aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ჩინეთში 100 წელზე უფროსი ასაკის 47 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს World News  World News 
ამჟამად ჩინეთში 48 921 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება, იტყობინება “GHN“. ასეთი მონაცემები ჩინეთის გერონტოლოგიურ საზოგადოებაზე მინიშნებით გაზეთ „ჩაინა დეილის“ მოჰყავს. როგორც სტატისტიკა მოწმობს, წელს ჩინეთის იმ მაცხოვრებელთა საერთო რიცხვი, რომელთა ასაკმა 100-წლიან ზღვარს გადაჭარბა, 2010 წელთან შედარებით, 5228 ადამიანით გაიზარდა.



2011 წელს თავისი 126-ე დაბადების დღე პლანეტის ყველაზე მოხუცმა მაცხოვრებელმა ქალბატონმა - ჩინელმა ლო მეიჩჟენმა აღნიშნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანსი-ჩჟუანის ავტონომიურ რაიონში ცხოვრობს. გერონტოლოგიური საზოგადოების მოხსენებაში იტყობინებიან, რომ გუიჩჟოუს პროვინციაში ქვეყანაში ყველაზე მოხუცი ოჯახური წყვილი აღმოაჩინეს: ცოლ-ქმრის საერთო ასაკი 213 წელს შეადგენს, გადმოსცემს „არმენპრესი“.


როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ჩინელ დღეგრძელთა ძირითადი ნაწილი ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს. ამ მომენტისათვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მეორე ადგილს ინარჩუნებს იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც ყველაზე დიდი რაოდენობითაა 100 წელზე მეტი ასაკის მაცხოვრებლები.


ბოლო მონაცემებით, ჩინეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ამჟამად 73.5 წელს შეადგენს. მე-12 ხუთწლეულის წლებში (2011-2015 წწ.) ქვეყნის მთავრობამ ამ მაჩვენებლის ერთი წლით გაზრდის საკითხი წამოაყენა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3845.html
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:07 | News »
 

"საზოგადოება: ჩინეთში 100 წელზე უფროსი ასაკის 47 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 17 May 2024
  • English Georgian