aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ევროპაში ინტერნეტ-მომხმარებელთა რიცხვის მიხედვით ლიდერი შეიცვალა World News  World News 
comScore-ის მონაცემებით, 2011 წლის სექტემბერში რუსეთმა გერმანიას ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით გაუსწრო და ევროპაში ქსელის აუდიტორიის სიდიდის მიხედვით უმსხვილესი ბაზარი გახდა. რუსულმა ინტერნეტ-აუდიტორიამ 15 წელზე უფროსი ასაკის 50.81 მლნ მომხმარებელი შეადგინა, რაც ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გერმანია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ამ მაჩვენებლის მიხედვით ლიდერობდა, ამჟამად მეორე ადგილზეა 50.13 მლნ მომხმარებლით.
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:44 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 ჩინეთის სოფელში ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს World News  World News 
ცენტრალური ჩინეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში მასმედიის წარმომადგენლებმა რუსი პრემიერის ვლადიმირ პუტინის ორეული აღმოაჩინეს, იუწყება „GHN“. ლო იუანპინი ცენტრალური ჩინეთის პროვინცია ანხოის სოფელ ლუნცზიუიში ცხოვრობს. იგი უბრალო გლეხია. 48 წლის ლო იუანპინის მსგავსება რუს პრემიერთან ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის კორესპონდენტმა აღმოაჩინა, რომელიც სოფელში მოხვდა. ჟურნალისტის მიერ გადაღებული ფოტოსურათი გამოცემაში დაიბეჭდა, შემდეგ კი ანხოის პროვინციის ახალი ამბების პორტალზე მოხვდა, გადმოსცემს „РИА Новости“ სააგენტო „სინხუაზე“ მინიშნებით.
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:41 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 ბრედ პიტმა სამსახიობო კარიერის დასრულება გადაწყვიტა World News  World News 
ბრედ პიტი სამსახიობო პროფესიიდან წასვლას აპირებს. მსახიობმა ავსტრალიურ ტელეპროგრამა 60 Minutes-ს ინტერვიუში უთხრა, რომ სამსახიობო კარიერას სამ წელიწადში მიატოვებს, როდესაც 50 წელს შეუსრულდება, იტყობინება “GHN“. მსახიობმა აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, კერთოდ რითი დაკავდება სამ წელიწადში, თუმცა ჯერ კიდევ სიამოვნებას იღებს ფილმებზე მუშაობის დროს პროდიუსერის სახით. პიტის თქმით, თუ 50-ის შემდეგ იგი სამსახიობო სფეროში დაბრუნდება, მაშინ მხოლოდ „ვინმე ღვარძლიან ბებერ ენაბილწს“ ითამაშებს, გადმოსცემს NEWSru.com OpenSpace-ზე მინიშნებით.
Posted by Drakula | 15 Nov 2011, 19:40 | comments | შოუ-ბიზნესი | Score: 0 | Read More...
 
 ჯეიმს ბონდის საათს აუქციონზე უზარმაზარ ფასად გაყიდიან World News  World News 
ხელის საათი Rolex, რომელსაც „ბონდიანას“ მერვე ფილმში „იცხოვრე და სიკვდილის ნება მიეცი“ ატარებდა ბრიტანელი მსახიობი როჯერ მური, ჟენევაში აუქციონ Christie's-ზე გაიყიდება. ბრიტანული საიდუმლო სამსახურის ცნობილი აგენტის საათი სპეციალურად ფოლადის კორპუსში შესრულებული დაივერის მოდელის - Rolex Oyster Perpetual Submariner-ის საფუძველზე შეიქმნა. საათის უკანა თავსახურზე დატანილია წარწერა „Roger Moore 007“.
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:37 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 Apple თავის პროდუქტს უკან იხმობს World News  World News 
კომპანია Apple-მა პირველი თაობის iPod nano პლეერებში აკუმულატორების დეფექტი გამოავლინა და მოწყობილობებს უკან იხმობს. კომპანიის საიტზე იტყობინებიან, რომ „იშვიათ შემთხვევებში“ აკულუმატორი შეიძლება ზედმეტად გახურდეს, რაც მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის საშიშია. რაც უფრო „ძველია“ პლეერი, მით უფრო მაღალია გახურების ალბათობა.
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:37 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 ტაილანდის ათასობით მოქალაქე წყალდიდობის გამო თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფება World News  World News 
ტაილანდის მოქალაქეები, რომლებმაც დამანაგრეველი წყალდიბობისა და დიდი წყლის მოსვლის გამო მთელი დაგროვილი ქონება დაკარგეს, თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფებიან, იუწყება “GHN“. „დღეისათვის სუიციდების რისკის ჯგუფში ათასობით ადამიანი იმყოფება, რომელთა ცხოვრების ჩვეული ყაიდა წყალდიდობამ მთლიანად გაანადგურა“, - განუცხადა გამოცემა The Nation-ს საგანგებო მიგრაციული ცენტრის დირექტორმა პჰანუ იემსრიმ, გადმოსცემს „როსბალტი“. მან განმარტა, რომ ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტრომ 114 ათას 815 ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა შეამოწმა, რომელთაგან 7 ათას 308-ს დეპრესიული მდგომარეობა გამოუვლინდა, 6 ათას 170-მა აღიარა, რომ ჯერაც ძლიერ სტრესს განიცდის.
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:34 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 შვეიცარიაში მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება დაასახელეს World News  World News 
დასრულდა მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრების განსაზღვრის მსოფლიო კონკურსი, რომელშიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 220-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. კონკურსის ორგანიზატორებმა წინასწარი შედეგები გამოაცხადეს, რომლებიც გადამოწმდება და 2012 წლის დასაწყისში საბოლოოდ დადასტურდება.
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:10 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 2011 წელს ისრაელში 17 913 მანქანა გაიტაცეს World News  World News 
ისრაელის პოლიციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2011 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით ისრაელში 17 913 სატრანსპორტი საშუალება გაიტაცეს. საინტერესოა, რომ წელს ქურდების უპირატესობები შეიცვალა და გასული წლების ფავორიტმა Subaru Leone-მა ადგილი დაუთმო Mitsubishi Lancer-ს, იუწყება “GHN“. გატაცებათა უდიდესი რიცხვი (6 018) ცენტრალურ ოლქში დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა თელ-ავივის ოლქი (4 257), მესამეზე - იერუსალიმის ოლქი (2 822).
Posted by Drakula | 14 Nov 2011, 21:08 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ცნობილი ევროპული აეროპორტები მსოფლიოში ყველაზე ცუდი აეროპორტების რეიტინგში პირველ სტრიქონებზე მოხვდა World News  World News 
შარლ დე გოლის სახელობის პარიზის აეროპორტი მსოფლიოს ყველაზე ცუდი აეროპორტების ათეულს ჩაუდგა სათავეში. რეიტინგი CNNGo.com-მა ინტერნეტ-ფორუმების, მოგზაურობების საიტების, ბლოგებისა და მოსაზრებათა გამოკითხვის შესწავლის შედეგად შეადგინა. მოგზაურები უჩიოდნენ იმას, რომ ამ აეროპორტის ტუალეტებში არ არის საჯდომები, დიდი პრობლემებია ნავიგაციასთან და ყველაზე ცუდი კაფეები და რესტორნებია მთელ საფრანგეთში. ერთ-ერთმა, ვინც აეროპორტშია ნამყოფი, მასში გადაჯდომის მოლოდინი ციხის კამერაში ყოფნას შეუდარა.
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:03 | comments | ეს საინტერესოა | Score: 1 | Read More...
 
 ფსიქიატრებმა სუიციდების წინასწარმეტყველება ისწავლეს World News  World News 
ამერიკელმა ფსიქიატრებმა შეიმუშავეს ტესტი, რომელიც სუიციდის მცდელობის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ იტყობინება Los Angeles Times. ანგარიში სპეციალისტთა ჯგუფის (კელი პოზნერის ხელმძღვანელობით კოლუმბიის უნივერსიტეტიდან) გამოკვლევის შესახებ გამოქვეყნდა The American Journal of Psychiatry-ში.
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:03 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 19 April 2024
  • English Georgian