aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

 საზოგადოება: დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
Microsoft-მა პირველი სტრიქონი დაიკავა 25 საუკეთესო გლობალური დამსაქმებელი კომპანიების სიაში, რომელიც ინსტიტუტ Great Place to Work-მა შეადგინა. რეიტინგი ჟურნალ Fortune-ში გამოქვეყნდა. შემდგენლებმა აღნიშნეს, რომ Microsof tარსებით მხარდაჭერას უჩენს თავის მომუშავეებს, რომლებმაც ახლახან გაიჩინეს ბავშვები. პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი მომუშავეებს ასევე წელიწადში 40 ანაზღაურებულ საათს სთავაზობს, რომელთა დახარჯვაც მათ მოხალისეობაზე - მაგალითად, ლტოლვილებისათვის თავშესაფრის აშენებაზე შეუძლიათ.



მეორე ადგილი IT-გადაწყვეტილებებისა და ბიზნეს-ანალიტიკისათვის განკუთვნილი მომსახურებების შემმუშავებელმა SAS-მა დაიკავა, რომელიც უფასოდ ავრცელებს საგანმანათებლო პროგრამა Curriculum Pathways-ს. ლიდერთა სამეულს ასრულებს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი NetApp, რომლის ხელმძღვანელი ტომ მენდოზა ცდილობს პირადად გადაუხადოს მადლობა თანამშრომლებს მუშაობისათვის კომპანიის სასარგებლოდ.


მეოთხე ადგილი ეკუთვნის საძიებო სისტემა Google-ს, რომლის ინჟინრებს სამუშაო დროის მეხუთედი ნაწილის გატარება ახალ გადაწყვეტებზე ფიქრში და, ამასთან, შედეგებზე ანგარიშის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ. მეხუთე ადგილზეა ლოგისტიკური კომპანია FedEx, რომელიც კურიერებს ზრდილობიანობისა და ღიმილიანობისთვის აჯილდოვებს (განისაზღვრება კლიენტთა ონლაინ-გამოკითხვების საშუალებით).


ათეულში, რომელშიც მხოლოდ ამერიკული კომპანიები შევიდა, ასევე აღმოჩნდა ქსელური აღჭურვილობის შემმუშავებელი Cisco, სასტუმროთა ქსელი Marriott, McDonald's, პირადი ჰიგიენის საქონლის მწარმოებელი Kimberly-Clark და საყოფაცხოვრებო ქიმიის მწარმოებელი SC Johnson.


არაამერიკული კომპანიებიდან რეიტინგში მხოლოდ ალკოჰოლის ბრიტანული მწარმოებელი Diageo(მე-11 ადგილი), ესპანური სატელეკომუნიკაციო კომპანიები Telefonica (მე-17 ადგილი) და Atento (24-ე ადგილი) და წამლების დანიური მწარმოებელი Novo Nordisk (22-ე ადგილი) მოხვდნენ.


Great Place to Work რეიტინგისთვის ირჩევდა კომპანიებს, რომლებიც, სულ ცოტა, ხუთჯერ მაინც ხვდებოდა ამ ინსტიტუტის მიერ შედგენილ საუკეთესო დამსაქმებელთა სიებში. ამას გარდა, ორგანიზაციებს არა ნაკლებ ხუთი ათასი ადამიანისაგან შემდგარი თანამშრომელთა შტატი უნდა ჰქონდეთ. ამასთან, თანამშრომელთა 40 პროცენტი იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა მუშაობდეს, რომელშიც ფირმაა დარეგისტრირებული. რეიტინგის შედგენისას ისეთ კრიტერიუმებს ითვალისწინებდნენ, როგორებიცაა ხელფასის, დანამატის სიდიდე, სხვადასხვა სოციალური შეღავათები, შრომის პირობები. ასევე საკმაოდ დიდი როლი კომპანიების თანამშრომელთა გამოკითხვებმა ითამაშა.


Great Place to Work ჟურნალ Fortune-თან ერთად ყოველწლიურად ასევე ასი საუკეთესო დამსაქმებლის რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც მხოლოდ ამერიკული კორპორაციები შედის. 2011 წელს ამ სიაში პირველი ადგილი SAS-მა დაიკავა, Microsoft-ს კი მხოლოდ 72-ე სტრიქონი ერგო.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3801.html
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:14 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 1
ხმები: 1


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 03 მაისი 2024
  • English Georgian