aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 ბოკერია: საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუვლია გზა თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრებისკენ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუვლია გზა თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრებისკენ, თუმცა ქართული ხალხის ეს არჩევანი ურყევია, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებების 8-წლიან გზას აფასებდა. მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ „ჩვენ დავიბრუნეთ საქართველო და ჩვენივე ქვეყნის მესაკუთრენი გავხდით“.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:02 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საუკეთესო პედაგოგებს მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან ხელფასი გაეზრდებათ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგებს მომავალი წლის 1 ოქტომბრიდან ხელფასი გაეზრდებათ. ამის შესახებ გუშინ, 24 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებათა პროექტის წარდგენის დროს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ, ქრისტიან-დემოკრატის ლევან ვეფხვაძესთვის პასუხის ნიშნად, რომელიც განათლების სისტემაში თანხების გადანაწილებით დაინტერესდა.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:01 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ირაკლი ალასანია: ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში სიტუაცია გაუმჯობესდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ვარდების რევოლუციიდან 8 წელიწადში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სიტუაცია გაუმჯობესდა, მიაჩნია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას, იტყობინება “GHN“.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:00 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ევროპის ეკონომიკური კრიზისი ტურისტული ნაკადის ზრდაზე არ ასახულა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
მიუხედავად ევროპის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობისა, 2011 წლის იანვარ-აგვისტოში ევროპული ქვეყნების მაცხოვრებლების მიერ შესრულებული უცხოური ტურისტული მგზავრობების რიცხვი, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა. ასეთი დასკვნა შესულია კონსალტინგულ კომპანია IPK-ის გამოკვლევაში ITB Berlin-ის დაკვეთით. კონტინენტზე არსებულ სიტუაციას ტურისტების ხარჯებზე გავლენა არ მოუხდენია, რომლებიც ამ პერიოდში 2%-ით გაიზარდა. სხვა მოსაზრება აქვს „როსტურიზმის“ უფროსს ალექსანდრე რადკოვს, რომელმაც ივარაუდა, რომ რუსეთში 2011 და 2012 წლებში ევროპული ტურნაკადი ევროპაში არსებული არახელსაყრელი ეკონომიკური მდგომარეობის შედეგად არ გაიზრდება.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:00 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საბერძნეთმა ევროზონის წევრად დარჩენის უკანასკნელი შანსი მიიღო მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
საბერძნეთმა ევროზონის წევრად დარჩენის უკანასკნელი შანსი მიიღო და ამისათვის ყველა ძალ-ღონე უნდა იხმაროს, ნათქვამია საბერძნეთის ბანკის მოხსენებაში, რომელიც გუშინ, 24 ნოემბერს, გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 26 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმება ქვეყნის დახმარების ახალი პროგრამის მიხედვით ათენს აღორძინების საშუალებას აძლევს. ბერძნული ცენტრობანკის ექსპერტთა აზრით, მიმდინარე პერიოდი ქვეყნის ომისშემდგომ ისტორიაში გარდამტეხი მომენტია და ფსონზე დგას საბერძნეთის მონაწილეობა ევროპის სავალუტო ბლოკში. ბანკი მოუწოდებს საბიუჯეტო დეფიციტის მიზნობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებისა და მათი გადაჭარბების მისწრაფებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა იმოძრავებს „არაკონტროლირებად დამავალ ტრაექტორიაზე, რომელსაც ეკონომიკის, ცხოვრების დონისა და საზოგადოებრივი განვითარების მრავალი ათწლეულით უკან გადაგდება შეუძლია“.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 19:59 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 იემენის დედაქალაში პრეზიდენტის არყოფნისას ბრძოლა დაიწყო მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
პრეზიდენტის ალი აბდულ სალეჰის ერთგულმა იემენის არმიის დანაყოფებამ, 23 ნოემბერს შეიხ სადიკ ალ–აჰმარს დაქვემდებარებულ ტომების კავშირის შეუტია, ამის შესახებ Agence France-Presse იუწყება.
განათავსა - consul | 24 ნოემ. 2011, 19:12 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ბიძინა ივანიშვილმა კახი კალაძის ბანკის აქციების 10% შეისყიდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი კახი კალაძის ბანკის "პროგერსბანკის" აქციების 10%–ის მფლობელი გახდა. ამის შესახებ "ქართუ ჯგუფის"  პრეიზდენმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა. გარიგების საფასურმა 1 300 000 ლარი შეადგინა.
განათავსა - consul | 24 ნოემ. 2011, 19:11 | კომენტარები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გუგავა: ამერიკელები "ვარდების რევოლუცია 2–ს" ამზადებენ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოში ამერიკელები  "ვარდების რევოლუცია 2–ს" ამზადებენ–ამის შესახებ  ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 8 წლის წინ წინ ჯორჯ სოროსის დაგეგმილმა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულმა "ვარდების რევოლუციამ დისკრედიტაცია განიცადა, ამიტომ ამერეკელებმა ანალოგიურ პროექტზე  მუშაობა  ისევ დაიწყებს.
განათავსა - consul | 24 ნოემ. 2011, 19:09 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 გაბაშვილი: ბოლო 8 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ სრულიადსხვაქვეყანამივ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
მმართველი უმრავლესობა თავისი 8-წლიანი მმართველობის შედეგებს აჯამებს და აქცენტს აკეთებს „გამარჯვებაზე ტოტალურ კორფუციაზე, ქურდულ სამყაროზე, შუქისა და გზების არარსებობასა და პენსიების გაზრდაზე“.
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:08 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ტაილანდის მაცხოვრებელს SMS-ის გულისთვის 20 წელი პატიმრობა მიესაჯა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ტაილანდის მაცხოვრებელს ამპონ ტანგნოლპაკუნს SMS-ის დაგზავნისთვის, რომელიც სახელმწიფო მეფე პუმიპონ ადულიადეტს შეუარცხყოფს, 20 წელი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse.
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:08 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian