aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 ეკონომიკა: რუსული ბაზარი საქართველოსთვის არასაიმედოა - პრემიერი ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
რუსული ბაზარი არასაიმედოა იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ქართული პროდუქციისთვის ღია იქნება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. ქართული მთავრობის უფროსმა წარმოადგინა ათი პუნქტიდან შემდგარი 2011-2015 წლების ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გეგმის ძირითადი მიმართულებები. აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს ქვეყანაში მოდერნიზაციას, სამუშაო ადგილების შექმნასა და უმუშევრობის შემცირებას.



„იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსული ბაზარი გაიხსნება ჩვენთვის, სამწუხაროდ, ეს არასაიმედო ბაზარია, რაც ბელორუსიის, მოლდოვის მაგალითზე დამტკიცდა...“, - აღნიშნა გილაურმა, როდესაც საუბრობდა თემებზე, რომლებსაც ბიზნესმენთა მხრიდან შეხვედრის მსვლელობაში განიხილავდნენ.


პრემიერის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის გაიხსნება, თუმცა „ეს ჩვენი ეკონომიკისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა არ იქნება“.


„ეს არ მოხდება, ვინაიდან ქართული ეკონომიკა და ვაჭრობა უკვე საკმარისად დივერსიფიცირებულია“, - ხაზი გაუსვა პრემიერმა.


ქართულ ექსპორტსა და საინვესტიციო პროცესზე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენის შესახებ საუბრის დროს, გილაურმა აღნიშნა, რომ „გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ეკონომიკა, როგორც ვაჭრობის, ისე ინვესტირების თვალსაზრისით, დივერსიფიცირებულია, დიდი პრობლემები მოსალოდნელი არ არის“.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3798.html
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:13 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: რუსული ბაზარი საქართველოსთვის არასაიმედოა - პრემიერი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 26 აპრილი 2024
  • English Georgian