aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 Fitch-მა აშშ-ის რეიტინგის მიხედვით პროგნოზი ნეგატიურამდე შეამცირა World News  World News 
Fitch წამყვანი სააგენტოების სამეულიდან უკანასკნელი გახდა, რომლებმაც აშშ-ის, როგორც მაღალსაიმედო მსესხებლის, უნარი ეჭვქვეშ დააყენეს. სააგენტო Fitch-მა აშშ-ის რეიტინგის მიხედვით პროგნოზი ნეგატიურამდე შეამცირა: აშშ-ის ხელისუფლებებს საბიუჯეტო გადაწყვეტილებების მიღების უნარი არა აქვთ.
Posted by Drakula | 01 Dec 2011, 19:34 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 Forbes-მა აშშ-ის ყველაზე პერსპექტიული კომპანია დაასახელა World News  World News 
სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა Smashburger, რომელიც ბურგერებსა და სენდვიჩებზე არის სპეციალიზებული, 2011 წლის აშშ-ის ყველაზე პერსპექტიული კომპანიების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. რეიტინგი ჟურნალ Forbes-მა შეადგინა. სრული სია გამოცემის საიტზეა გამოქვეყნებული.
Posted by Drakula | 01 Dec 2011, 19:07 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 ბელორუსიაში ტერორიზმში ეჭვმიტანილები გაასამართლეს World News  World News 
ბელორუსიის უმაღლესმა სასამართლომ დიმიტრი კონოვალოვსა და ვლადისლავ კავალევს, რომლებიც მინსკში მომხდარ ტერაქტში არიან ბრალდებულნი, სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა, წერს «GHN».
Posted by consul | 01 Dec 2011, 19:05 | comments | კრიმინალი | Score: 0 | Read More...
 
 აუქციონზე მსოფლიოში მატარებლის ყველაზე ძვირი ბილეთი გაიყიდა World News  World News 
დიდ ბრიტანეთში აუქციონზე მსოფლიოში მატარებლის ყველაზე ძვირი ბილეთი გაიყიდა - იგი 6 ათას დოლარად შეიძინეს.
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:20 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 ქუვეითის ემირმა მთავრობის გადადგომა დაადასტურა World News  World News 
28 ნოემბერს, ქუვეითის მთავრობა სრული შემადგნელობით  გადადგა, იუწყება როიტერი. არაბეთის გაერთიანებული საემიროების მმართველმა საბაჰ ალ-აჰმად ას-საბაჰმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის გადადგომა უკვე მიიღო, ამის შესახებ ტელეარხი "ალ-არაბია" იუწყება.
Posted by consul | 29 Nov 2011, 19:19 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 დასახელდა ევროპის ქვეყანა ყველაზე მსუქანი ქალებით World News  World News 
ევროკავშირის მონაცემების თანახმად, დიდ ბრიტანეთში, ევროპის სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით, ყველაზე მეტი ქალია, ვისაც სიმსუქნე აწუხებს, იტყობინება „ბი-ბი-სი“. სტატისტიკურმა სამსახურმა Eurostat-მა, რომელიც ევროკავშირის 19 წევრ ქვეყანაში ინფორმაციის შეგროვებით არის დაკავებული, განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ქალების დაახლოებით მეოთხედს - 23.9%-ს - 2008-2009 წლებში სიმსუქნე აწუხებდა.
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:18 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ტექნოგიგანტმა შესაძლოა ნეთბუქებზე უარი თქვას World News  World News 
კომპანია Samsung 2012 წელს ნეთბუქების გამოშვებაზე უარის თქმას გეგმავს. ამის შესახებ იტყობინება ფრანგული საიტი Blogeee.net წერილზე დაყრდნობით, რომელიც სამხრეთკორეულმა კომპანიამ, თითქოს-და, თავის სავაჭრო პარტნიორებს დაუგზავნა.
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:18 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 ლიბანმა სირიის წინააღმდეგ სანქციების განხორციელებაზე უარი განაცხადა World News  World News 
ლიბანი არ შეუერთდება სირიის საწინააღმდეგო ეკონომიკური სანქციების რეჟიმს, ამის შესახებ ტელეარხ "ალ–ჯაზირას" რედაქციული ბლოგი ავრცელებს ინფორმაციას.
Posted by consul | 29 Nov 2011, 19:17 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ირანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ირანმა ისრაელს 150 ათასი რაკეტა დაუმიზნა და თურქეთს დაემუქრა World News  World News 
ირანის თავდაცვის მინისტრმა, ბრიგადის გენერალმა აჰმად ვახიდიმ განაცხადა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელს დაახლოებით 1500 ათასი რაკეტა დაუმიზნა, იუწყება “GHN“.
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:09 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 სსფ მზადაა იტალია კრედიტების საშუალებით გადაარჩინოს World News  World News 
სსფ-მ იტალიისთვის სასწრაფო კრედიტი მოამზადა, რომლის სიდიდემაც შესაძლოა 400-დან 600 მლრდ-მდე ევრო, ხოლო მის მიხედვით საპროცენტო განაკვეთმა - 4-დან 5-მდე პროცენტი შეადგინოს. ამის შესახებ განაცხადა იტალიურმა ტელეარხმა „რაი-ნიუზ-24“-მა. ინფორმაცია ტრანშის შესაძლო გამოყოფის შესახებ გახდა მსოფლიო ფინანსური ისტიტუტების მხრიდან იტალიის ახალი მთავრობის მიმართ, რომელსაც პროფესორი მარიო მონტი უდგას სათავეში, გარკვეული ნდობის პირველი კონკრეტული ნიშანი.
Posted by Drakula | 29 Nov 2011, 19:07 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 25 April 2024
  • English Georgian