aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 აზია ამერიკას „ულტრამდიდრების“ რიცხვის მიხედვით გაუსწრებს World News  World News 
მეგამდიდარი მოქალაქეების რიცხვის მიხედვით, რომელთა ქონება 30 მლნ აშშ დოლარს აღემატება, ჩრდილოეთი ამერიკა მსოფლიო რეკორდსმენი კიდევ 20 წლის განმავლობაში დარჩება. 2032 წლისთვის ლიდერი აზია გახდება, ნათქვამია სინგაპურის კონსალტინგურ კომპანია Wealth-X-ის გამოკვლევაში. როგორც სააგენტო Bloomberg იტყობინება, ამჟამად იმ მდიდარი ამერიკელების რიცხვი, რომელთა ქონება ფასდება როგორც „ულტრამაღალი“, 62 960 ათასს შეადგენს. ევროპაში მკვლევარებმა 65 325 ათასი, ხოლო აზიაში - 42 625 ათასი მდიდარი ადამიანი დაითვალეს. ანალიტიკოსთა პროგნოზის თანახმად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ევროპას უკვე 2024 წელს, ხოლო ამერიკას - 2032 წელს გაუსწრებს.
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:02 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 Apple-ს iPhone 4S-ისა და iPad 2-ის საწარმოებლად დეტალები არ აღმოაჩნდა World News  World News 
Apple 2011 წლის IV კვარტლისთვის iPhone 4S-ისა და iPad 2-ის შეკვეთების მოცულობას ამცირებს, რაც უკავშირდება მოწყობილობებზე იმაზე უფრო დაბალ მოთხოვნას, ვიდრე კომპანია იმედოვნებდა, ასევე მათი წარმოებისათვის აუცილებელი ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალის არარსებობას. ამის შესახებ იტყობინება DigiTimes Commercial Times-ზე მინიშნებით.
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:01 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 წიგნში პეპი გრძელი წინდას შესახებ რასიზმის ნიშნები აღმოაჩინეს World News  World News 
შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის წიგნი „პეპი გრძელი წინდა“ რასიზმის ნიშნებს შეიცავს და „კოლონიალური რასისტული სტერეოტიპებითაა“ სავსე, განაცხადა თეოლოგმა ესკე ვოლრადმა ევანგელისტი ქალების გერმანული ასოციაციიდან. „საქმე არა იმაშია, რომ თავად ფიგურა პეპი გრძელი წინდა რასისტულია, არამედ იმაში, რომ ტრილოგიის სამივე წიგნი კოლონიალური რასისტული სტერეოტიპებით არის სავსე“, - აციტირებს ვოლრადს შვედური ინტერნეტ-გამოცემა The Local.
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:01 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 კლიმატოლოგები: დროა, კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან შეთვისება დავიწყოთ World News  World News 
33 ქვეყნის კლიმატოლოგები მოუწოდებენ კაცობრიობას, სერიოზულად დაიწყოს გლობალური კლიმატის უკვე გარდაუვალ ცვლილებებთან სერიოზულად შეთვისება. ასეთია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პრობლემების“ მთავარი შედეგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში მოსკოვში დასრულდა.
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:01 | comments | გარემო | Score: 0 | Read More...
 
 მერკელს მესამე ვადაზე დარჩენა სურს World News  World News 
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მას თავის თანამდებობაზე ყოფნა, ასევე საამომრჩევლო კამპანიებში მონაწილეობა მოსწონს. „შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სამუშაო სიამოვნებას მანიჭებს“, - თქვა მან მედიაჯგუფ Madsack-სთვის მიცემულ ვიდეოინტერვიუში, რომელიც შაბათს, 12 ნოემბერს, გამოქვეყნდა. როგორც 1news.az „РИА Новости“-ზე მინიშნებით იტყობინება, მერკელის თქმით, თუ პოლიტიკოსს თავისი სამუშაო და საამომრჩევლო კამპანიაში მონაწილეობა მოსწონს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ეს პოლიტიკოსი „ოპოზიციაში ყოფნას“ ლიდერობას ამჯობინებს.
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 19:47 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 იტალია ბერლუსკონის გადადგომას მოესწრო World News  World News 
იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ქვეყნის პრეზიდენტს ჯორჯო ნაპოლიტანოს გადადგომის შესახებ თხოვნა გადასცა, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნა, იტყობინება „РБК“. ბერლუსკონიმ მთავრობის უფროსის თანამდებობის დატოვების დაპირება შეასრულა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პარლამენტი ხმას მისცემს ბიუჯეტს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამბავს ბერლუსკონის გადადგომის შესახებ მისი ასობით მოწინააღმდეგე სიხარულით შეეგება: ისინი რომის ცენტრში შეიკრიბნენ, რათა „იტალიის გათავისუფლება“ ეზეიმათ.
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 19:47 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 გერმანია: გეყოთ მთელი ევროპის კვება World News  World News 
გერმანიის ათასობით მოქალაქემ შაბათს, 12 ნოემბერს, მონაწილეობა მიიღო მორიგ საპროტესტო აქციებში, რომლებიც ხელისუფლებათა ფინანსური პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. მხოლოდ მაინის ფრანკფურტზე, რომელიც გფრ-ის ეკონომიკურ დედაქალაქად მიიჩნევა, დაახლოებით 10 ათასი მომიტინგე შეიკრიბა, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვით გარს შემოეხვივნენ ქალაქის საქმიან კვარტალს, სადაც მსხვილი ბანკებია განლაგებული. ბერლინში დემონსტრაციებში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 19:46 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 რუსეთი ქვეყნის უძველეს ქართულ სკოლაში სასწავლო პროგრამიდან ქართულ ენას ამოიღებს World News  World News 
გუშინ, 9 ნოემბერს, საქართველოს სამთავრობო კანცელარიაში თბილისში შვეიცარიის ელჩთან გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრაზე განიხილეს სიტუაცია ერთ-ერთი რუსული სოფლის გარშემო. საუბარია სოჭის მიდამოებში მდებარე სოფელ პლასტუნკას 44-ე სკოლის პრობლემის შესახებ.
Posted by Drakula | 10 Nov 2011, 18:58 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 The Lonely Planet: უკრაინა იმ ქვეყნების ტოპ-ათეულშია, რომელშიც ჩასვლა 2012 წელს ღირს World News  World News 
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გზამკვლევმა - The Lonely Planet-მა უკრაინა უგანდასთან, მიანმართან, ბუტანთან და კუბასთან ერთად მსოფლიოს იმ ქვეყნების ტოპ-ათეულში ჩასვა, რომლებშიც ჩასვლა 2012 წელს ღირს, იტყობინება “GHN“. The Lonely Planetტურისტებს კლიშეების შევსებასა და „ევროპის დიდ უცნობ ადგილთან“ გაცნობას სთავაზობს. რეიტინგში უკრაინამ მე-3 ადგილი დაიკავა, იტყობინება LB.ua ტიჟდენზე მინიშნებით, გადმოსცემს focus.ua
Posted by Drakula | 10 Nov 2011, 18:56 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 გერმანელმა ექსპორტიორებმა ევროზე უარის თქმის მზადყოფნაზე განაცხადეს World News  World News 
გერმანელი ექსპორტიორები მზად არიან, უარი თქვან ერთიან ევროპულ ვალუტაზე. ამის შესახებ განაცხადა გერმანელ ექსპორტიორთა გაერთიანების (BGA) უფროსმა ანტონ ბერნერმა, გადმოსცემს RTE. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზარი, ერთიანი ვალუტა კი აუცილებელი არ არის. არის გერმანიაში სიცოცხლე ევროს შემდეგ? დიახ, არის“, - განაცხადა ბერნერმა ბერლინში არასამთავრობო ორგანიზაცია „უცხოური პრესის ასოციაციასთან“ შეხვედრაზე. გერმანიაში ევროზონიდან გამოსვლის საკითხი უკვე არაერთხელ წამოჭრილა. 2011 წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა ნახევარზე მეტ ეროვნული ვალუტის დაბრუნებას ისურვებდა.
Posted by Drakula | 10 Nov 2011, 18:54 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 02 May 2024
  • English Georgian