aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე


Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: საფრანგეთში მსოფლიოში პირველი ინტერნეტ-ბაზრობა გაიხსნა World News  World News 
მსოფლიოში პირველი ინტერნეტ-ბაზრობა შაბათს, 29 ოქტომბერს, საფრანგეთში გაიხსნა. ინტერნეტში ახალი საიტი თავის სტუმრებს სთავაზობს „გაისეირნოს“ ვირტუალურ ექსპოზიციაზე, რომელიც 120-ზე მეტი ფრანგული კომპანიის პროდუქციას წარადგენს. „ჩვენი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ შეგვექმნა ინტერნეტ-გვერდი, რომელზეც მცირე და საშუალო მეწარმეთა პროდუქცია იქნებოდა წარმოდგენილი. პროექტს ბაზრობა უწოდეს“, - მოყვა ქრისტოფ მინიემ, Aerial Conseil-ის წარმომადგენელმა. Aerial Conseilპატარა ფირმაა ფრანგულ ქალაქ ნანტიდან და სწორედ იგი იყო დაკავებული საიტის შემუშავებით.



საყიდლების გაკეთებამდე საჭიროა რეგისტრაციის პროცედურის გავლა. ამის მერე ინტერნეტ-ბაზრის სტუმარი ვირტუალურ საგამოფენო ცენტრში ხვდება. მის წინაშე რამდენიმე პავილიონია: „ავეჯი“, „სპორტული საქონელი“, „გასტრონომია“, „კოსმეტიკა“ და „მომსახურებები“. თითოეული მათგანი შემოთავაზებული პროდუქციის ტიპით ხუთ სექციად არის დაყოფილი. ასე, მაგალითად, პავილიონში „მომსახურებები“ შესაძლებელია იმ კომპანიების არჩევა, რომლებიც სასტუმრო ბიზნესითაა დაკავებული, ან მოგზაურობების ორგანიზაციაზეა სპეციალიზებული.


ყველა ფირმას საკუთარი ვირტუალური სტენდი აქვს. მათზე წარმოდგენილია საქონლის ვიდეომიმოხილვები, მყიდველთა გამოხმაურებები, სარეკლამო ბროშურები. აქვე მოწონილი ნივთის შეკვეთაც შეიძლება. ამასთან, გამყიდველი, ისევე, როგორც ჩვეულებრივ ბაზარზე, ფასდაკლებას შემოგთავაზებთ. თუ პავილიონებზე ბოდიალი მოგბეზრდებათ, სტუმრებს სთავაზობენ ვირტუალურ საკონცერტო დარბაზს: მაყურებლებს შეუძლიათ კონცერტების ვიდეოჩანაწერების არჩევა და სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით ონლაინ-რეჟიმში მუსიკოსებთან ურთიერთობა.


ინტერნეტ-ბაზრობის შემუშავებაზე Aerial Conseil-მა დაახლოებით 100 ათასი ევრო დახარჯა. მასზე სტენდის იჯარით აღება გამყიდველს 600-1200 ევრო დაუჯდება. ვირტუალური ბაზარი სტუმრებისთვის მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე იქნება გახსნილი.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3787.html
Posted by Drakula | 31 Oct 2011, 19:51 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: საფრანგეთში მსოფლიოში პირველი ინტერნეტ-ბაზრობა გაიხსნა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 18 May 2024
  • English Georgian