aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საბაჟო კავშირი მწარმოებლებს სიგარეტებზე „საშინელი“ სურათების განთავსებას დაავალდებულებს World News  World News 
2014 წელს საბაჟო კავშირის (სკ) ქვეყნებში შეიძლება ძალაში შევიდეს კანონი, რომელიც მწარმოებლებს სიგარეტის კოლოფებზე მოწევის შედეგების სურათების ან ფოტოების დატანას დაავალდებულებს. ამის შესახებ შეტყობინებულია პროექტში „ტექნიკური რეგლამენტი თამბაქოს პროდუქციაზე“, რომელიც საჯარო განხილვისთვის სკ-ის კომისიის საიტზეა ხელმისაწვდომი. დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ მოწევის მავნებლობის შესახებ გაფრთხილებების ესკიზები უკვე მუშავდება ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ.
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:56 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 გაიშიფრა საიდუმლო გერმანული საზოგადოების ჩანაწერები World News  World News 
მათემატიკოსებმა XVIII საუკუნის საიდუმლო მანუსკრიპტის გაშიფვრა შეძლეს, რომელიც ცნობილია როგორც კოპიალის შიფრი (Copiale Cipher). ამის შესახებ შეტყობინებულია სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის საიტზე, რომლის თანამშრომლებიც მუშაობაში მონაწილეობდნენ.
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:54 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 Forbes-მა ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი პიროვნებების სია შეადგინა World News  World News 
ჟურნალ Forbes-მა ყველაზე მდიდარი გარდაცვლილი ცნობილი პიროვნებების სია შეადგინა. ზედიზედ მეორე წელია, ტოპ-სიას სათავეში ჩაუდგა მაიკლ ჯექსონი, რომლის სიკვდილის შემდგომმა შემოსავალმა წლის განმავლობაში (2010 წლის ოქტომბრიდან) 170 მილიონი დოლარი შეადგინა. 2010 წელს პოპ-მუსიკის ალბომების გაყიდვებიდან და დოკუმენტურ ფილმ „This Is It“-დან მიღებულმა შემოსავლებმა 275 მილიონი დოლარი შეადგინა.
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:52 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 მსოფლიოს უძველესი ბანკი სავალო კრიზისის მსხვერპლი გახდა World News  World News 
მსოფლიოს უძველესი ბანკი, იტალიური Monte dei Paschi, ინვესტორებს დამატებითი დაფინანსების თხოვნით მიმართავს. როგორც The Wall Street Journal წერს, ბანკი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მის აქტივებში იტალიის სახელმწიფო ვალების არსებობის გამო აღმოჩნდა. Monte dei Paschi-სთვის აუცილებელი ინვესტიციების სიდიდე 2-დან 2.8 მილიარდამდე ევროს შეადგენს. ბანკი იტალიის მთავრობის ერთ-ერთი უმსხვილესი კრედიტორია: მას ქვეყნის სახელმწიფო ვალის 32.5 მილიარდი ევრო ეკუთვნის.
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:52 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 კერძო ინვესტორები საბერძნეთის ვალის ნახევრის ჩამოწერას დათანხმდნენ World News  World News 
ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა შეძლეს კერძო ინვესტორებთან შეთანხმება ბერძნული ობლიგაციების მიხედვით ვალის 50-პროცენტიანი ნებაყოფლობითი ჩამოწერის თაობაზე. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, მიღწეული შეთანხმებულობის შედეგად შესაძლებელი იქნება 100 მილიარდზე მეტი ევროს ჩამოწერა 210 მილიარდი ოდენობის ვალდებულებებიდან, რომლებიც საბერძნეთის მთავრობას კერძო ბანკების წინაშე მართებს. ქვეყნის სახელმწიფო ვალის საერთო თანხა დაახლოებით 350 მილიარდ დოლარს შეადგენს.
Posted by Drakula | 27 Oct 2011, 18:52 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მიწისძვრამ თურქეთში შესაძლოა ვულკანი ნემრუტი გააღვიძოს World News  World News 
თურქეთში, ვანის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ შეიძლება გაიღვიძოს ვულკან ნემრუტმა, რომელიც ვანის ტბასთან მდებარეობს. ამის შესახებ თურქეთი უნგრეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველომ (RSOE EDIS) გააფრთხილა. აღნიშნულია, რომ თურქეთში არ არის მონაცემები ვანის, მუშისა და ბიტლისის პროვინციებს შორის განლაგებულ მთა ნემრუტის ვულკანური აქტივობის გამოკვლევების შესახებ.
Posted by Drakula | 27 Oct 2011, 18:49 | comments | გარემო | Score: 0 | Read More...
 
