aspurcela.ge
როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

 საზოგადოება: კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან დახმარებას იღებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან 1000 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას იღებდა, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა თავისი სეხნიის - ტელეარხ „იმედზე“ „ღამის შოუს“ წამყვანის ოთარ ტატიშვილის განცხადებას, რომელიც ასევე უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან დახმარებას იღებდა, როგორც ეს მედიის მიერ გამოქვეყნებულ სიებშია მითითებული.



„გადაცემის მსვლელობაში ოთარ ტატიშვილმა მახსენა მე, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი და აღნიშნა, რომ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისაგან 1000 ლარის ოდენობის დაფინანსებას ვიღებ. ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად მინდა განვაცხადო: მთელი ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე არანაირი საქველმოქმედო  „შემოწირულობა“, სტიპენდია და დახმარება არც ერთი სუბიექტისაგან არ მიმიღია. ჩემთვის მიუღებელია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მითუმეტეს, რომ არასდროს არავისთვის მიმიმართავს ამგვარი თხოვნით“, - მითითებულია კომპოზიტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარების სიამ, რომელიც რიგი მასმედიის მიერ გამოქვეყნდა, გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. სიაში მხოლოდ სახელები და გვარებია მითითებული, თუმცა ამ პირთა საქმიანობის სახეობა მითითებული არ არის.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3964.html
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:30 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილისაგან დახმარებას იღებს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 17 მაისი 2024
  • English Georgian