aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: საბაჟო კავშირი მწარმოებლებს სიგარეტებზე „საშინელი“ სურათების განთავსებას დაავალდებულებს World News  World News 
2014 წელს საბაჟო კავშირის (სკ) ქვეყნებში შეიძლება ძალაში შევიდეს კანონი, რომელიც მწარმოებლებს სიგარეტის კოლოფებზე მოწევის შედეგების სურათების ან ფოტოების დატანას დაავალდებულებს. ამის შესახებ შეტყობინებულია პროექტში „ტექნიკური რეგლამენტი თამბაქოს პროდუქციაზე“, რომელიც საჯარო განხილვისთვის სკ-ის კომისიის საიტზეა ხელმისაწვდომი. დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ მოწევის მავნებლობის შესახებ გაფრთხილებების ესკიზები უკვე მუშავდება ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ.



ამას გარდა, 2014 წლიდან იგეგმება აიკრძალოს კოლოფებზე დატანა ტერმინებისა „მსუბუქი“, „რბილი“, ასევე ცნობებისა სიგარეტების გემოს ხარისხის შესახებ, მაგალითად, „ალუბალი“, „პიტნა“, „ვაშლი“.


ახალ რეგლამენტში შემოთავაზებული ყველა ზომა უკვე მიღებულია ან განიხილება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში წარწერები „მსუბუქი“ და „რბილი“ უკვე 2003 წელს აიკრძალა. 2005 წელს ასეთივე აკრძალვა ავსტრალიაში შემოიღეს.


პირველი ქვეყანა, რომელმაც თამბაქოს ხმარების გრაფიკულ ანტიპროპაგანდას მიმართა, კანადა გახდა. ამ სახელმწიფოში ჯერ კიდევ 2000 წელს მწარმოებლებს სიგარეტის კოლოფებზე მოწევის შედეგების გამოსახულებების დატანა დაავალდებულეს. თამბაქოს კომპანიები ტრადიციულად ამგვარი ზომების წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ ეს ზომები მწეველთა უფლებებს ზღუდავს.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3771.html
Posted by Drakula | 28 Oct 2011, 20:56 | News »
 

"ეს საინტერესოა: საბაჟო კავშირი მწარმოებლებს სიგარეტებზე „საშინელი“ სურათების განთავსებას დაავალდებულებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 13 June 2024
  • English Georgian