 Amazon-ის მოგება საკუთარი პლანშეტის პრეზენტაციის შემდეგ 73%-ით დაეცა World News  World News 
უმსხვილესმა ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა თავისი პლანშეტური კომპიუტერის პრეზენტაციის შემდეგ ერთ თვეში გამოაქვეყნა მონაცემები კვარტლური მოგების 73%-ით შემცირების შესახებ, იტყობინება Reuters. მონაცემების თანახმად, მესამე კვარტალში Amazon.com Inc.-ის მოგებამ 63 მილიონი დოლარი შეადგინა. ერთი წლის წინ იგი 231 მილიონს უდრიდა.
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 20:06 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო მუსიკალური ჯგუფი World News  World News 
ბრიტანულმა მუსიკალურმა ჟურნალმა „Q“ მის მიერ დაწესებული ჯილდოები გადასცა. გამარჯვებულთა სია გამოცემის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ნომინაცია „თანამედროვეობის საუკეთესო ჯგუფი“ ჯილდო გადაეცა ბრიტანულ კოლექტივს Coldplay. ჯილდო ჯგუფს ჟურნალ Q- მკითხველთა ღია გამოკითხვის შედეგებით მიენიჭა. პრემიის მიღებისას Coldplay-ის ვოკალისტმა კრის მარტინმა მოკრძალებით განაცხადა, რომ თავის ჯგუფს მსოფლიოში საუკეთესოდ არ მიიჩნევს“. „არა, საუკეთესო ჯგუფი არის U2. ჩვენ სადღაც მეშვიდე ადგილზე ვართ“, - მოჰყავს მუსიკოსის სიტყვები ჟურნალ Billboard-ს.
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 20:05 | comments | შოუ-ბიზნესი | Score: 0 | Read More...
 
 ბერლუსკონის ეპოქა შესაძლოა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდეს World News  World News 
იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ მმართველი კოალიციის საკვანძო პარტნიორთან გააფორმა საიდუმლო შეთანხმება იმაზე, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ან 2012 წლის იანვარში გადადგება, ხოლო მარტში ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება, შეატყობინეს ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, იტალიურმა გაზეთებმა „ლა რეპუბლიკა“ და „ლა სტამპა“. გაზეთების მონაცემებით, შესაბამისი შეთანხმება მიღწეულ იქნა ოთხშაბათს ღამით ბერლუსკონისა და პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერთან უმბერტო ბოსისთან მოლაპარაკებების მსვლელობაში. ოფიციალური დადასტურება რაიმე შეთანხმების მიღწევის შესახებ არ შემოსულა.
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 20:02 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ოკეანეოლოგებმა მარიანის ღრმულის ფსკერზე უცნაური არსებები აღმოაჩინეს World News  World News 
მეცნიერებმა სკრიფსის ინსტიტუტიდან (აშშ) მარიანი ღრმულის ფსკერზე უცნაური ცოცხალი არსებები აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, რომ აქ სიღრმე რეკორდულ 11 კილომეტრს აღწევს. მეცნიერებმა ფლორისა და ფაუნის ნიმუშები შეაგროვეს და ისინი ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ნიმუშების შესწავლის რამდენიმე თვე ტყუილად არ ჩავლილა - მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 10.6 კილომეტრის სიღრმეზე ცოცხალი არსებები ბინადრობენ.
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 19:25 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 1.4 | Read More...
 


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 May 2024
  • English Georgian