| დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები | | მსოფლიოს ამბები |
Microsoft-მა პირველი სტრიქონი დაიკავა 25 საუკეთესო გლობალური დამსაქმებელი კომპანიების სიაში, რომელიც ინსტიტუტ Great Place to Work-მა შეადგინა. რეიტინგი ჟურნალ Fortune-ში გამოქვეყნდა. შემდგენლებმა აღნიშნეს, რომ Microsof tარსებით მხარდაჭერას უჩენს თავის მომუშავეებს, რომლებმაც ახლახან გაიჩინეს ბავშვები. პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი მომუშავეებს ასევე წელიწადში 40 ანაზღაურებულ საათს სთავაზობს, რომელთა დახარჯვაც მათ მოხალისეობაზე - მაგალითად, ლტოლვილებისათვის თავშესაფრის აშენებაზე შეუძლიათ.
|
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:14 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 1 | ვრცლად... |
|
| რუსული ბაზარი საქართველოსთვის არასაიმედოა - პრემიერი | | ბიზნესი და ეკონომიკა |
რუსული ბაზარი არასაიმედოა იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ქართული პროდუქციისთვის ღია იქნება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. ქართული მთავრობის უფროსმა წარმოადგინა ათი პუნქტიდან შემდგარი 2011-2015 წლების ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითადი მიმართულებები. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს ქვეყანაში მოდერნიზაციას, სამუშაო ადგილების შექმნასა და უმუშევრობის შემცირებას.
|
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:13 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ბიძინა ივანიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილს მისი საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას | | საქართველოს ამბები |
ბიძინა ივანიშვილმა უკვე ჩაატარა საამომრჩევლო სიებთან დაკავშირებული კონსულტაციები რესპუბლიკური პარტიისა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებთან, იუწყება „GHN“. ამის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა პრეს-კონფერეციაზე, როდესაც პასუხობდა შეკითხვას, თუ როგორ აპირებს არჩევნებში გამარჯვებას საამომრჩევლო სიების დაზუსტების გარეშე. „ამჟამად გუნდის შექმნის პროცესი წარმოებს. ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, მაგრამ უკვე განვიხილეთ მსგავსი საკითხები რესპუბლიკელებთან და ალასანიას პარტიასთან“, - თქვა ივანიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებები ტოტალური გაყალბებისთვის ემზადებიან.
|
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:11 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება | | ბიზნესი და ეკონომიკა |
საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვარზე ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი შვეიცარიის ეგიდით განხორციელდება. ამის შესახებ გუშინ, 1 ოქტომბერს, ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის საკითხის თაობაზე მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი გახლავთ. მან განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი 31 ნოემბერს ბათუმში საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების - მიხეილ სააკაშვილისა და მიშლინ კალმი-რეის გამართული შეხვედრის მსვლელობაში დაზუსტდა.
|
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:09 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|