aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ალექსანდრე მაკედონელის საფლავი და აღთქმის კიდობანი საბერძნეთში აღმოაჩინეს World News  World News 
არქეოლოგებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. წინასწარი მონაცემებით, ბერძნულ კუნძულ ტასოსზე ალექსანდრე დიდის (მაკედონელის) საფლავი და აღთქმის კიდობანი აღმოაჩინეს, იუწყება “GHN“. ამის შესახებ გადმოსცემს „ინტერფაქსი“ პორტალ grekomania.ru-ზე, საბერძნეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს საინფორმაციო პარტნიორზე მინიშნებით.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:25 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 მსოფლიოში „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება World News  World News 
დედამიწის მოსახლეობამ შვიდი მილიარდის ზღვარს მიაღწია, თუმცა დემოგრაფები მაინც უკმაყოფილები არიან. მათი თქმით, უახლოეს ათწლეულებში პლანეტაზე „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება. ბოლო წლებში მსოფლიოში ქალების რეკორდულად დაბალი რაოდენობა იბადება. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მოსახლეობა ზრდას აგრძელებს, ახალშობილი ბიჭებისა და გოგონების თანაფარდობა სულაც არაა უკანასკნელთა სასარგებლოდ. ეს მრავალ დემოგრაფს აღელვებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქალების უკმარისობამ უახლოეს ათწლეულებში შესაძლოა კაცობრიობაზე არანაკლებ საგრძნობი გავლენა მოახდინოს, ვიდრე გლობალურმა დათბობამ. საშუალოდ მსოფლიოში მდედრობითი სქესის ყოველ 100 ჩვილ ბავშვზე 104-106 ბიჭი მოდის. მეცნიერთა თქმით, ის ქვეყნები, სადაც ყოველწლიურად უფრო მეტი გოგონა იბადება, ვიდრე ბიჭი, უბრალოდ გამონაკლისებია, რომლებიც წესებს ადასტურებს.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:22 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 ირანში ჩიფსების რეკლამა აკრძალეს World News  World News 
მედიაში ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციის, მათ შორის ჩიფსებისა და სიმინდის ჩხირების, რეკლამა კანონით აკრძალულია და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ.
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:20 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ავსტრალიას ჰაერის დაბინძურებისთვის გადასახადი შემოაქვს World News  World News 
ავსტრალიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ნახშირორჟანგის სამრეწველო გაფრქვევაზე გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს. კანონი ძალაში 2012 წლის ივლისიდან უნდა შევიდეს. ამ მომენტიდან ქვეყნის 500 ძირითადი ენერგეტიკული კომპანია ვალდებული იქნება, ატმოსფეროში ამოხეთქილ ერთ ტონა ნახშირორჟანგზე 23 დოლარი გადაიხადოს.
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:18 | comments | გარემო | Score: 0 | Read More...
 
 დანიაში მსოფლიოში ყველაზე სქელ წიგნს გამოუშვებენ World News  World News 
მსოფლიოში ყველაზე სქელი წიგნი მალე დანიაში დაიბეჭდება. გასაოცარი ზომის ტომი უმუშევრობის დაზღვევის სალაროს - „Min A-kasse“-ის მიერ გამოვა. გადაიკითხავს რა მის 23 675 გვერდს, მკითხველი გაიგებს ყველაფერს იმ ნორმებისა და წესების შესახებ, რომელთა თანახმად დანიაში იხარჯება ფონდები, რომლებიც იმ დანიელებისთვის შემწეობებზე გამოიყოფა, რომლებმაც სამსახური დაკარგეს.
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:17 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 მსოფლიოში მობილური ინტერნეტის ხელმომწერთა რიცხვი 5-ზე უფრო მეტჯერ გაიზრდება World News  World News 
2016 წლისთვის მობილური ინტერნეტის ხელმომწერთა რიცხვი მსოფლიოში თითქმის 5 მლრდ-ს მიაღწევს, ამასთან უახლოეს 5 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 60 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ ნათქვამია სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტების უმსხვილესი მსოფლიო მიმწოდებლის - შვედური კომპანია „ერიქსონის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის მასალებში.
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:16 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 აშშ-ის მთავრობამ გააკეთა განცხადება უცხოპლანეტელების შესახებ World News  World News 
აშშ-ის მთავრობას არა აქვს ინფორმაცია, რომელიც სიცოცხლის უცხოპლანეტური ფორმების არსებობას ადასტურებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება “GHN“. ობამას ადმინისტრაცია იძულებული იყო, ანგარიში ჩაებარებინა არამიწიერი ცივილიზაციების საკითხის თაობაზე მას შემდეგ, რაც საიტის გამყოფილებაში „ჩვენ - ხალხი. თქვენი ხმა ჩვენს მთავრობაში“ გაჩნდა მიმართვა, რომელიც მოითხოვდა უცხოპლანეტელების შესახებ სამთავრობო მონაცემების გასაიდუმლოებას. ერთი თვის განმავლობაში ამ მოთხოვნამ 17 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:16 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 1 | Read More...
 
 ჩინეთში 100 წელზე უფროსი ასაკის 47 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს World News  World News 
ამჟამად ჩინეთში 48 921 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება, იტყობინება “GHN“. ასეთი მონაცემები ჩინეთის გერონტოლოგიურ საზოგადოებაზე მინიშნებით გაზეთ „ჩაინა დეილის“ მოჰყავს. როგორც სტატისტიკა მოწმობს, წელს ჩინეთის იმ მაცხოვრებელთა საერთო რიცხვი, რომელთა ასაკმა 100-წლიან ზღვარს გადაჭარბა, 2010 წელთან შედარებით, 5228 ადამიანით გაიზარდა.
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:07 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ჩინელები წერილების გაგზავნას დედამიწის ფარგლებს გარეთ შეძლებენ World News  World News 
ჩინეთის მოქალაქეებს წერილების გაგზავნა ახლა უკვე დედამიწის ფარგლებს გარეშე შეუძლიათ. ამის შესაძლებლობა მათ აქვთ მას მერე, რაც პეკინში „კოსმოსური ფოსტის“ ოფისი გაიხსნა, იტყობინება „სინხუა“.
Posted by Drakula | 07 Nov 2011, 21:20 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 Moody’s-მა კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის საკრედიტი რეიტინგი შეამცირა World News  World News 
პარასკევს, 4 ნოემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა კვიპროსის საკრედიტო რეიტინგი „Baa1“-დან „Baa2“-მდე ნეგატიური პროგნოზით შეამცირა. როგორც Agence France-Presse იტყობინება, რეიტინგის შემცირება უკავშირდება არასტაბილურობას, რომელიც კუნძულოვანი სახელმწიფოს საბანკო სფეროში კვიპროსის ბანკების ბალანსებზე არსებული ბერძნული ვალების ჩამოწერის გამო შეიძლება წარმოიშვას.
Posted by Drakula | 07 Nov 2011, 21:19 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian