aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 აშშ-ის მთავრობამ გააკეთა განცხადება უცხოპლანეტელების შესახებ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ-ის მთავრობას არა აქვს ინფორმაცია, რომელიც სიცოცხლის უცხოპლანეტური ფორმების არსებობას ადასტურებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება “GHN“. ობამას ადმინისტრაცია იძულებული იყო, ანგარიში ჩაებარებინა არამიწიერი ცივილიზაციების საკითხის თაობაზე მას შემდეგ, რაც საიტის გამყოფილებაში „ჩვენ - ხალხი. თქვენი ხმა ჩვენს მთავრობაში“ გაჩნდა მიმართვა, რომელიც მოითხოვდა უცხოპლანეტელების შესახებ სამთავრობო მონაცემების გასაიდუმლოებას. ერთი თვის განმავლობაში ამ მოთხოვნამ 17 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:16 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 1 | ვრცლად...
 
 ბაღათურია: პრეზიდენტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „ჩამორჩა“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ოპოზიციურ დეპუტატს ჯონდი ბაღათურიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს „ჩამორჩა“.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:14 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 უსუფაშვილი: „პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრა პოლიტიკურ ალიანსს არ ნიშნავს“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრა პოლიტიკურ ალიანსს არ ნიშნავს“. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, როდესაც ბიძინა ივანიშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის შესაძლო თანამშრომლობის თაობაზე კომენტარს აკეთებდა. მისი თქმით, რესპუბლიკელებს ბიზნესმენისა და პარლამენტის ყოფილი სპიკერის შესაძლო თანამშრომლობაზე არაფერი სმენიათ.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:13 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 კომპანიები „გუდვილი“ და „G.Mart“ გაერთიანდნენ ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
კომპანიები „გუდვილი“ და „G.Mart“ ბაზარზე „გუდვილის“ ბრენდის ქვეშ გააგრძელებენ ოპერირებას. როგორც კომპანიაში იტყობინებიან, ასეთი გადაწყვეტილება ორივე კომპანიის მენეჯმენტმა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. იქვე აღნიშნავენ, რომ კომპანიას იურიდიული რეკვიზიტები „G.Mart“-სგან ექნება, ხოლო სახელი საერთო კომპანიას ექნება „Goodwill“.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:09 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ბრიჯიტ ბარდომ თბილისის მერს მოხეტიალე ცხოველებზე ზრუნვა სთხოვა საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა ბრიჯიტ ბარდომ წერილით მიმართა თბილისის მერს გიგი უგულავას. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წარმომადგენლებმა შეატყობინეს, წერილში გამოხატულია შეშფოთებულობა საქართველოს დედაქალაში მოხეტიალე ცხველებთან ბრძოლის არსებულ მეთოდებთან დაკავშირებით. მან გაასამართლა იმ მოხეტიალე ცხოველთა მასობრივი ხოცვა, რომლებსაც ქალაქში იჭერენ და შემდეგ კლავენ. ბარდოს მიაჩნია, რომ ამგვარად მოხეტიალე ცხოველთა რაოდენობის დარეგულირება არ შეიძლება და ეს, პირიქით, მოხეტიალე ცხოველთა ზრდას იწვევს. „დაჟინებით გირჩევთ ქვეყანაში ცხოველთა დამცველებთან დიალოგი დაიწყოთ და მოხეტიალე ცხოველებთან ბრძოლის ცივილური პროგრამა უზრუნველყოთ“, - წერს ცნობილი მსახიობი.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:08 | კომენტარები | კულტურა | ქულები: 5 | ვრცლად...
 
 სააკაშვილი: „პირადად ჩემთვის, მომავალი წელი კახეთის წელი იქნება“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში ილია ჭავჭავაძის განახლებულ სახლ-მუზეუმში კახეთის სკოლების ფრიადოსნებს შეხვდა და საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. როგორც პრეზიდენტმა მოსწავლეებთან შეხვედრაზე განაცხადა, იგი ძალიან ბევრს ფიქრობს კახეთზე, სადაც კიდევ ძალიან ბევრი რაიმის გაკეთებაა აუცილებელი.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:08 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ჩინეთში 100 წელზე უფროსი ასაკის 47 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ამჟამად ჩინეთში 48 921 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება, იტყობინება “GHN“. ასეთი მონაცემები ჩინეთის გერონტოლოგიურ საზოგადოებაზე მინიშნებით გაზეთ „ჩაინა დეილის“ მოჰყავს. როგორც სტატისტიკა მოწმობს, წელს ჩინეთის იმ მაცხოვრებელთა საერთო რიცხვი, რომელთა ასაკმა 100-წლიან ზღვარს გადაჭარბა, 2010 წელთან შედარებით, 5228 ადამიანით გაიზარდა.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:07 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 „ქართული პარტია“: ბიძინა ივანიშვილის განცხადება პროვოკაციაა და 90-იანი წლების რუსეთს ჰგავს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„ქართულ პარტიაში“ პროვოკაციად მიიჩნევენ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმაზე, რომ პარტიის რიგები ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა დატოვა, იუწყება “GHN“. „ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გარკვეული ეიფორია გამოიწვია. ივანიშვილის მხრიდან „ქართული პარტიისა“ და ერთ-ერთი ლიდერის ეროსი კიწმარიშვილის ნეგატიური და საკმაოდ გაუგებარი შეფასების მიუხედავად, „ქართულმა პარტიამ“ არა მხოლოდ თავი შეიკავა მასთან ამ თემაზე პოლემიკაში შესვლისაგან, არამედ სოზარ სუბარმა, „ქართული პარტიის“ სახელით, მასთან თანაშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:07 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 სააკაშვილი: საქართველოში Facebook-მა Odnoklassniki-ს გაუსწრო, ვინაიდან ჩვენ აღარ გვაქვს პოსტსაბჭოთა მენტალიტეტი საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
საქართველოს, როგორც არასდროს ადრე, ახლა სჭირდება შრომითი რესურსები ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში გამორჩეულ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე, იუწყება “GHN“. მისი თქმით, საქართველოში არ არიან ადამიანები, რომელთა დაკარგვაც შეიძლება.
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:06 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად...
 
 ჩინელები წერილების გაგზავნას დედამიწის ფარგლებს გარეთ შეძლებენ მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ჩინეთის მოქალაქეებს წერილების გაგზავნა ახლა უკვე დედამიწის ფარგლებს გარეშე შეუძლიათ. ამის შესაძლებლობა მათ აქვთ მას მერე, რაც პეკინში „კოსმოსური ფოსტის“ ოფისი გაიხსნა, იტყობინება „სინხუა“.
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 21:20 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად...
 

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 18 მაისი 2024
  • English Georgian