aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: მსოფლიოში მობილური ინტერნეტის ხელმომწერთა რიცხვი 5-ზე უფრო მეტჯერ გაიზრდება World News  World News 
2016 წლისთვის მობილური ინტერნეტის ხელმომწერთა რიცხვი მსოფლიოში თითქმის 5 მლრდ-ს მიაღწევს, ამასთან უახლოეს 5 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 60 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ ნათქვამია სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტების უმსხვილესი მსოფლიო მიმწოდებლის - შვედური კომპანია „ერიქსონის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის მასალებში.



კომპანიის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში მობილური ფართოზოლიანი დაშვების (მფდ) დაახლოებით 900 მლნ მომხმარებელი არსებობს. მთელ მსოფლიოში მომუშავე ქსელებში გაზომვების შედეგებზე დაფუძნებული გამოკვლევის მონაცემებით, 5 წელიწადში მობილურ ქსელებში ტრაფიკის მოცულობა 10-ჯერ გაიზრდება. ამასთან, ამ ტრაფიკის 60 პროცენტის გენერაციას ის მომხმარებლები მოახდენენ, რომლებიც ცხოვრობენ ტერიტორიაზე, რომელიც პლანეტის ზედაპირის 1-ზე ნაკლებ პროცენტს იკავებს. „ერიქსონის“ შეფასებების თანახმად, ამ დროისათვის პლანეტის მაცხოვრებელთა 80 პროცენტზე მეტს კავშირგაბმულობის მაღალჩქაროსნულ 3Gქსელებთან წვდომა ექნება.


„ზრდის მთავარი დრაივერი ვიდეო-კონტენტის გადაცემა გახდება, - აღნიშნულია გამოკვლევაში. - ძალიან მაღალი ტემპებით გაიზრდება ტრაფიკი მობილური მოწყობილობებიდან - ტელეფონებიდან და სმარტფონებიდან.


„ერიქსონის“ ექსპერტებს ასევე მიაჩნიათ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ტრაფიკი მრავალფუნქციური სმარტფონებიდან 12-ჯერ გაიზრდება და მიაღწევს მოცულობას, რომელიც შეიძლება შევადაროთ მონაცემთა მობილურ ტრაფიკთან ნოუთბუქებიდან.


„ბოლო ანგარიში აჩვენებს, რომ ადამიანებისა და კომპანიების სულ უფრო დიდი რიცხვი მობილური მოწყობილობების, მფდ-ისა და ღრუბლოვანი სერვისების გამოყენებისაგან არსებით უპირატესობებს იღებს“, - აღნიშნა კომპანია „ერიქსონის“ გლობალური ქვედანაყოფის უფროსმა იოჰან ვაიბერგმა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3852.html
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:16 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: მსოფლიოში მობილური ინტერნეტის ხელმომწერთა რიცხვი 5-ზე უფრო მეტჯერ გაიზრდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 May 2024
  • English Georgian