aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 საქართველოს საბანკო სექტორი ევროპის კრიზისის ფონზე რეკორდულ მოგებაზე გადის ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ევროპის კრიზისის ფონზე საქართველოს საბანკო სექტორი რეკორდულ მოგებაზე გადის. 2011 წლის ათი თვის მონაცემებით, სექტორის წმინდა მოგებამ 234 მილიონს გადააჭარბა, რაც ბოლო რამდენიმე წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.
განათავსა - Drakula | 22 ნოემ. 2011, 20:37 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 დავით ბაქრაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია სერიოზული ორწლიანი მუშაობის შედეგია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია სერიოზული, ფაქტობრივად, ორწლიანი მუშაობის შედეგია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ, იტყობინება “GHN“. „ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხია რუსული დიპლომატიის მცდელობაზე, მთელ მსოფლიოში ეძებოს და იპოვოს ნაურუ და მსგავსი სახელმწიფოები. გასულ კვირას ამგვარი ტიპის დიპლომატიაზე ევროპარლამენტის - ევროპის მთავარი პოლიტიკური და საამომრჩევლო ორგანოს მხრიდან ძალიან კარგი პასუხი გაიცა. ეს რეზოლუცია განსაზღვრავს ევროპის დამოკიდებულებას საქართველოში არსებული პრობლემებისა და ქართულ-რუსული ურთიერთობის მიმართ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
განათავსა - Drakula | 22 ნოემ. 2011, 20:35 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ღვინის ექსპორტის მოცულობით ლიდერობს „თბილღვინო“ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
ქართულ ბაზარზე ღვინის ექსპორტის მოცულობით ლიდერობენ „თბილღვინო“, „თბილისის მარანი“ და „თელავის მარანი“. კვლევით კომპანია „ბიზნეს ესქპლორერის“ მონაცემებით, 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 13.3 მლნ ლიტრი ღვინო, ანუ 17.5 მლნ ბოთლი გაიგზავნა. ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულებამ 40 მლნ დოლარი შეადგინა.
განათავსა - Drakula | 22 ნოემ. 2011, 20:33 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 American Music Awards-მა წლის შემსრულებელი ქალი დაასახელა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ამერიკელმა ქანთრი მომღერალმა ტეილორ სვიფტმა American Music Awards-ის დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი ჯილდო დააგროვა, გაიმარჯვა რა ნომინაციებში „წლის შემსრულებელი ქალი“, „საუკეთესო ქანთრი-შემსრულებელი ქალი“ და „საუკეთესო ქანთრი-ალბომი“.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:32 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Facebook საჯარო კომპანია გახდება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook, მისი ერთ-ერთი თანამშრომლოს თქმით, რამდენიმე უახლოესი თვის განმავლობაში აქციების პირველად განთავსებას (IPO) განახორციელებს. „Facebookფორმა S-1-ის მიხედვით განაცხადს ძალიან მალე შეიტანს. შესაძლოა, უკვე შემდეგ თვეში“, - მოუყვა Business Insider-ს წყარომ სოციალური ქსელის შიგნით, რომელმაც დაუსახელებლად დარჩენა ისურვა.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:32 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ლეგენდარული ჯგუფის ვოკალისტს კიბო აღმოაჩნდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის - Bee Gees-ის ვოკალისტსა და სიმღერების ავტორს რობინ გიბს ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. გასულ სამშაბათს 61 წლის მუსიკოსი ჰოსპიტალიზებულ იქნა კუჭში ტკივილებისა და მსხვილი ნაწლავის ანთების ჩივილით. მან საავადმყოფოში დაახლოებით ხუთი საათი გაატარა, რის შემდეგად იგი სახლში გამოსაჯანმრთელებლად გამოწერეს.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:31 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ნათელაშვილი: ივანიშვილი „ამერიკული პროექტია“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამჯერად ბიძინა ივანიშვილის „მხილებას“ პრესის საშუალებით ცდილობს და მას „ამერიკულ პროექტს“ უწოდებს.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:31 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან დახმარებას იღებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან 1000 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას იღებდა, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა თავისი სეხნიის - ტელეარხ „იმედზე“ „ღამის შოუს“ წამყვანის ოთარ ტატიშვილის განცხადებას, რომელიც ასევე უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან დახმარებას იღებდა, როგორც ეს მედიის მიერ გამოქვეყნებულ სიებშია მითითებული.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:30 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 დიმიტრი მედვედევს მიაჩნია, რომ რუსეთი და ომი რომ არა, საქართველოს უკვე შეათრევდნენ ნატოში საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
2008 წელს კავკასიაში რუსეთის მიერ გადამწყვეტი ქმედებების მიუღებლობა ნატოს საზღვრების არსებით გაფართოებას გამოიწვევდა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ სამხედრო ოლქის ოფიცრებთან შეხვედრაზე, იტყობინება “GHN“. „2008 წელს რომ შევდრეკილიყავით, უკვე სულ სხვა გეოპოლიტიკური განაწილება გვექნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ხელოვნურად ჩათრევას ცდილობდნენ, სავარაუდოდ, იქ იქნებოდა“, - თქვა მედვედევმა.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:30 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სააკაშვილი: „ჩვენ თუშეთში გზის გაყვანის მიზნით კლდეების აფეთქებას ვაპირებთ“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ისინი თუშეთში კარგი გზის გაყვანის მიზნით კლდეების აფეთქებას აპირებენ და ეს სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა წინანდალში ყოფნის დროს განაცხადა.
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:29 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად...
 

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 11 ივნისი 2024
  • English Georgian