aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საქართველოში უმუშევრობა 2.5%-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში Business & Economics  Business & Economics 
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2010 წელს საქართველოში უმუშევრობამ 16.3% შეადგინა. მეზობელ სომხეთში ეს მაჩვენებელი 7%-ს უდრის, აზერბაიჯანში - 6%-ს, რუსეთში - 7.5%-ს. უკრაინაში უმუშევრობის მაჩვენებელი 8.1%-ის ტოლია. ამ სტატისტიკას ექსპერტები ყველა ქვეყანაში აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ უმუშევრობის რეალური დონე არსებითად აღემატება ოფიციალურ მაჩვენებლებს. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, 2013 წლისთვის უმუშევრობა 16%-დან 10%-მდე შემცირდება.

სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებლი გაიზარდა. 2007 წელს უმუშევრობის დონე შეადგენდა 13.3%-ს, ხოლო 2010 წელს ეს მაჩვენებელი 16.3%-ს უდრიდა.

საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და რუსეთი უმუშევრობის დონეს ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ანგარიშობს. ამავე დროს, მსოფლიო შრომის ორგანიზაციის კანონმდებლობა დასაქმებულებად თვითდასაქმებულ ადამიანებსაც მიიჩნევს. იმავე სტანდარტით, უმუშევრად მიჩნეულია პირი, რომელიც 15 და უფრო მეტ ასაკს არის მიღწეული, რომელსაც გამოკითხვის მომენტამდე 7 დღით ადრე არც ერთი საათი უმუშავია, ხოლო სამსახურს ოთხი კვირის განმავლობაში ეძებდა. ასე რომ, ადამიანი, რომელიც საკუთარ ბოსტანში მუშაობს ან საქონელს უვლის, უმუშევრად მიჩნეული არ არის. სწორედ ამიტომ, სასოფლო ადგილების მაცხოვრებლებს შორის უმუშევრობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ქალაქში.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს რაც შეეხება, მაგალითად, აზერბაიჯანელი ექსპერტი საჰიბ მამედოვი არ ენდობა მაჩვენებლებს, რომლებსაც მოხელეები ასახელებენ და აცხადებს, რომ ისინი რეალურებთან შედარებით 10-ჯერ შეამცირეს.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3737.html
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 19:18 | News »
 

"ეკონომიკა: საქართველოში უმუშევრობა 2.5%-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 16 May 2024
  • English Georgian