2011 წელს Volkswagen შესაძლოა უმსხვილესი მსოფლიო ავტომწარმოებელი გახდეს Business & Economics  Business & Economics 
გერმანული საავტომობილო კონცერნი Volkswagen AG (VW)მიმდინარე წელს შესაძლოა უმსხვილესი მსოფლიო ავტომწარმოებელი გახდეს, გაუსწრებს რა Toyota Motor Corp.-სა და General Motors Co. (GM)-ს განვითარებად ბაზრებზე ძლიერი მაჩვენებლების წყალობით. ეს გამომდინარეობს სააგენტო Bloomberg-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევიდან.
Posted by Drakula | 24 Oct 2011, 21:12 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 700 მლნ ლარით მცირდება Business & Economics  Business & Economics 
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ გუშინ, 21 ოქტომბერს, ჩაატარა ბრიფინგი, რომელიც 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მიუძღვნა. „ჩასავარდნად წინასწარ განწირული პროგრამული ბლეფი ან უმწეო და არაკვალიფიციური დოკუმენტი“, - ასე განსაზღვრეს მათ ბრიფინგის თემა.
Posted by Drakula | 22 Oct 2011, 21:06 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით საქართველოს მშპ-მ 26 494.4 მილიონი შეადგინა Business & Economics  Business & Economics 
მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზმა 2012 წლისთვის 26 494.4 ლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელზე 3 024.1 მილიონი ლარით მეტია.
Posted by Drakula | 21 Oct 2011, 19:42 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian