aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: მედვედევი: რუსეთის ფედერაციის მსო-ში შესვლა ვაჭრობის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს Business & Economics  Business & Economics 
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესვლა ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას ხელს შეუწყობს. „სახელმწიფოს მთავარი ამოცანა იმაშია, რომ უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, შეამციროს ბარიერები ბიზნესისთვის და კერძო ინიციატივა წაახალისოს. მიმაჩნია, რომ „ოცეულის“ ქვეყნებმა ამ საკითხში ლიდერობა უნდა გამოიჩინონ და ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მსო-ში დიდი ხნის ნანატრი გაწევრიანება საერთო საქმეში კარგი წვლილი შეიძლება გახდეს“, - თქვა მედვედევმა, როდესაც „ოცეულის ჯგუფის“ ბიზნეს-სამიტზე გამოდიოდა.



მისი თქმით, ეს არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ რუსეთის ფედერაციის ყველა პარტნიორისთვის არის ხელსაყრელი.


მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ წელს რუსეთის ფედერაცია მსო-ში გაწევრიანდება, რაც „კარგი ამბავი“ გახდება.


ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ მსხვილ ბიზნესს მოუწევს საკუთარ თავზე ლიდერობის აღება და ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის უზრუნველყოფა საკუთარი ძალებით.


„ცხადია, იქ, სადაც პრობლემები სუვერენული ვალებით არის გამოწვეული, სახელმწიფოებმა ბიზნესს მხარი უნდა დაუჭირონ“, - აღნიშნა მედვედევმა.


რუსეთი მსო-ს წევრად გახდომას 1993 წლიდან ცდილობს. ამისათვის ორგანიზაციის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3818.html
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:30 | News »
 

"ეკონომიკა: მედვედევი: რუსეთის ფედერაციის მსო-ში შესვლა ვაჭრობის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 07 May 2024
  • English Georgian