| სააკაშვილი: ევროკავშირი საქართველოსთვის რეალობა ხდება | | საქართველოს ამბები |
მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დეკემბერში დაიწყება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ახლახანს გახსნილ სამთავრობო სახლის შენობაში ჩატარებულ სამთავრობო სხდომაზე განაცხადა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ საქართველო ევროპულ ბაზრებზე თავისი პროდუქციის გატანას შეძლებს. „ეს საქართველოს ეკონომიკისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:06 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ვენესუელაში ძალაში შევიდა „კანონი სამართლიანი ფასების შესახებ“ | | მსოფლიოს ამბები |
სამშაბათს, 22 ნოემბერს, ვენესუელაში ძალაში შევიდა „კანონი სამართლიანი ფასების შესახებ“, რომელიც სავაჭრო სფეროში სპეკულაციასთან ბრძოლის წინააღმდეგ არის მიმართული. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უგო ჩავესმა მოუწოდა ფასებზე ზედამხედველ კონტროლიორებს, გამოიჩინონ სიფხიზლე და არ აჰყვნენ მოსყიდვას მაღაზიების მფლობელთა მხრიდან. „ფრთხილად იყავით კორუფციასთან, არ მისცეთ საკუთარი თავის მოსყიდვის საშუალება“, - გააფრთხილა მან ისინი, მიმართავდა რა ტელეფონით თათბირის მონაწილეებს, რომელიც ახალი კანონის გამოყენების წესებს მიეძღვნა.
|
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:04 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| სააკაშვილი: „რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის დღეები დათვლილია“ | | საქართველოს ამბები |
საქართველოს განვითარება რუსეთისთვის ყველაზე დიდი დარტყმაა, განაცხადა სამშაბათს, 22 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე ქუთაისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა. „შეხედეთ, როგორი სტვენით შეხვდნენ პუტინს გუშინ, ეს მათი დასასრულის დასაწყისია, დარწმუნებული ვარ, რომ მათი დღეები დათვლილია. დღეს საქართველომ, როგორც არასდროს, თავისი ტემპი უნდა შეინარჩუნოს. რუსეთში ასევე გამგები ხალხია, რომელიც ჩვენი რეფორმებით აღტაცებულია. მაგრამ არა კრემლში. ჩვენ ამის შესახებ მუდმივად გვაქვს ინფორმაცია“, - აღნიშნა მან. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მრავალი ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, აზიის ქვეყნები და მეზობლები, აღტაცებულები არიან იმით, თუ რა ხდება საქართველოში.
|
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:02 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| კონდოლიზა რაისი: ვლადიმირ პუტინი საქართველოს გამო აშშ-ს ემუქრებოდა | | საქართველოს ამბები |
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა აღშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მედიამ დაამახინჯა მისი პოზიცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რომელიც წამოდგენილ იქნა ცოტახნის წინ გამოცემულ მემუარებში „დიდი პატივი არ არსებობს“, იტყობინება “GHN“. კერძოდ, ზოგიერთი ჟურნალისტი ირწმუნებოდა, რომ რაისი ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ქმედებების დაწყებაში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.
|
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:00 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|