aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 ეკონომიკა: საბერძნეთმა ევროზონის წევრად დარჩენის უკანასკნელი შანსი მიიღო მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
საბერძნეთმა ევროზონის წევრად დარჩენის უკანასკნელი შანსი მიიღო და ამისათვის ყველა ძალ-ღონე უნდა იხმაროს, ნათქვამია საბერძნეთის ბანკის მოხსენებაში, რომელიც გუშინ, 24 ნოემბერს, გამოქვეყნდა. მასში აღნიშნულია, რომ 2011 წლის 26 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმება ქვეყნის დახმარების ახალი პროგრამის მიხედვით ათენს აღორძინების საშუალებას აძლევს. ბერძნული ცენტრობანკის ექსპერტთა აზრით, მიმდინარე პერიოდი ქვეყნის ომისშემდგომ ისტორიაში გარდამტეხი მომენტია და ფსონზე დგას საბერძნეთის მონაწილეობა ევროპის სავალუტო ბლოკში. ბანკი მოუწოდებს საბიუჯეტო დეფიციტის მიზნობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებისა და მათი გადაჭარბების მისწრაფებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა იმოძრავებს „არაკონტროლირებად დამავალ ტრაექტორიაზე, რომელსაც ეკონომიკის, ცხოვრების დონისა და საზოგადოებრივი განვითარების მრავალი ათწლეულით უკან გადაგდება შეუძლია“.



მიუხედავად საბერძნეთის მთავრობის უფროსის ლუკას პაპადიმოსის მოწოდებებისა, გაატარონ რეფორმები, ზოგიერთი დეპუტატი კრედიტორთა პირობებზე თანხმობის მიცემას არ გეგმავენ. ამას გარდა, საბერძნეთის ახალ მთავრობას საკმაო შრრომის გაწევა მოუწევს იმისათვის, რომ დაარწმუნოს ქვეყნის მოსახლეობა, დათანხმდეს რიგ ეკონომიის მკაცრ ზომებზე საერთაშორისო დახმარების გამოყოფისა და ევროზონაში წევრობის სანაცვლოდ.


მანამდე გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ათენი საერთაშორისო დახმარების ფარგლებში მორიგ საკრედიტო ტრანშს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იმ პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერი, რომლებიც საბერძნეთის ახალ მთავრობას მხარს უჭერენ, წარადგენენ რეფორმების გატარების წერილობით ვალდებულებასა და გაუგზავნიან მას ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებს.


მიმდინარე წლის სექტემბრიდან საბერძნეთი ელოდება 8 მლრდ ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშის მიღებას 2010 წლის მაისში მიღებული დახმარების პირველი პროგრამის ფარგლებში, რომლის საერთო ოდენობა 110 მლრდ ევროს შეადგენს. ამ ფულის გარეშე ქვეყანაში დეფოლტი შეიძლება უკვე 2011 წლის დეკემბერში მოხდეს.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3987.html
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 19:59 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: საბერძნეთმა ევროზონის წევრად დარჩენის უკანასკნელი შანსი მიიღო" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 20 აპრილი 2024
  • English Georgian