| გამოკითხვამ გამოავლინა, რომელი ექს-პრეზიდენტის დაბრუნებას ისურვებდნენ ამერიკელები | | World News | |
ამერიკელთა უმრავლესობა სახელმწიფოს უფროსის თანამდებობაზე რონალდ რეიგანის ნახვას ამჯობინებდა, თუ მათ ერთ-ერთი ყოფილი აშშ-ის პრეზიდენტის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემოდათ, წერს დასავლური მედია ტელეშოუ 60 Minutes-ისა და ჟურნალ Vanity Fair-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით.
| |||
| Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:15 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... | |||
| პირველმა მომღერალმა YouTube-ზე ნახვების 2-მილიარდიანი ზღვარი გადალახა | | World News | |
კანადელი პოპ-მომღერალი ჯასტინ ბიბერი პირველი შემსრულებელი გახდა, რომელმაც YouTube-ზე ორი მილიარდი ნახვა დააგროვა. ამის შესახებ იტყობინება Gigwise. ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის ბიბერის ვიდეორგოლები ორ მილიარდზე მეტჯერ იყო ნანახი.
| |||
| Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:15 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 0 | Read More... | |||
| დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები | | World News | |
Microsoft-მა პირველი სტრიქონი დაიკავა 25 საუკეთესო გლობალური დამსაქმებელი კომპანიების სიაში, რომელიც ინსტიტუტ Great Place to Work-მა შეადგინა. რეიტინგი ჟურნალ Fortune-ში გამოქვეყნდა. შემდგენლებმა აღნიშნეს, რომ Microsof tარსებით მხარდაჭერას უჩენს თავის მომუშავეებს, რომლებმაც ახლახან გაიჩინეს ბავშვები. პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი მომუშავეებს ასევე წელიწადში 40 ანაზღაურებულ საათს სთავაზობს, რომელთა დახარჯვაც მათ მოხალისეობაზე - მაგალითად, ლტოლვილებისათვის თავშესაფრის აშენებაზე შეუძლიათ.
| |||
| Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:14 | comments | საზოგადოება | Score: 1 | Read More... | |||
| ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენცია პოლიტიზირებული იყო | | Georgian News | |
ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენცია ყველაზე პოლიტიზირებული იყო იმ პრეს-კონფერენციებს შორის, რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე „ეროვნული საბჭოს“ ლიდერს ზვიად ძიძიგურს უნახავს.
| |||
| Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:14 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| გია ცაგარეიშვილი: ზოგიერთი ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის პრეს-კონფერენციის ჩაშლას ცდილობდა | | Georgian News | |
ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეს-კონფერენციაზე დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი მისცა, იტყობინება “GHN“.
| |||
| Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:13 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| რუსული ბაზარი საქართველოსთვის არასაიმედოა - პრემიერი | | Business & Economics | |
რუსული ბაზარი არასაიმედოა იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ქართული პროდუქციისთვის ღია იქნება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. ქართული მთავრობის უფროსმა წარმოადგინა ათი პუნქტიდან შემდგარი 2011-2015 წლების ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითადი მიმართულებები. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს ქვეყანაში მოდერნიზაციას, სამუშაო ადგილების შექმნასა და უმუშევრობის შემცირებას.
| |||
| Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:13 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
| სსფ: ევროპის ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე ორმაგად აისახება | | Business & Economics | |
ევროპაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი საქართველოზე ორმაგად აისახება. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ედვარდ გარდნერის თქმით, ეკონომიკურ კრიზისს საქართველოზე ორმხრივი გავლენა ექნება.
| |||
| Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:12 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... | |||
| ბიძინა ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილს მისი საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას | | Georgian News | |
ბიძინა ივანიშვილმა უკვე ჩაატარა საამომრჩევლო სიებთან დაკავშირებული კონსულტაციები რესპუბლიკური პარტიისა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებთან, იუწყება „GHN“. ამის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა პრეს-კონფერეციაზე, როდესაც პასუხობდა შეკითხვას, თუ როგორ აპირებს არჩევნებში გამარჯვებას საამომრჩევლო სიების დაზუსტების გარეშე. „ამჟამად გუნდის შექმნის პროცესი წარმოებს. ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, მაგრამ უკვე განვიხილეთ მსგავსი საკითხები რესპუბლიკელებთან და ალასანიას პარტიასთან“, - თქვა ივანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებები ტოტალური გაყალბებისთვის ემზადებიან.
| |||
| Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:11 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| Transparensy International-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო 68-ეადგილზე აღმოჩნდა | | Georgian News | |
საერთაშორისო ორგანიზაცია TransparensyInternational-ის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველო 68-ე ადგილზე აღმოჩნდა. ორგანიზაციამ სულ მსოფლიოს 178 ქვეყანა გამოიკვლია. გამოკვლევაში კორუფციის აღქმის ინდექსი 10-ქულიანი სისტემით არის შეფასებული, რომელშიც 0 კორუფციის ყველაზე მაღალ დონეს ნიშნავს. საქართველომ 3.8 ქულა მიიღო, თუმცა საბოლოო შედეგი 7 დამატებითი გამოკვლევის შედეგების მიხედვით იქნა გამოთვლილი.
| |||
| Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:11 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
| ივანიშვილი: სააკაშვილის რეჟიმი ჩვენ გეგმებს ხელს ვერ შეუშლის და ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ | | Georgian News | |
საქართველოში მოქმედი რეჟიმი მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ბიძინა ივანიშვილის გეგმებს ხელს ვერ შეუშლის. ამის შესახებ ქართველმა ოლიგარქმა თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, იტყობინება „GHN“. „ჩემი ცხოვრების მანძილზე პოლიტიკური ფიგურა არასდროს ვყოფილვარ, მე ძალიან ვნერვიულობ და ვიტყვი, რომ მაქსიმალურად გულწრფელი ვიქნები“, - აღიარა ბიზნესმენმა პრეს-კონფერენციის დასაწყისში.
| |||
| Posted by Drakula | 02 Nov 2011, 19:10 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... | |||
