aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

 ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ აფუძნებს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ახალი მოძრაობა „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ დაფუძნდება, იტყობინება “GHN“.
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:27 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიცხვში საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველო ადამიანის განვითარების ინდექსის მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიცხვში დასახელდა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის დაიკავა 76-ე ადგილი ინდექსით 0.733. იგივე მაჩვენებელი ბოსნია ჰერცოგოვინას აქვს. საქართველო უსწრებს სომხეთსა (86) და აზერბაიჯანს (91). პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ამ დონეზე ასევე აღმოჩნდა რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი. ყოფილი სსრკ-ის ყველა სახელმწიფოს შორის ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი დონის მქონე სახელმწიფოთა პირველ ჯგუფში მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა მოახერხა მოხვედრა: ესტონეთს 34-ე ადგილი უკავია, ლიტვას - მე-40, ლატვიას - 43-ე. ამის შესახებ შეტყობინებულია „მოხსენებაში ადამიანის განვითარების შესახებ 2011“ (Human Development Report 2011), რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის მიერ არის მომზადებული.
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:27 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 აშშ უფრო აქტიურად უნდა ეხმარებოდეს ევროპას - კონდოლიზა რაისი მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ უფრო აქტიურად უნდა ეხმარებოდეს ევროპას გაჭიანურებული სავალო კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში, ვინაიდან ევროპა აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, მიაჩნია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექს-უფროსს კონდოლიზა რაისს.
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:25 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საშუალო ხელფასის დინამიკა საქართველოში ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
„საქსტატის“ მონაცემებით, 2011 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასის დონე სამეწარმეო და არასამეწარმეო დარგებში 13.9%-ით და 13%-ით გაიზარდა. სამეწარმეო სფეროში ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიებია ოპერაციები უძრავ ქონებასთან, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (საშუალო თვიური ხელფასი - 882.9 ლარი), ყველაზე დაბალანაზღაურებადია - თევზეულის რეწვა-მეთევზეობა (საშუალო თვიური ხელფასი - 276.3 ლარი). არასამეწარმეო სფეროში ფინანსური საქმიანობა ყველაზე მაღალანაზღაურებადია (საშუალო თვიური ხელფასი - 1476.3 ლარი), ხოლო განათლება - ყველაზე დაბალანაზღაურებადი (საშუალო თვიური ხელფასი - 308.2 ლარი).
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:25 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება იანვარ-სექტემბერში 2.3-ჯერ გაიზარდა ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
2011 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საბანკო სექტორმა 215 მლნ ლარის (ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით 130.3 მლნ დოლარის) ოდენობის წმინდა მოგება მიიღო. შარშან კი ეს მაჩვენებელი 95.3 მლნ ლარს (1 დოლარი - 1.65 ლარი) შეადგენდა, იტყობინება ეროვნული ბანკი. 2011 წლის სექტემბრის შედეგებით წმინდა მოგებამ 33 მლნ ლარი შეადგინა (23.6 მლნ ლარი 2010 წლის სექტემბერში). 2011 წლის 1 ოქტომბრისთვის კომერციული ბანკების ერთობლივმა აქტივებმა 11 მლრდ 975.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის 1 ოქტომბრისთვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 206.5 მლნ ლარით მეტია.
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:24 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არ ვარაუდობდა, რომ მოქალაქეობის დაკარგვა შეეძლო საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ბიძინა ივანიშვილი არ ვარაუდობდა, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა შეეძლოთ, თქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, იუწყება “GHN“.
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:24 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სააკაშვილი იმედოვნებს, რომ მსო-სთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულამდე მივა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველო რუსეთთან მსო-ში შესვლის პირობების თაობაზე მოლაპარაკებებს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებითა და საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის დაცვით წარმოებდა, განაცხადა ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო სასახლეში ქართულ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე, რომელიც 9-10 ნოემბერს შვეიცარიაში რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდს ჩაატარებს. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 1992 წლიდან საქართველო იმ ტვირთების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველყოფას ცდილობს, რომლებიც საქართველოში ჩამოდის და საქართველოს შიგნით გადაადგილდება, საქართველოს მთელი ტერიტორიის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გათვალისწინებით.
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:23 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ლუდის იმპორტი 20 ქვეყნიდან წარმოებს, აქედან უმსხვილესი იმპორტიორი უკრაინაა. ამ ქვეყნიდან 2011 წლის 6 თვის განმავლობაში 1 373.0 ათასი ტონა ლუდის იმპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა თურქეთი 1 064.0 ათასი ტონით, შემდეგ მოდის რუსეთი 557.6 ათასი ტონა ლუდით. გერმანიიდან ლუდის იმპორტმა 349.7 ათასი ტონა შეადგინა, ნიდერლანდებიდან - 224.0 ათასი ტონა, ჩეხეთიდან - 175.5 ათასი ტონა, რუმინეთიდან - 44.8 ათასი ტონა, დანიიდან - 35.7 ათასი ტონა. საქართველოში ლუდის იმპორტი ხდება ასევე ავსტრიიდან, სომხეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან, მექსიკიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ორი ქვეყნიდან საქართველოში საერთო ჯამში 3 900.6 ათასი ტონა ლუდი შემოდის.
განათავსა - Drakula | 03 ნოემ. 2011, 20:22 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 1.5 | ვრცლად...
 
 გამოკითხვამ გამოავლინა, რომელი ექს-პრეზიდენტის დაბრუნებას ისურვებდნენ ამერიკელები მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ამერიკელთა უმრავლესობა სახელმწიფოს უფროსის თანამდებობაზე რონალდ რეიგანის ნახვას ამჯობინებდა, თუ მათ ერთ-ერთი ყოფილი აშშ-ის პრეზიდენტის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემოდათ, წერს დასავლური მედია ტელეშოუ 60 Minutes-ისა და ჟურნალ Vanity Fair-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით.
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:15 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 პირველმა მომღერალმა YouTube-ზე ნახვების 2-მილიარდიანი ზღვარი გადალახა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კანადელი პოპ-მომღერალი ჯასტინ ბიბერი პირველი შემსრულებელი გახდა, რომელმაც YouTube-ზე ორი მილიარდი ნახვა დააგროვა. ამის შესახებ იტყობინება Gigwise. ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის ბიბერის ვიდეორგოლები ორ მილიარდზე მეტჯერ იყო ნანახი.
განათავსა - Drakula | 02 ნოემ. 2011, 19:15 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 09 ივნისი 2024
  • English Georgian