aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საბერძნეთი შესაძლოა პირველი მერცხალი აღმოჩნდეს ევროკავშირის დაშლაში World News  World News 
ევროკომისიამ განკარგულება გასცა მოქმედებათა გეგმის შემუშავებაზე იმ შემთხვევისთვის, თუ საბერძნეთი ევროზონიდან გამოვა. ამის შესახებ „იტარ-ტასისთვის“ ცნობილი გახდა დღეს, 4 ნოემბერს, დიპლომატიური ევროპული წრეებიდან. „ის, რაც ადრე შეუძლებელი ჩანდა, კერძოდ კი, ევროზონიდან წევრი ქვეყნის გამოსვლა, ახლა განიხილება როგორც რეალური ვარიანტი“, - აღნიშნა „იტარ-ტასთან“ საუბრისას ევროკავშირის თანამშრომელმა. მისი თქმით, მოხსენების ძირითადი დებულებები უკვე წარუდგინეს ევროზონის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს დღეს ღამით კანში „კონსულტაციების ფარგლებში“.
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:34 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 ოქტომბერში უძრავი ქონების რეგისტრაციების რაოდენობა 20.7%-ით გაიზარდა Business & Economics  Business & Economics 
ოქტომბერში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20.7 პროცენტით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 39 395 ერთეული შეადგინა. ამჟამინდელი მაჩვენებელი, 2007-2009 წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ცალსახა ზრდით განსხვავდება: 2007 წლის ოქტომბერთან შედარებით 24.9%-ით, 2008 წელთან შედარებით - 42.5%-ით, 2009 წელთან შედარებით - 26.1%-ით.
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:33 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 რამაზ საყვარელიძე: საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობისთვის ბრძოლა დაიწყო Georgian News  Georgian News 
საქართველოს მოსახლეობამ ბრძოლა დაიწყო იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მიაჩნია ქართველ პოლიტილოგ რამაზ საყვარელიძეს, იტყობინება “GHN“. როგორც საყვარელიძემ “GHN“-თან საუბრის დროს თქვა, ამის გამოვლინება ისაა, რომ მოქალაქეებმა ივანიშვილის „ქართუ ბანკში“ ანგარიშების მასიური გახსნა დაიწყეს.
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:32 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ონიშენკოს მიერ უარყოფილი „საფერავი“ საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა Georgian News  Georgian News 
ქართული კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ „საფერავი“ ჰონკონგში ჩატარებული ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა. კონკურსში 37 ქვეყნის 930 კომპანია მონაწილეობდა. უმაღლესი ჯილდოები ქართული პროდუქციის 16 სახეობამ მიიღო. ოქროს მედალები მიიღეს კომპანია „შატო მუხრანის“ წარმოების „ჭაჭამ“ და კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ „საფერავმა“.
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:31 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 მეცნიერები: მსოფლიოს ელის ექსტრემალური ზამთრები ანომალიებითა და სტიქიებით World News  World News 
მსოფლიო მეცნიერები ზამთრის თვეებში უფრო ექსტრემალურ ამინდს პროგნოზირებენ. მოვლენები, რომლებიც ადრე უჩვეულო იყო, ხშირი გახდება, იუწყება “GHN“. გამორიცხული არ არის, რომ მომავალი ზამთარი ერთ-ერთი ბოლო ნორმალური ზამთარი გახდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვითამაშოთ თოვლის გუნდებით, ვიკატაოთ თხილამურებსა და მარხილზე. ამასთან ერთად, ამ დღეებში გამოქვეყნდა კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათშორისი ჯგუფის მოხსენება, რომლიდან გამომდინარე დედამიწა ადამიანის საცხოვრებლად სულ უფრო პრობლემური ადგილი ხდება, ხოლო ამინდი, მათ შორის ზამთრის ამინდი, უკიდურესობებში ვარდნას იწყებს, გადმოსცემს NEWSru.comРБК daily-ზე დაყრდნობით.
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:30 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 მედვედევი: რუსეთის ფედერაციის მსო-ში შესვლა ვაჭრობის ლიბერალიზაციას შეუწყობს ხელს Business & Economics  Business & Economics 
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) შესვლა ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას ხელს შეუწყობს. „სახელმწიფოს მთავარი ამოცანა იმაშია, რომ უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, შეამციროს ბარიერები ბიზნესისთვის და კერძო ინიციატივა წაახალისოს. მიმაჩნია, რომ „ოცეულის“ ქვეყნებმა ამ საკითხში ლიდერობა უნდა გამოიჩინონ და ყოველმხრივ შეუწყონ ხელი ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მსო-ში დიდი ხნის ნანატრი გაწევრიანება საერთო საქმეში კარგი წვლილი შეიძლება გახდეს“, - თქვა მედვედევმა, როდესაც „ოცეულის ჯგუფის“ ბიზნეს-სამიტზე გამოდიოდა.
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:30 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოში ოქტომბრის თვეში ინფლაციის წლიურმა დონემ 2.3% შეადგინა Business & Economics  Business & Economics 
საქართველოში ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 2.3% შეადგინა, განაცხადეს ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ სტატისტიკურ სამსახურში - „საქსტატში“. იქვე აღნიშნეს, რომ ინფლაციის მოცემული მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა პროდუქტების, უალკოჰოლო სასმელებისა და ტრანსპორტის ფასებმა მოახდინა.
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:29 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 მანანა ნიკოლეიშვილი: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში 1071 სკოლა დაიხურა Georgian News  Georgian News 
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში 1071 სკოლა დახურეს . ასეთ ინფორმაციას ფლობს საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე მანანა ნიკოლეიშვილი, იტყობინება “GHN“.
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:32 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 მდიდარი ქვეყნების მაცხოვრებლები პესიმისტები აღმოჩნდნენ World News  World News 
იმ ქვეყნების მაცხოვრებლები, რომლებშიც დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობა ცხოვრობს, უფრო ოპტიმისტურები არიან, ვიდრე მდიდარი სახელმწიფოების მოქალაქეები. ამას კვლევით ცენტრ Globescan-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს. გამოკვლევის მსვლელობაში 25 ქვეყანაში მცხოვრები 25 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხეს.
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:31 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 ენერგეტიკული სასმელები ორგანიზმისთვის საშიშია World News  World News 
ენერგეტიკების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ბაზარია. მხოლოდ შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლის ბოლოსათვის ენერგეტიკების გაყიდვები 9 მილიარდი დოლარს მიაღწევს. მედიკოსები არა ერთხელ იძლეოდნენ გაფრთხილებას აღნიშნული სასმელების საშიშროების შესახებ, აღნიშნავს Chiroeco.com.
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:31 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 07 June 2024
  • English Georgian