aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ბერლუსკონის ეპოქა შესაძლოა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდეს World News  World News 
იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ მმართველი კოალიციის საკვანძო პარტნიორთან გააფორმა საიდუმლო შეთანხმება იმაზე, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ან 2012 წლის იანვარში გადადგება, ხოლო მარტში ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება, შეატყობინეს ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, იტალიურმა გაზეთებმა „ლა რეპუბლიკა“ და „ლა სტამპა“. გაზეთების მონაცემებით, შესაბამისი შეთანხმება მიღწეულ იქნა ოთხშაბათს ღამით ბერლუსკონისა და პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერთან უმბერტო ბოსისთან მოლაპარაკებების მსვლელობაში. ოფიციალური დადასტურება რაიმე შეთანხმების მიღწევის შესახებ არ შემოსულა.

არსებული მონაცემებით, ბერლუსკონი გადადგომას დათანხმდა იმის სანაცვლოდ, რომ „ჩრდილოეთის ლიგა“ დათანხმდება იტალიაში საპენსიო ასაკის გაზრდას: იგი 67 წლამდე უნდა გაიზარდოს.

ბერლუსკონის შესაძლო გადადგომა ფართოდ განიხილებოდა იტალიურ მედიაში 25 ოქტომბერს.

ბერლუსკონი დაჟინებით მოითხოვდა საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდას, თუმცა „ჩრდილოეთის ლიგა“ ამის წინააღმდეგ გამოდიოდა.

გაზეთ „კორიერე დელა სერას“ აზრით, ბერლუსკონის გადადგომის შემთხვევაში კაბინეტს სათავეში შესაძლოა ჩაუდგეს მინისტრთა საბჭოს მდივანი ჯანი ლეტა ან სენატის თავმჯდომარე რენატო სკიფანი.

გუშინ, 25 ოქტომბერს, ბერლუსკონი იტალიის პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოს შეხვდა და მთავრობაში უთანხმოებების შესახებ შეატყობინა. ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, პრემიერი ბრიუსელში ევროზონის სამიტზე გაემგზავრა, თუმცა მან მთავრობასთან ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისა და იტალიის სახელმწიფო ვალის შემცირების ზომების შეთანხმება ვერ მოახერხა.

იტალიური მედიის შეტყობინებებით, ბერლუსკონი ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, ბრიუსელში სამიტზე იტალიური ეკონომიკის ზრდის მხარდაჭერისა და ბიუჯეტის კონსოლიდაციის გეგმების წარმოდგენას ისურვებდა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3752.html
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 20:02 | News »
 

"პოლიტიკა: ბერლუსკონის ეპოქა შესაძლოა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 14 June 2024
  • English Georgian