aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 გაბაშვილი:საქართველოს რუსულ ემბარგოსთან დაკავშირებით ილუზიები არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საპარლამენტო უმრაველოსობის განცხადება  ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების და რუსეთთან ურთიერთობის რეგულირების შესახებ ოპოზიციის გარკვეულ "პაროლად" მიიჩნევა. ამის შესახებ დღეს, საქართველოს პარლამენტში გამართულ დებატებზე უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგა გაბაშვილმა განაცხადა.
განათავსა - consul | 26 ნოემ. 2011, 19:29 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 Moody’s-მა უნგრეთის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა უნგრეთის საკრედიტო რეიტინგი ერთი პუნქტით - „Baa3“-დან „Ba1“-მდე შეამცირა. როგორც სარეიტინგო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნულია, მან შეიძლება მომავალშიც შეამციროს უნგრეთის რეიტინგი, რომელმაც გასულ კვირას ევროკომისიას გაუგზავნა წერილი ევროკავშირის მიერ „სადაზღვევო“ ფინანსური დახმარების თხოვნით.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:15 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ევროპაში ინტერნეტის მომხმარებელთა თავისუფლების შეზღუდვა აკრძალეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სამართალდამცავებს უფლება არა აქვთ, აიძულონ ევროპული ინტერნეტ-პროვაიდერები, რათა მათ თვალი ადევნონ თავიანთი მომხმარებლების აქტიურობას ინტერნეტში ან დაბლოკონ მათი კავშირი ინტერნეტთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი კონტენტზე საავტორო უფლებებს დაარღვევენ. ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ხმისჩამწერმა ლეიბლებმა და კინოსტუდიებმა არ უნდა გამოიყენონ სასამართლო სარჩლები, რათა ინტერნეტ-პროვაიდერებისაგან შესაბამისი მოთხოვნების შესრულებას მიაღწიონ. „ევროკავშირის კანონები გამორიცხავს ეროვნული სასამართლოების დადგენილებებს, რომლებიც ინტერნეტ-პროვაიდერებისაგან ტრაფიკის მფილტრავი სისტემების დაყენებას მოითხოვს, რისი მიზანიც ნებისმიერი კონტენტის არალეგალურ გავრცელებასთან ბრძოლაა“, - ნათქვამია ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:15 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ლონდონში მსოფლიოში ყველაზე დიდი და უჩვეულო ნაძვისხე დადგეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ბრიტანულ დედაქალაქში, სან-პენკრასის რკინიგზის სადგურზე მსოფლიოში ყველაზე დიდი საშობაო ნაძვისხე დადგეს, რომელიც საბავშვო კონსტრუქტორ „ლეგოსაგან“ არის აწყობილი, იტყობინება ადგილობრივი მასმედია.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:14 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 თვის ბოლომდე, საქართველოში ცივი და არასტაბილური ამინდები შენარჩუნდება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოში, თვის ბოლომდე ცუდი და არასტაბილური ამინდები იქნება. როგორც «IPN–ს»  გარემოს დაცვის სამინისტროს პროგნოზირებისა და მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, გასული ღამიდან დაწყებული თოვა საქართველოს უმეტეს რეგიონებში დღის მეორე ნახევრიდან შეწყდება.
განათავსა - consul | 25 ნოემ. 2011, 20:07 | კომენტარები | გარემო | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ვეფხვაძემ მთავრობის გეგმა თვითმფრინავიდან ჩამოგდებულ „სნიკერსებს“ შეადარა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
პარლამენტის დეპუტატს ქრისტიან-დემოკრატებიდან ლევან ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ მთავრობის ათპუნქტიანი გეგმა თვითმფრინავიდან ხალხისთვის ჩამოგდებულ „სნიკერესებს“ ჰგავს.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:06 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ნიკა გილაური: წელს საქართველოში პირველად შემცირდა უმუშევრობა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ხელისუფლებები კარგად ხვდებიან, რომ ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტში 10-პუნქტიანი სამთავრობო გეგმის წარდგენის დროს, იუწყება “GHN“. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე პირველად შემცირდა, თუმცა ხელისუფლებები კარგად აცნობიერებენ, რომ ქვეყანაში კიდევ ძალიან ბევრი ღარიბი და უმუშევარი ადამიანია, არის სხვადასხვა პრობლემები.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:04 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ქობალია: „ქართულმა კომპანიებმა სხვა ბაზრების დივერსიფიკაცია უნდა მოახდინონ“ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, ქართული კომპანიებისათვის რუსული ბაზარი ერთადერთი არ უნდა იყოს, ვინაიდან იგი არამდგრადია. ეს განცხადება მან გააკეთა მაშინ, როდესაც რუსულ ბაზარზე კომპანია „სარაჯიშვილის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:04 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისი თბილისში, „როსტომ მეფის სასახლეში“ გაიხსნება საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ოფისი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისა“, რომლის ხელმძღვანელობასაც ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, უახლოეს დღეებში თბილისის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაში - „როსტომ მეფის სასახლეში“ გაიხსნება, იტყობინება ინტერნეტ-ტელევიზია „პალიტრა ტვ“. „ქართული ოცნება“ - ეს არის მოძრაობა, რომელსაც განსაკუთრებული მიზანი აქვს - საზოგადოების კონსოლიდაცია, გაერთიანება თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. ამიტომ მოძრაობა აქცენტს არ გააკეთებს ცნობილ სახეებზე, თუმცა მოძრაობისთვის მხარდაჭერის გამოხატვა ყველას შეუძლია“, - განაცხადა ივანიშვილის ერთ-ერთმა მრჩეველმა ირაკლი სესიაშვილმა.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:03 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 5 | ვრცლად...
 
 UNICEF: საქართველოში ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბავშვების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა, ბავშვების ერთ მეოთხედზე მეტი კვლავ სიღარიბეში ცხოვრობს. გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გუშინ, 24 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში მოაწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში, ომბუდსმენი გიორგი ტუღუში და დეპუტატები.
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:02 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 5 | ვრცლად...
 

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 16 მაისი 2024
  • English Georgian