| ბრიჯიტ ბარდომ თბილისის მერს მოხეტიალე ცხოველებზე ზრუნვა სთხოვა | | საქართველოს ამბები |
ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა ბრიჯიტ ბარდომ წერილით მიმართა თბილისის მერს გიგი უგულავას. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წარმომადგენლებმა შეატყობინეს, წერილში გამოხატულია შეშფოთებულობა საქართველოს დედაქალაში მოხეტიალე ცხველებთან ბრძოლის არსებულ მეთოდებთან დაკავშირებით. მან გაასამართლა იმ მოხეტიალე ცხოველთა მასობრივი ხოცვა, რომლებსაც ქალაქში იჭერენ და შემდეგ კლავენ. ბარდოს მიაჩნია, რომ ამგვარად მოხეტიალე ცხოველთა რაოდენობის დარეგულირება არ შეიძლება და ეს, პირიქით, მოხეტიალე ცხოველთა ზრდას იწვევს. „დაჟინებით გირჩევთ ქვეყანაში ცხოველთა დამცველებთან დიალოგი დაიწყოთ და მოხეტიალე ცხოველებთან ბრძოლის ცივილური პროგრამა უზრუნველყოთ“, - წერს ცნობილი მსახიობი.
|
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:08 | კომენტარები | კულტურა | ქულები: 5 | ვრცლად... |
|
| ოშკი ძეგლთა მსოფლიო ფონდის სიაში მოხვდა | | საქართველოს ამბები |
შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამოჩენილი ქართული ძეგლი - ოშკის ტაძარი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, ძეგლთა მსოფლიო ფონდის (World Monument Fund) 2012 წლის სიაში მოხვდა. ამის შესახებ კავკას-პრესს ჩუბინიშვილის სახელობის ძეგლთა დაცვისა და ქართული ხელოვნების ისტორიის ეროვნულ ცენტრში შეატყობინეს.
|
განათავსა - Drakula | 11 ოქტ. 2011, 19:12 | კომენტარები | კულტურა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|