aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 პოლიტიკა: ბოკერია: საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუვლია გზა თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრებისკენ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუვლია გზა თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრებისკენ, თუმცა ქართული ხალხის ეს არჩევანი ურყევია, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, როდესაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებების 8-წლიან გზას აფასებდა. მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ „ჩვენ დავიბრუნეთ საქართველო და ჩვენივე ქვეყნის მესაკუთრენი გავხდით“.



„“ვარდების რევოილუცია“ ერთ-ერთი მოვლენა იყო, რომელსაც საერთაშორისო ეფექტი ჰქონდა. საქართველო გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოდიოდეს ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან და როგორ უნდა დადგეს თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრების გზაზე. ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაგვივლია ეს გზა, მაგრამ ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ეს არჩევანი ურყევია და არა მთავრობის ან პრეზიდენტის, არამედ მთელი საქართველოს არჩევანია, რისი ყველაზე სიმბოლური მაგალითიც ბოლო პერიოდში „ვარდების რევოლუცია“ იყო“, - განაცხადა ბოკერიამ.


უსაფრთხოების საბჭოს მდივნის შეფასებით, „დღეს საქართველო უფრო ძლიერი, ვიდრე უახლოეს წარსულში იყო“.


„უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ კიდევ გვაქვს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველო დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე უახლოეს წარსულში იყო, თუმცა, ეს ის ამოცანა არაა, რომლის მიღწევაც გვსურდა. ჩვენ კიდევ წინ უნდა წავიდეთ და საბოლოოდ დავბრუნდეთ იმ ოჯახში, სადაც ჩვენი ადგილია - ევროპაში, ჩრდილოატლანტიკური სივრცის თავისუფალი და ღირსეული ქვეყნების ოჯახში“, - განაცხადა ბოკერიამ.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3991.html
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:02 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: ბოკერია: საქართველოს ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუვლია გზა თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრებისკენ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian