aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება Business & Economics  Business & Economics 
საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარზე ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება. ამის შესახებ გუშინ, 1 ოქტომბერს, ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის საკითხის თაობაზე მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი გახლავთ. მან განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი 31 ნოემბერს ბათუმში საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების - მიხეილ სააკაშვილისა და მიშლინ კალმი-რეის გამართული შეხვედრის მსვლელობაში დაზუსტდა.
Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:09 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 გილაური: ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება Business & Economics  Business & Economics 
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაზე ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება, - განაცხადა გუშინ, 31 ოქტომბერს, გამართულ ვიდეოკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. „ინფრასტრუქტურის ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე 2012-2015 წლებში ყოველწლიურად 30 000 ადამიანი დასაქმდება. ისინი სამუშაო ადგილებს გზების, ჰესებისა და სხვა ობიექტების აშენების შემდეგაც შეინარჩუნებენ“, - ხაზი გაუსვა პრემიერმა.
Posted by Drakula | 01 Nov 2011, 20:33 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალ რეგულაციას დააწესებენ Business & Economics  Business & Economics 
საქართველოს ეროვნული ბანკი სადაზღვევო ბაზარზე გამჭვირვალობის გაზრდას მოითხოვს და ამ მიზნით ახალი ინიციატივით გამოდის. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, 2012 წლიდან სადაზღვევო კომპანიებს ყოველთვიური ანგარიშების წარმოდგენა მოუწევთ. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის გამჭვირვალობის დონეს სადაზღვევო სექტორში, რაც, თავის მხრივ, კომპანიების მიმართ მოსახლეობის ნდობას გაზრდის.
Posted by Drakula | 01 Nov 2011, 20:32 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 „ბორჯომი“ უკვე მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება Business & Economics  Business & Economics 
„ბორჯომი“ უკვე მსოფლიოს 40 ქვეყანაში იყიდება. ამის შესახებ კომპანიის პრეს-სამსახურმა განაცხადა. ქართული მინერალური წყლის მომხმარებელთა შორისაა პოსტსაბჭოთა სივრცის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნები და ახალი ზელანდიაც კი.
Posted by Drakula | 01 Nov 2011, 20:32 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 სენსაციური აღმოჩენა თრუსოს ხეობაში Georgian News  Georgian News 
საქართველოს ყაზბეგის რაიონში, თრუსოს ხეობაში, ქვეყნის პატრიარქის კურთხევით გაიხსნა იოსებ მოხევის საფლავი. საფლავის გახსნამ ადამიანები დაშოკა, ვინაიდან სასულიერო პირის სხეული და გული უხრწნელი აღმოჩნდა.
Posted by Drakula | 01 Nov 2011, 20:32 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More...
 
 ბრიტანელთა ახალ თაობას ალკოჰოლოზმი ემუქრება World News  World News 
ბრიტანელი მოზარდების მნიშვნელოვანი რიცხვი იმაზე უფრო მეტ ალკოჰოლს სვამს, ვიდრე კვირის რეკომენდებული ნორმაა ზრდასრულებისთვის. ამას 80 ათასზე მეტი ბრიტანელი სკოლის მოსწავლეების გამოკითხვის შედეგები მოწმობს.
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:53 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 საფრანგეთში მსოფლიოში პირველი ინტერნეტ-ბაზრობა გაიხსნა World News  World News 
მსოფლიოში პირველი ინტერნეტ-ბაზრობა შაბათს, 29 ოქტომბერს, საფრანგეთში გაიხსნა. ინტერნეტში ახალი საიტი თავის სტუმრებს სთავაზობს „გაისეირნოს“ ვირტუალურ ექსპოზიციაზე, რომელიც 120-ზე მეტი ფრანგული კომპანიის პროდუქციას წარადგენს. „ჩვენი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ შეგვექმნა ინტერნეტ-გვერდი, რომელზეც მცირე და საშუალო მეწარმეთა პროდუქცია იქნებოდა წარმოდგენილი. პროექტს ბაზრობა უწოდეს“, - მოყვა ქრისტოფ მინიემ, Aerial Conseil-ის წარმომადგენელმა. Aerial Conseilპატარა ფირმაა ფრანგულ ქალაქ ნანტიდან და სწორედ იგი იყო დაკავებული საიტის შემუშავებით.
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:51 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More...
 
 საქართველომ რუსეთს მსო-ში ყველაფერი დაუთმო, რაც შეეძლო Georgian News  Georgian News 
ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრი გამხდარიყო, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს, 31 ოქტომბერს, ბრიფინგზე. გასული კვირის ბოლოს ქართულმა სსს-მ განაცხადა, რომ საქართველო შვეიცარული მხარის კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდა, რომელიც შვეიცარიამ, როგორც მედიატორმა ქვეყანამ, რუსეთსა და საქართველოს მსო-სთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე შესთავაზა. კალანდაძემ შეთანხმების დეტალების კონკრეტიზაციისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და მიშლინ კალმი-რეის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:50 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 წელს საქართველოში მკვეთრად შემცირდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა Georgian News  Georgian News 
სანქციების გამკაცრებისა და უსაფრთხოების ქამრების სავალდებულო გამოყენების შემოღების შემდეგ საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების (სსშ) მთავარ მიზეზად რჩება სიჩქარის გადაჭარბება და სანტრასპორტო საშუალების ტარება არაფხიზელ მდგომარეობაში.
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:46 | comments | საზოგადოება | Score: 0 | Read More...
 
 ერიკა ბადუ: ვუსურვებ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიან დარეგულირებას Georgian News  Georgian News 
„ვუსურვებ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მშვიდობიან გადაჭრას“, - განაცხადა თბილისის ჯაზის ფესტივალის დახურვაზე ერიკა ბადუმ. „ვიცი, რომ საქართველო არა ერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი. მე ყოველთვის ვიყავი ნებისმიერი ომის წინააღმდეგი, რადგან მასში, პირველ რიგში, მშვიდობიანი ხალხი იტანჯება“, - განაცხადა ერიკა ბადუმ.
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:45 | comments | შოუ-ბიზნესი | Score: 0 | Read More...
 

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 07 June 2024
  • English Georgian