aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: ონიშენკოს მიერ უარყოფილი „საფერავი“ საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა Georgian News  Georgian News 
ქართული კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ „საფერავი“ ჰონკონგში ჩატარებული ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა. კონკურსში 37 ქვეყნის 930 კომპანია მონაწილეობდა. უმაღლესი ჯილდოები ქართული პროდუქციის 16 სახეობამ მიიღო. ოქროს მედალები მიიღეს კომპანია „შატო მუხრანის“ წარმოების „ჭაჭამ“ და კომპანია „ქინძმარაულის მარნის“ „საფერავმა“.



ამას გარდა, ქართულმა კომპანიებმა ერთი ვერცხლის და 13 ბრინჯაოს მედალი მიიღეს. სულ კონკურსში 11 ქართული კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც 37 სახეობის ღვინის 8 ათასი ბოთლი წარმოადგინეს.


კონკურსის შედეგები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაზა გოროზიას ტელეფონით საინვესტიციო სააგენტოს უფროსმა ქეთი ბოჭორიშვილმა გააცნო. სააკაშვილი და გოროზია ჟურნალისტების თანდასწრებით კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის სახლში, ყვარელში ელოდებოდნენ.


როგორც გოროზიამ განაცხადა, წელს ჰონკონგში 15 მილიონზე მეტი ბოთლის ექსპორტი განხორციელდა. მისი თქმით, ჰონკონგის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი მეშვეობით შესაძლებელია პროდუქციის რეექსპორტი ჩინეთში.


სააკაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ქართული „საფერავის“ გამარჯვება, რომელიც სწორედ 2006 წელს იქნა წარმოებული, რომელიც რუსული ემბარგოს წელი გახდა, რუსეთის ემბარგოზე საუკეთესო პასუხია.


„საფერავის“ ღვინოები ქართული მეღვინეობის მარგალიტად მიიჩნევა და საერთაშორისო გამოფენებისა და კონკურსების მედალებისა და ჯილდოების უდიდესი რაოდენობა აქვს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3820.html
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:31 | News »
 

"ეს საინტერესოა: ონიშენკოს მიერ უარყოფილი „საფერავი“ საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 07 June 2024
  • English Georgian