aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

 ბოკერია: დღესდღეობით საქართველო პოლიტიკურად უფროა დაცული საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიგი ბოკერიამ განაცხადა, „დღესდღეობით საქართველო პოლიტიკურად უფროა დაცული“. როგორც ბოკერიამ გადაცემაში „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ განაცხადა, „აქ იგულისხმება როგორც შიდა პოლიტიკური მდგომარეობა, ისე დამოკიდებულება საქართველოსადმი ქვეყნის საზღვრებს გარეთ“.
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:46 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მინაშვილი: პარტიების შეზღუდვები სიტყვის თავისუფლებას არ შეეწინააღდეგება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
პარტიებთან დაკავშირებულ პირებზე შეზღუდვები ისე გავრცელდება, რომ არ შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება. ამის შესახებ დღეს, 28 დეკემბერს, გამართულ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ცვლილებების კანონპროექტის განხილვის დროს მისმა ერთ-ერთმა ინიციატორმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:44 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 რუსეთის სსს: საქართველოს დიპლომატებს უეცრად კითხვა დაავიწყდათ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მათი კოლეგები საქართველოდან კითხვასთან დაკავშირებულ სირთულეებს განიცდიან, იუწყება “GHN“. „ოფიციალური თბილისის მცდელობებმა, საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ რუსულ-ქართული შეთანხმების არსი დაემახინჯებინა, ბოლო დროს მთლად ექსტრავაგანტური ხასიათი მიიღო. შეთანხმების ერთ-ერთმა უშუალო შემმუშავებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ს. კაპანაძემ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტში ვერ ხედავს ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა „საბაჟო ტერმინალი“ და „საბაჟო დეკლარაცია“, რომლებსაც ცოტახნისწინდელ ბრიფინგზე რუსეთის სსს-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ა.კ. ლუკაშევიჩმა ახსენა“, - აღნიშნულია რუსული საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:43 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ნუგზარ წიკლაური: პუტინის დესპოტიზმისა და იმპერიალიზმის რეჟიმმა რუსეთი დეგრადაციამდე მიიყვანა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველო საბჭოთა კავშირში, კომუნისტურ ჭაობსა და კომუნისტურ გაუგებრობაში აღარასდროს დაბრუნდება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა, იტყობინება „GHN“.
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:27 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გაბაშვილი: ივანიშვილმა რესპუბლიკელები და ალასანიას პარტია „გააქრო“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის აზრით, რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანიას პარტია აღარ არსებობენ. „ეს პარტიები დამოუკიდებელთა სახით გაქრა. საზოგადოებაზე მათი ზეგავლენის გაზომვა შეუძლებელი ხდება. უკვე აღარც რესპუბლიკელები და აღარც ალასანიას პარტია არსებობენ. მათი ყველა ხმა ივანიშვილის ფაქტორმა „გააქრო“, რომელმაც, როგორც ჩანს, გასაგებად აუხსნა ამ პარტიებს, ვინ არის პატრონი. ამ პოლიტიკურ ძალებს ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელი ხმის ქონის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. ივანიშვილის ფუნქცია კი კონსოლიდაციის მიხედვით მისი საფულე გახლავთ“, - განაცხადა გაბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:25 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 შევარდნაძე რუსეთს უფრო დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს, ვიდრე საქართველოს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ექს-პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს რუსეთი უფრო დემოკრატიულ ქვეყნად მიაჩნია, ვიდრე საქართველო. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი აზრით, ამაზე ის მეტყველებს, რომ რუსეთში სიტყვის თავისუფლების კოეფიციენტი უფრო მაღალია.
განათავსა - Drakula | 27 დეკ. 2011, 22:23 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 პირველად 42 წლის განმავლობაში ლიბიამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
პირველად 42 წლის განმავლობაში ლიბიამ დამოუკიდებლობის დღის წლისთავი აღნიშნა, იტყობინება Associated Press. ქვეყნის დამოუკიდებლობის მე-60 წლისთავის აღსანიშნავად დედაქალაქ ტრიპოლში გაიმართა ცერემონია ლიბიის ახალი ხელმძღვანელობის მონაწილეობით.
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:51 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სააკაშვილი: რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„რუსეთში დაწყებული საპროტესტო აქციები ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისია“, განაცხადა შაბათს, 24 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში, სადაც მან ახალი საავადმყოფო გახსნა. „სხვათა შორის, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მოხდებოდა, და ეს მოხდა, თუმცა ბევრს არ სჯეროდა. ამ ეტაპზე ჩვენ შორსმჭვრეტელები, უდრეკები და ფრთხილები უნდა ვიყოთ. ეს ის პროცესია, რომელიც ჩვენთვის შეუქცევადი იქნება“, - აღნიშნა მან.
განათავსა - Drakula | 25 დეკ. 2011, 19:47 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 „თავისუფალი საქართველო“: თელავის თეატრის შენობის გაყიდვა ელიტარული კორუფციის მაგალითია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
კახეთის რეგიონალურ ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი მოსიაშვილის განცხადებით, ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ თელავში იუსტიციის სახლი აშენდება.
განათავსა - Drakula | 24 დეკ. 2011, 19:26 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 დიდი ბრიტანეთი შეიძლება დაიშალოს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
დიდი ბრიტანეთისთვის რამდენიმე წლის განმავლობაში ერთიანი სახელმწიფოს სახით არსებობის შეწყვეტის რისკი არსებობს. ამის შესახებ განაცხადა მინისტრთა ბრიტანული კაბინეტის გენერალურმა მდივანმა გუს ო’დონელმა ხუთშაბათს, 22 დეკემბერს, გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც მან The Daily Telegraph-ს მისცა.
განათავსა - Drakula | 22 დეკ. 2011, 20:00 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გვერდის არჩევა 84 გვერდიდან.


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 25 აპრილი 2024
  • English Georgian