aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: მსოფლიოში „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება World News  World News 
დედამიწის მოსახლეობამ შვიდი მილიარდის ზღვარს მიაღწია, თუმცა დემოგრაფები მაინც უკმაყოფილები არიან. მათი თქმით, უახლოეს ათწლეულებში პლანეტაზე „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება. ბოლო წლებში მსოფლიოში ქალების რეკორდულად დაბალი რაოდენობა იბადება. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მოსახლეობა ზრდას აგრძელებს, ახალშობილი ბიჭებისა და გოგონების თანაფარდობა სულაც არაა უკანასკნელთა სასარგებლოდ. ეს მრავალ დემოგრაფს აღელვებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქალების უკმარისობამ უახლოეს ათწლეულებში შესაძლოა კაცობრიობაზე არანაკლებ საგრძნობი გავლენა მოახდინოს, ვიდრე გლობალურმა დათბობამ. საშუალოდ მსოფლიოში მდედრობითი სქესის ყოველ 100 ჩვილ ბავშვზე 104-106 ბიჭი მოდის. მეცნიერთა თქმით, ის ქვეყნები, სადაც ყოველწლიურად უფრო მეტი გოგონა იბადება, ვიდრე ბიჭი, უბრალოდ გამონაკლისებია, რომლებიც წესებს ადასტურებს.



ასეთ ქვეყნებს განეკუთვნება ინდოეთი და ვიეტნამი (112 ბიჭი 100 გოგონაზე), ჩინეთი (120 ბიჭი 100 გოგონაზე), აზერბაიჯანი, საქართველო, სერბეთი, ბოსნია. მაგრამ აქაც კი ყველა მამაკაცზე ქალები საკმარისი არაა. მაგალითად, ინდოეთში ხალხს ტრადიციულად სურს, რომ ბიჭი ჰყავდეს. საქმა იქამდე მიდის, რომ როდესაც ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებისას მშობლები იგებენ, რომ გოგონა ეყოლებათ, აბორტს იკეთებენ. ამის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად მდედრობითი სექსის დაახლოებით 160 მილიონი ემბრიონი იღუპება.


თუმცა, მეცნიერთა თქმით, თუ „გამონაკლის ქვეყნებში“ შემდგომშიც მეტი ბიჭი დაიბადება, ვიდრე გოგონა, ეს ამჟამინდელ დემოკრატიულ სიტუაციაზე ძლიერ არ იმოქმედებს. ასე, ჩინეთში ზრდასრული ქალების უკმარისობამ გამოიწვია ის, რომ მოქალაქეებმა საცოლეთა ძიებისთვის ვიეტნამსა და კორეაში ემიგრირება მოახდინეს. მრავალი ადამიანი ოჯახური ბედნიერების პოვნას დასავლეთში წყვეტს, ან, პირიქით, უცხოელ ქალებს ინტერნეტით ეცნობა და ჩინეთში გადმოსახლებას ეხვეწება.


როგორც დემოგრაფები ამბობენ, რთულია იმის წინასწარ თქმა, თუ როგორი შედეგების მოტანა შეუძლია მსოფლიოსთვის სქესებს შორის არათანაბარმა თანაფარდობამ. ზოგიერთი მეცნიერის პროგნოზით, მრავალცოლიანობა, შესაძლოა, ფარული, შესაძლებელია პოპულარული გახდეს იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ამჟამად პრაქტიკაში საერთოდ არ არის გავრცელებული. სხვები ამბობენ, რომ უახლოეს ათწლეულებში სექს-ტურიზმის ინდუსტრია აქამდე უნახავ მასშტაბებამდე გაიზრდება. ცოტახნის წინ გაეროს ექსპერტებმა გამოაქვეყნეს დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოში სქესების არათანაბარი თანაფარდობა პირდაპირ უკავშირდება მიგრაციის ზრდასა და პროსტიტუციაზე მოთხოვნის ამაღლებასთან. კონსპიროლოგებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცებისა და ქალების რაოდენობას შორის დარღვეული ბალანსი პლანეტაზე ახალ ომებს გამოიწვევს.


ინდოეთისა და ჩინეთის ხელისუფლებებს ბავშვის სქესით განპირობებულ აბორტებზე აკრძალვა შემოიღეს, თუმცა მოხელეები აღიარებენ, რომ ამ კანონს ძალიან ცუდად იცავენ.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3864.html
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:22 | News »
 

"ეს საინტერესოა: მსოფლიოში „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian