aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 პოლიტიკა: დავით ბაქრაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია სერიოზული ორწლიანი მუშაობის შედეგია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია სერიოზული, ფაქტობრივად, ორწლიანი მუშაობის შედეგია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ, იტყობინება “GHN“. „ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხია რუსული დიპლომატიის მცდელობაზე, მთელ მსოფლიოში ეძებოს და იპოვოს ნაურუ და მსგავსი სახელმწიფოები. გასულ კვირას ამგვარი ტიპის დიპლომატიაზე ევროპარლამენტის - ევროპის მთავარი პოლიტიკური და საამომრჩევლო ორგანოს მხრიდან ძალიან კარგი პასუხი გაიცა. ეს რეზოლუცია განსაზღვრავს ევროპის დამოკიდებულებას საქართველოში არსებული პრობლემებისა და ქართულ-რუსული ურთიერთობის მიმართ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.



მან აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ვინაიდან მასში საქართველო ევროპული სახელმწიფოს სახით არის აღიარებული.


„წლების განმავლობაში ევროკავშირში დებატები იყო იმაზე, თუ სად გადის ევროპის საზღვარი, იგულისხმება თუ არა საქართველო ევროპის ნაწილად. ახლა კი ევროპარლამენტის რეზოლუცია სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც სამართლის თვალსაზრისითა და პოლიტიკურად აცხადებს, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და საქართველო უნდა განიხილებოდეს როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი“, - თქვა ბაქრაძემ.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3970.html
განათავსა - Drakula | 22 ნოემ. 2011, 20:35 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: დავით ბაქრაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია სერიოზული ორწლიანი მუშაობის შედეგია" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian