| დასახელდა 2011 წლის ყველაზე გულუხვი ცნობილი ადამიანების ხუთეული | | მსოფლიოს ამბები |
ამერიკელი ეპატაჟური პოპ-დივა ლედი გაგა ზედიზედ მეორე წელი სათავეში უდგას იმ ცნობილ პიროვნებათა რეიტინგს, რომლებიც ყველაზე აქტიურად მონაწილეობენ საქველმოქმედო საქმიანობაში. აღნიშნულ რეიტინგს არაკომერციული ორგანიზაცია „გააკეთე რაიმე“ ადგენს, გადმოსცემს „იტარ-ტასი“. კერძოდ, მომღერალმა ცოტახნის წინ განაცხადა საკუთარი საქველმოქმედო ფონდის შექმნის შესახებ. მისი სახელი იქნება „ასეთად დავიბადე“ და მხარდაჭერას გაუწევს მოზარდებს, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზებით გარშემომყოფების მხრიდან აგრესიას ეჯახებიან.
|
განათავსა - Drakula | 29 დეკ. 2011, 23:47 | კომენტარები | სპორტი | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ნაკრებიდან მიდის | | საქართველოს ამბები |
ცნობილი ფეხბურთელი კახი კალაძე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებიდან მიდის. ამის შესახებ მან დღეს, 11 დეკემბერს, მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომლის დამაარსებელიც ბიძინა ივანიშვილია, იტყობინება “GHN“. კალაძემ მადლობა გადაუხადა გუნდის ყველა მოთამაშეს, მწვრთნელსა და თავის გულშემატკივრებს, რომლებიც 15 წლის გამავლობაში მის გვერდით იმყოფებოდნენ.
|
განათავსა - Drakula | 11 დეკ. 2011, 20:09 | კომენტარები | სპორტი | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა | | საქართველოს ამბები |
ქართველმა ათლეტმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, 33 წლის ვახტანგ გეგელიშვილმა იატაკიდან ორი ხელით მიზიდვების მიხედვით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. როგორც ჟურნალისტებს ქართული სპორტული კლუბ „რეკორდის“ ხელმძღვანელმა, 27-გზის მსოფლიო რეკორდსმენმა შოთა კელდიშვილმა შეატყობინა, ვახტანგ გეგელიშვილმა ერთი წუთის განმავლობაში იატაკიდან 191 მიზიდვა შეასრულა.
|
განათავსა - Drakula | 11 ოქტ. 2011, 19:18 | კომენტარები | სპორტი | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|